ცოტაც მეღიმება...
ვარ ღია სარკმლის წინ, ოთახს ვანიავებ. თან ფინჯან ყავას ვსვამ, ცოტაც მეღიმება... რამდენი სიყვარული ტკივილს გადაურჩა, რამდენი სიყვარული ტკივილს ეწირება! მოდი ვაღიაროთ ყველამ გულის სევდა, მოდით წამით ვიყოთ უფრო ერთგულები, ერთურთს გამოვუტყდეთ მართლა ვინ გვიყვარდა, და ვის სხვასთან ყოფნას ვეღარ ვეგუებით... ჩემი გულის სევდა ვფიქრობ უსაზღვროა, უკან გახედვითაც გული მეტკინება, ვარ ღია სარკმლის წინ, ოთახს ვანიავებ. თან ფინჯან ყავას ვსვამ, ცოტაც მეღიმება... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.