შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შუაღამის მუზა


11-02-2016, 15:08
ავტორი sweetpapper
ნანახია 1 615

13/06/2014
დღეს იუბილარი ვარ,ყოველი დაბადების დღე ჩემში ბედნიერებას იწვევს და ვერ გამიგია სხვების ვინც ამ დღეს მოსაწყენად ატარებს. თუ ბევრი არაფერი, ჩემთვის ის მაინც სიამოვნების მომგვრელია, რომ ამ დღეს ყველა თბილად მეპყრობა და უსაზღვრო სიყვარულს ვგრძნობ, ვგრძნობ იმასაც, რომ მთელი დღე ვფარფატებ ბედნიერების ჰორმონებთან ერთად.
ვფიქრობდი, რომ დაბადების დღეებზე აუცილებლად ხდებოდა სასწაულები, მაგრამ დღეს ყველაზე მეტად ვისგანაც სასწაულებს ველოდი, ის უბრალოდ ვერ მოვა, სკოლაშია, კონცერტისთვის რეპეტიციებს გადის, თუ რაღაც ამგვარი. მაგრამ არაუშავს, მეგობრებიც თავისთავად პატარა სასწაულებია და ამიტომ არ ვიწყენ.
მწვანე კაბის ჩაცმას ვაპირებ, არ ვიცი რატომ, მაგრამ მგონია რომ ადამიანებს ფერები ყველაზე მკვეთრად გამოხატავენ, მეც მგონია რომ მწვანე ჩემი ფერია, სიცოცხლე მწვანე ფერით იწყება, ამიტომაც ვფიქრობ, რომ ფერებით ზოგი ჰგავს ერთმანეთს, ზოგიც კიდე რადიკალურად განსხვავდება.
თეთრი, დაბალძირიანი ფეხსაცმელი შევარჩიე, ცეკვის დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ თავს უფრო კომფორტულად ვიგრნობ.
მშვენიერი ამინდია გარეთ, თბილა. მიხარია, რადგან მეგობრებს არ დააბრკოლებთ ამინდი.
დილიდანვე ვგრძნობ, რომ დღეს ვისაც რა უნდა ვთხოვო, სამყაროს შეძრავს და შემისრულებს.
ქალაქ გარეთ ვიპოვე კარგი რესტორანი, 7 საათისთვის იქ შევიკრიბებით.
მოდიან, მეხუტებიან, მკოცნიან, მლოცავენ, ვუყვარვარ და მიყვარს მეც ისინი. შეთვრნენ, ორმაგად შევუყვარდი, ღიმილს არ ვიშურებ.
მაკლია რაღაც.
წყენას არ ვიმჩნევ "რეპეტიციები ერჩივნა ჩემ თავს, ჰმმ" არც მოულოცავს, გოგონები არ ამტყუნებენ, აუცილებლად აანაზღაურებსო.ვცდილობ აღარ ვიფიქრო და დაველოდო.

**
მობილური რეკავს, უცხო ნომერია, ცოტახანს არ ვპასუხობ, როგორც მჩვევია, ბოლოს შემეშინდა აღარ გამორთოს, ალბათ მოლოცვას აპირებს ვინმე ნათესავი-მეთქი.
-გისმენ? ვეკითხები ცნობისმოყვარე ხმით.
-გილოცავ დაბადების დღეს!
-მადლობა, ვერ გცნობ!
-ყოჩაღ, მეწყინა. დროს როგორ ატარებ?
-ვაიმეე, შენ ხარ? მართლა ვერ გიცანი. ვიცინი, თვალები მიბრწყინავს.
-ხო, მე ვარ. გარეთ გამოდი რა.
***
გზამდე ვიწრო ბილიკი გადის, გავირბინე, მობილური გამითიშა, ახლა სად ვიპოვო. ინტერესით ვიხედები იქეთ-აქეთ, დღეს ამ რესტორანში უამრავი ხალხია, ეზოც მანქანებითაა სავსე, ვეძებ ყველგან და არ ჩანს, ვგრძნობ ყურებში როგორ მესმის გულის ცემა. მარჯვენა მხრიდან რამდენიმე მეტრზე, შავი მერსედესი დაიძრა, თან მის მძღოლს უყვირიან, აქ აღარ გააჩეროო, სხვა მანქანები ვეღარ გავლენო, მძღოლი არ უსმენს, გადმოდის მანქანიდან და ვხედავ გეზს ჩემკენ იღებს, მის ადრენალინს ვგრძნობ, სირბილით მოექანება და გზად საჩუქრის პარკებს ძირს აგდებს. ხელები გაითავისუფლა რადგან უნდა ჩახუტებისგან მთლიანად მიგრძნოს, ემოციას ვერ ვიკავებ და ჩახუტების დროს თვალებს ვხუჭავ. გვიან ვამჩნევ ადამიანების ღიმილნარევ სახეს, მოგვშტერებიან. თითქოს, იმ წამს საქმე ყველას გამოელია და ორი სხეულის შერთვის ამბავს ზეიმობსო.
-გილოცავ დაბადების დღეს!
საჩუქრები გაახსენდა, დაბნეულია, თითქოს პირველად მხედავს, ეტყობა ყველაფერი იერარქიასავით ჰქონდა მომზადებული და ხელი შევუშალე.
საჩუქრებს მაწვდის, მეუბნება, ახლავე გახსენიო, მაგრამ თავს ვიკავებ და განმკიცხავი ტონით ვეუბნები: აკი, დღეს ვერ მოდიოდი, ან მთელი დღე რატომ დაიკარგე, არც მოგილოცავს!?
-ხო ყველაფერი მოგატყუე, დღეს არ მქონდა რეპეტიცია, უბრალოდ მინდოდა, მე არაორდინალური ვყოფილიყავი დღეს, იმიტომ რომ შენ გიყვარს შენი დაბადების დღე და თან ამ დღეს სასწაულებს ელოდები.
-კარგად გამოგივიდა, გამაოცე!
საოცრად კეთილი სახე აქვს,ჩემთან როცაა, თვალის გუგები უფართოვდება, ცისფერ თვალებს, დიდრონი შავი გუგები ცვლის, ამ ცვლილებას თვითონ "ნივთიერებათა ცვლის პროცესს" უწოდებს და თან ნერვები ეშლება, ცისფერი თვალები აღარ მეტყობაო. მხიარული და თან სერიოზულია, მჭერმეტყველიცაა, მაგრამ ზოგჯერ ისე დუმს, თვალებით ატარებს სიბრძნეს.
საჩუქრების შეკვრა მომიტანა, ბოლო ერთი თვეა ცდილობს დამტყუოს რა მიყვარს და რა გამიხარდება, რაც ბანალურად არ მეჩვენება.
-ყოველი საჩუქარი: თითო კოცნა! მეუბნება.
ვუღიმი და რა თქმა უნდა ვასრულებ მის თხოვნას.
თვალებზე აწერია ყველაფერი, ბედნიერია, ჩემზე ბედნიერიც კი.
მანქანისკენ მივყავარ.
-ვერ წამოვალ, მეგობრებს ვერ დავტოვებ!
-კარგი რა! როგორმე გაძლებენ იუბილარის გარეშე ცოტახანს.
თან ისეთი სახით მიყურებს, მეცინება და უარს ვერ ვეუბნები.
ვსხდებით მანქანაში, სიმღერა ირთვება, "Hinder - without you" ამ მშვენიერ დღეს რა დროს პესიმიზმია!
ზღვის მხარეს გადავდივართ.
ქარი სასიამოვნოდ გველამუნება, მანქანიდან გადმოვდივართ, ის ღიღინებს: "ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად ჰგავხარ ზღვას"
მიახლოვდება.
ჩემ პირისპირ დგება, ძალიან ახლოს, წელზე ხელს მხვევს, აუღელვებლად იწყებს მონოლოგს:
-არსებობს წამები, რომლებიც შენს ერთფეროვან ცხოვრებას მთლიანად ცვლის, არსებობს წამები, რომლებიც გინდა რომ უსასრულოდ გაგრძელდეს, ერთადერთი გოგო ხარ, ვისაც არ მინდა რომ ოდესმე ვატკინო, ვისთანაც ვცდილობ ოდნავ უკეთესი გავხდე, ვისაც მინდა საწოლის მეორე ნაწილი გავუყო და სარეცელი გავიყო, ვისშიც ვხედავ მომავალი შვილების დედას, განთიადის ამოსვლა, დაისი, სამყაროს ბრუნვა მინდა შენთან ერთად ვიხილო, ჩემო! ამ წამიდან, აღარ არსებობს სხვა, ჭეშმარიტება ხარ შენ, მარადიულობის თავისთავადი ცნება. ისეთი უმანკო ხარ, მეშინია, მეშინია, შენი უანგარობა ოდესმე გავტეხო. სულ გელოდები, გეძებ, შენს მოლოდინში სუნთქვა მეკვრის, შენ გეკუთვნი, ჩემი ცხოვრების სიყვარული ხარ, ჩემი განწყობა შენს გამომეტყველებაზეა დამოკიდებული, ვერ ვიძინებ, ნეტავ შენთან ერთად გაქცევა შემეძლოს.
მიყვარხარ! ღრმად და მარადიულად!
***
დაბადების დღეებზე აუცილებლად ხდება სასწაულები!
13/06/2015
დღეს ჩემი დაბადების დღეა.
მხოლოდ იმას ვწუხვარ, რომ წელს იგივე ადამიანი ვერ მოახდენს სასწაულებს.
ის არსად წასულა, ხშირად ჩვენივე ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება უბრალოდ შეუძლებელია. ჩემი მარადიული შეცდომა ხარ, ჩემო!
მაპატიე, ოდესმე მაინც მაპატიე, რომ წასვლის ნება მოგეცი.
**
რემარკი არ ვარ მეგობრებო, უბრალოდ, ამ სამყაროში რჩეულთა ხვედრია ბედნიერი დასასრული.



№1  offline წევრი kakulia

მომწოოოოოოონს kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent