ეცადე სიკვდილამდე შეინარჩუნო იმედი
დედაჩემი 21 წლის ასაკში დაიღუპა სიმსივნით.. მაშინ 5 წლის ვიყავი და მითხრეს დედა სამოთხეში წავიდაო. არ ვიცი სამოთხე ქალაქი მეგონა თუ ქვეყანა მაგრამ მახსოვს როგორ ვტიროდი და განვიცდიდი რომ დედამ მიმატოვა და საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა ,ამიტომაც გადაწყვიტეს,რომ უმჯობესი იქნებოდა თუ მეტყოდნენ რომ დედა სიმსივნით გარდაიცვალა . ზედმეტად პატარა ვიყავი იმისთვის რომ გამეაზრებინა რას ნიშნავდა სიკვდილი მაგრამ სიმსივის შიში კი მაშინვე ჩემში ღრმად გაჯდა და ცხოვრების აჩრდილად გადამექცა. რაც დედა გარდაიცვალა ძალიან დავემსგავსე ასეთი მსგავსება ცოტა აუტანელიცაა ხმა და სურნელიც კი იგივე მაქვს ამიტომაც მეშინოდა რომ მასსავით 21 წლის ასაკში სიმსივნე მომიღებდა ბოლოს . არვიცი ჩემმა შიშმა გამოიწვია სიმსივნე თუ ჩემი ალტერ ეგო გრძნობდა მაგრამ ფაქტი მხოლოდ ერთია -კიბო! ამას ვწერ და ტირილის გარდა გამოსავალს ვერ ვხედავ .ჩემი საუკეთესო მეგობრებისთვისაც კი ვერ გავბედე ამის თქმა, მეშინია რომ თუ ხმამაღლა ვიტყვი უფრო მეტად დავიტანჯები . სამაგიეროდ გავბედე მეთქვა ყოფილი შეყვარებულისთვის რომელელზეც უბრალოდ ვგიჟდები და ვიცი რომ ჩემს გვერდით იქნება. მაგრამ საკითხავი ისაა მე მივცემ თუ არა ამის საშვალებას. ზედმეტად ამაყი და აუტანელი ხასიათის მქონე ადამიანი ვარ .ზოგადად რატომ მეგობრობენ ჩემთან იმასაც ვერ ვხვდები . ზოგჯერ მგონია ,რომ მხოლოდ ფიზიკურობა განსაზღვრავს მათ გამოკიდებულებას. ერთი სიტყვით დიდ ხანს ვფიქრობდი როგორ მეშველა საკუთარი თავისთვის და გადავწყვიტე ღამღამობით ტირილი შემეწყვიტა და ვიღაც უცხო ადამიანებისთვის მეთხოვა დახმარება ,სწორედ ეს მჭირდება ყველაზე მეტად - ადამიანები რომლებიც უბრალოდ მომისმენენ. ისიც არვიცი აქ ესეთ ჩანაწერებს საერთოდ თუ კითხულობენ უბრალოდ იმედი მაქვს რომ გამოსავალს სიგარეტის გარდა კიდავ რაგაღაცაში ვიპოვნი
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.