შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა გითხრა რომ


10-02-2016, 12:17
ავტორი Anna)))
ნანახია 15 757

მშვიდობთ , ჯორჯ . დღეს უკანასკნელად ავიღე კალამი ხელში , რომ დავწერო შენზე და შენთვის _უკანასკნელი წერილი , ყველა ის სიტყვა ,რომელიც უნდა მეთქვა და რომლის თქმასაც ვერასდროს ვბედავდი . მშვიდობით , ჯორჯ , ჩემი დაბრუნება ისეთივე შეუძლებელია , როგორც შენი სამუდამოდ დავიწყება.

მინდა გითხრა რომ

მინდა გითხრა რომ



ვერასდროს ვიტანდი ბანალური სიტყვებით საუბარს , მაგრამ ბოლო დროს მეტად გავბანალურდი , როგორც სჩვევიათ , ვითომ რომანტიკოს ადამიანებს . ბანალურად ჟღერს , ისიც როცა ვამბობ რომ უშენოდ გატარებული ყოველი დღე , იმაზე უფრო უაზრო და სულელურია , ვიდრე ის ქმედება , ოკეანეში რომ აგდებ ბოთლში ჩაშვებულ კალიგრაფიაშეცვლილად დაწერილ წერილს , იმ იმედით რომ ადრე თუ გვიან ვიღაც უსათუოდ იპოვის და წაიკითხავს . დამღალა იმის იმედმა , რომ ადრე თუ გვიან კარს, რომელიც ღიმილიანი სახით გაიხურე და რომელსაც ახლა ქარი უაზროდ აწვალებს , ისევ შენი ნათითურები დაეტყობა , დამღალა იმანაც რომ ყოველ დილას ორ ჭიქა ყავას ვადუღებ , ერთს უშაქროს , როგორც გიყვარდა და ერთს ტკბილს _ჩემთვის. ვზივარ ახლა და ყველა ძალაგამოცლილი ვწერ შენთვის წერილს .

მინდა გითხრა რომ
მინდა გითხრა რომ


მშვიდობით , ჯორჯ , მერე რა თუ ჩემი სიყვარული ამ წერილში ვერ ეტევა და ლოკალური კი არა , იმაზე უფრო გლობალურია ვიდრე ვიღაც თანამედროვე სნობი მწერლების მიერ დაწერილი ბანალური ფრაზები სიყვარულის შესახებ , რომლებიც მთელს მსოფლიოს აქვს ატაცებული. მე მაინც არასოდეს დავბრუნდები.
მე დღემდე მახსოვს შენი გრძელი , ლამაზად თლილი თითები, რომლებიც ნაზად მოძრაობდნენ ჩემს წელზე , ჟრუანტელისმომგვრელად .

მინდა გითხრა რომ
მინდა გითხრა რომ


მე ის კოცნაც მახსოვს , რომელიც გამომშვიდობების წინ არ მქონია შენთან , მისი თითოეული დეტალი მახსოვს და ვიცი , რომ ეს მე ყველაზე ბედნიერ ქალად მაქცევდა. ძვირფასო , მთელს სხეულზე მატყვია შენი ნათითურები და ჩემს ოცნებებში , ჩემი თითის ბალიშები ისევ ნაზად ეფერებიან შენი მკრთალი და ცხელი სახის ნაკვთებს.მე მიყვარდა შენი წაბლისფერი , ყოველთვის მოწესრიგებული თმა , შენი თაფლისფერი თვალები , რომლებშიცც მთელი ჩემი სამყარო იძირებოდა , რომლებშიც მე ვკითხულობდი ყველა იმ ნაწერს , რომელსაც ერთი ბოთლი ალკოჰოლის და იაფფასიანი თამბაქოს თანმხლებით გიწერდი.

მინდა გითხრა რომ
მინდა გითხრა რომ


ახლა კი ვზივარ და უიმედობით შეპყრობილ სხეულს კანკალი იტანს , თავს ძალას ვატან რომ ყელში გაჩხერილ ცრემლებს არ მივცე ლოყაზე ჩამოგორების უფლება , მელნიან , გაყინულ თითებში მიჭირავს კალამი და ვწერ იმ სიტყვებს , რომლებიც წლების წინ უნდა მეთქვა . ღაწვზე შერჩენილი ბოლოს წინა კოცნასავით მახსოვს შენი პირველი ჩახუტება , ჟრუანტელი თმის ღერიდან თითოეული ნეირონის გავლით მოედო მთელს სხეულს, გაიარა გული და გააცდინა სული ყოველგვარ საზღვარს.

მინდა გითხრა რომ
მინდა გითხრა რომ



დღევანდელი დღესავით მახსოვს ჩვენი პირველი და უკანასკნელი ცეკვა , ლამპიონების ძლივსმნათობი შუქისა და წვიმის წვეთების ხმის უნაზეს ფონზე . ბეღურასავით ვთრთოდი, სხეულის თითოეული მონაკვეთი წვიმით მქონდა გაჟღენთილი , შენ ჩუმად მომიახლოვდი , ხელები ნაზად შემომხვიე წელზე , ცხელი ტუჩები შუბლზე მომადე და ჩვენ დავიწყეთ ცეკვა , ორი ნაბიჯი წინ , ორი მარცხნივ , ერთი მარჯვნივ, ხელები მშვიდად აიტანე ჩემი მხრებისკენ , ჟრუანტელი მივლიდა და თავბრუს მახვევდა, ტუჩები ყელისკენ მოიტანე , ყელში მკოცნიდი და თან ჩუმად ჩურჩულებდი , რომ მთელი სამყაროს ფასი მქონდა შენთვის, რომ შენი სიყვარული არ ეტეოდა არც ერთ საზღვარსა და ჩარჩოში.ხელები ჩუმად ჩააცურე სველ მკლავებზე და ჩემი გაყინული ხელები ხელებში მოიქციე ... ერთი ნაბიჯი მარჯვნივ , ორი მარცხნივ , ორი წინ , ტრიალი და მთელი ჩემი სხეული შენს ძლიერ ხელებში იყო მოქცეული , ტუჩებისკენ მიპარული ტუჩები და მთვარე სირცხვილისგან სახეზე ხელებაფარებული

მინდა გითხრა რომ
მინდა გითხრა რომ


შენით იყო გაჟღენთილი ჩემი არაფრისმომცემი დღეები და შენ იყავი ის , ვის გამოც მთელს ჩემს გახუნებულ ცხოვრებას მიეცა ფერი . მშვიდობით , ჯორჯ , ჩვენი ერთად ყოფნა შეუძლებელია და ეს ორივემ ერთმანეთზე უკეთ ვიცით . ტკივილით ნატანჯი დღეებით ვცხოვრობ და მილიონ ადამიანში დავეძებ ნაცნობ თვალებს , ჩემებურად სევდიანს და იდუმალი გრძნობებით სავსეს . უიმედობის მთელს ბარიკადებს ერთმანეთზე ვაწყობ და ვცდილობ გადავრჩე , იმ ცივ ზამთარში , რომელიც რამოდენიმე თვეში შემოგვიღებს კარს, რთულია იპოვო მომავლის იმედი , იქ სადაც ყველა დღე შავ-თეთრად არის შეფერადებული , რთულია იცხოვრო იქ , სადაც შინ დაბრუნებულს შენს მშვიდ ღიმილს არ დავინახავ , შენ არ ხარ აქ და ამ სიშორიდან ჩემი ხმა მხოლოდ ყრუდ და არაფრისმომცემად ისმის . ძვირფასო , მიუხედავად იმისა , რომ შენი დაბრუნების იმედი ჯერ კიდევ არ მშორდება , ტუჩის კუთხეში შერჩენილი თბილი კოცნასავით , მე მაინც მივიღე გადაწყვეტილება , რომ დავასრულო ის ირეალური ურთიერთობა , რომელსაც წლების მაძილზე ვინარჩუნებ ჩემს ერთად შეწებილ ილუზიებში .

მინდა გითხრა რომ
მინდა გითხრა რომ


სისულელეა , ახლა აქ ვიჯდე და სადღაც კილომეტრების დაშორებით მაინც ჩამესმოდეს შენი მშვიდი და აუღელებელი სუნთქვა , სისულელეა ახლა ვიჯდე ჩემს ნიკოტინისგან ჭერშენისლულ ოთახში და ვწერდე რომ ჩემს თითოეულ ნერვს განადგურებამდე აკლიხარ .
და მაინც , ჯორჯ , მე ისევ მახსოვს ჩვენი არდაბადებული შვილების სახელები , ჩვენი არშექმნილი ოჯახის მყუდროება , ჩვენი აუშენებელი სახლის ინტერიერი , ჩვენი განუხორციელებელი მიზნების წყობა.


მინდა გითხრა რომ
მინდა გითხრა რომ


მე მახსოვს ისიც , რომ შენ ყოველ პაემანზე თეთრი პერანგით მოდიოდი და მე კი ტუჩსაცხის კვალს გიტოვებდი საყელოზე , როგორც ჩვენი ერთად ყოფნის სიმბოლოს . შენი სუნამოს სურნელი ყველაზე გამაბრუებელი რამ იყო ჩემთვის .
მესამე დღეს ახსნილი სიყვარული , ათიათასი ფიცი , დაპირება , რომლებიც სიტყვებად დარჩნენ და აუტანელ სიცარიელედ სულში .
მე ჩვენი განშორების დღეც მახსოვს , მარტის ცამეტი , ქარიანი საღამო იყო , შენ თავდახრილი მოხვედი , შეშლილი სახით და არეული ნაბიებით , დავდახრილი მომიახლოვდი და მე ვიგრძენი სხვა ქალის სურნელი , რომელიც უკუნი ღამიდან მოგყვა , იდექი ჩუმად , არაფერს ვამბობდით , ეს იყო უკანასკნელი დღე როდესაც ჩემი აღელვებული სუნთქვით ხვდებოდი ყველა სათქმელს , შემოვტრიალდი და წამოვედი , არაფრის თქმას აღარ ჰქონდა აზრი , ყველაფერი ნათქვამი იყო , თვალებით -რომლებიც არ გიყურებდნენ , ტუჩებით -რომელთაც შენთის ერთი სიტყვის თქმაც კი არ სურდათ , თითებით-რომლებსაც მოფერების სურვილიც კი არ გააჩნდათ . შენს წინ ერთი ცრემლიც არ ჩამომვარდნია , წამოვედი და თან გამოიყოლე მთელი სამყაროსოდენა ტკივილი , რომელმაც ჩემი აწმყო გააბითურა .

მინდა გითხრა რომ
მინდა გითხრა რომ



''მე ვაპატიე მოღალატეს ღალატი , მაგრამ ვერასდროს ვაპატიებ საკუთარ თავს საკუთარი პრინციპების გადათელვას''. ჰო , ჯორჯ , მე შენ მიყვარხარ , შენი სიყვარული ვენებში სისხლს კეტავს , აუტანლად მტკენს სულს მაგრამ მაზოხისტურად მსიამოვნებს ეს . წასული მე არასოდეს აღარ ვბრუნდები , ვახვევ ჩემს ფიქრებს იაფფასიან თამბაქოს ბოლში და მარტოდმარტო მოგზაურობ ნაცნობ ქუჩებში.



მინდა გითხრა რომ

მინდა გითხრა რომ


შემოდგომაა ფანჯრებს მიღმა და ხმელი ფოთლები ამშვენებს მიწას , ვზივარ ფანჯარასთან , მზერით ტკივილიან და უშენობა თითქმის არც მტკივა. ვიცი ეს ქარი მომიტანს სევდას და , ჯორჯ , უშენობა ისევ ისეთი აუტანელი გახდება როგორც წლების წინ, საბედნიეროდ არ ვგავარ იმ ქალებს ,რომლებიც სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებენ სიყვარულის გამო . მაპატიე ბანალურობა და ის რომ ჩემი ლოკალური ტკივილებითა და გლობალური სიყვარულით , ალბათ, თავი მოგაბეზრე, მივდივარ , ჯორჯ , არ მსურს განვიცადო სრული ფიასკო , ''დავიწყება დამარცხებას ნიშნავს '' და დღეიდან მეც დამარცებულად მიგულე , აღარ ვაპირებ ლექსების ვრცელი ესტაკადებით შენდამი მაძილების შემოკლებას , ეს უკანასკნელი წერილია . ბედნიერებას გისურვებ.
მშვიდობით , ჯორჯ .

მინდა გითხრა რომ


გამოსამშვიდობებელი წერილი ანუ სიტყვები რომლის თქმაც ადრე ვერ შევძელი.
(გ.თ_ს , (სიმბოლურად სახელი ჯორჯ (გიორგი) )



№1  offline მოდერი წითური გოგონა

მომეწონა, თან ძალიან. ჯერ ფოტოები როგორი სასიამოვნოდ დასათვალიერებელი იყო და შემდეგ წარწერები.
მომეწონა!!!
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№2  offline წევრი OnlyGirl

ძალიან ემოციური იყო.. გული დამწყდა.. მაგრამ ყველაფერს კარგს გისურვებ <3

 


№3  offline წევრი Anna)))

OnlyGirl
ძალიან ემოციური იყო.. გული დამწყდა.. მაგრამ ყველაფერს კარგს გისურვებ <3

მადლობა, ჩემო კარგო . შენც ასევე ♥
--------------------
ა.ზეიკიძე

 


№4  offline წევრი mariam m.k

Zalian sayvarloba ?!?!

 


№5 სტუმარი ჯორჯი

მინდა იცოდე რომ სხვა ქალი არასდროს ყოფილა. მინდა ყველა ბედნიერი წამისთვის მადლობა გითხრა რაც შენგან მივიღე, რათქმაუნდა არცერთ წამს არ ვიმსახურებდი. მაგრამ მინდა გითხრა რომ ბედნიერი მხოლოდ შენი არსებობის დროს ვიყავი. ბოდიში რომ გატკინე შენ ყოველთვის სამყაროს ფასი გექნება. ვწუხვარ რომ ასე მწარედ დავმარცხდი. მეტი ძალა მმართებდა ცხოვრებაში. მე ხომ კაცი ვარ კაცი რომელიც ......

შენი ჩემს ცხოვრებაში არსებობის დროს❤❤❤ ბედნიერი ვარ რომ ასეთი გრძნობა მაჩუქე. შენ ჩემი პირადი ანგელოზი იყავი ერთადერთი ნათელი წერტილი ჩემს ცხოვრებაში. ამას ვერ დავივიწყებ.

 


№6 სტუმარი ჯორჯი

იქნებ ოდესმე უბრალოდ ხმა გამაგონო. ნებისმიერი დეტალი მომიყვე.ერთი გოგო კითხულობს ლექსებს ისიც შენი მოსახელეა. როგორღაც შენს ხმას მახსენებს ხოლმე და გულზე ტონობით ლოდი მეკიდება რომ შენი ხმა არ არის. შენი ღიმილი. (აიი ჩემს თავს ვფიცავარ)😊 ამას მხოლოდ შენ გაიგებ იმ შემთხვევაში თუ გახსოვს. იცი კიდევ რას ვიხსენებ ხშირად? იმ კომპლექსა ჭორფლიან მახინჯ ბავშვს რა უქენი. კისერზე და სახეზე რომ მაფარებდი ხელს ქარზეც ვეჭვიანობ რომ გეხებაო. 😏❤ ნუთუ მართლა პატარები ვიყავით თუ ეს ნამდვილად ის ერთადერთი წრფელი ემოცია იყო რომელიც აღარასდროს მეორდება? ნეტავ თუ იცი რამდენად მძიმე იყო ჩემი ყველა სულელური ნაბიჯის გააზრება, რა დავკარგე, რის ფასად და ასე შემდეგ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent