შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული მინდა, რომელიც არასოდეს კვდება!


24-02-2016, 16:37
ავტორი Kristy
ნანახია 2 269

სიყვარული მინდა, რომელიც არასოდეს კვდება!
ვიღაც მინდა, ვისაც ‘ჩემი’ ერქმევა... ვისაც, ვისაც ასე ვუწოდებ და მეცოდინება, რომ მის გარდა არასოდეს არავისთვის მომინდება იგივე წოდების მინიჭება...
ვიღაც მინდა, ვისაც ვენდობი, ვისთანაც ის ვიქნები, ვინც ვარ და ვისაც ასეთი ვეყვარები, გამიგებს და მხარს დამიჭერს... უპირობოდ!
ვიღაც მინდა, ვისთანაც არ შემეშინდება, რომ ერთ დღესაც, დილით მის მკერდზე გაღვიძებული მივხვდები, რომ ჩემი იდილია უკვე აღარ არის იდეალური და მინდა შევცვალო... ვიღაც, ვინც იგივეს არ იფიქრებს ერთ დღესაც ჩემს დანახვაზე...
სიყვარული მინდა... ზღაპრული, ღვთაებრივი სიყვარული, რომელზეც რომანებში დაწერენ... მაგრამ არა იმიტომ, რომ იქ დაწერონ! იმიტომ, რომ მე მქონდეს ცხოვრება სახელად რომანი; რომ ჩვენი ცხოვრება იყოს ერთი დიდი, ბედნიერი, უინტრიგო რომანი...
სიყვარული მინდა, რომელიც არასოდეს გახდება წარსული! სიყვარული, რომელიც არასოდეს ჩაქრება, არ გახდება მოსაწყენი, რომელიც არ გაქრება ჩვენამდე და არ მიგვავიწყებს ბავშვურ, ფერად ოცნებებს, რომლებიც ოდესღაც, ადრეულ წლებში, ჩვენში ცხოვრობდა და იზრდებოდა...
სიყვარული მინდა, რომელსაც ჭაღარა დაამშვენებს, მაგრამ არა მწუხარე და უძლური... სიყვარულის ხანდაზმულობის ჭაღარა მინდა! როცა უყურებ მის შეთეთრებულ წვერს და უცებ ხვდები რა დრო გასულა, გეამაყება დრო - მის გვერდით გატარებული... როცა ხვდები, რომ უკვე აღარც გახსოვს, ბოლოს როდის იყავი მის გარეშე და მაინც თითქოს პირველად ხედავ, თითქოს პირველი წლებია, გინდა მოეხვიო და ყურში თბილად ჩასჩურჩულო, როგორ უზომოდ გიყვარს, როგორ გათბობს მისი ღიმილი და რამდენს ნიშნავს მისი ხმა - შენს სიახლოვეს გაჟღერებული...
სიყვარული მინდა, რომელიც არასოდეს კვდება!



№1 სტუმარი Magda

საოცარია ეს სიყვარული

საოცარი გრძნობაა

 


№2 სტუმარი Gio

ბრწყინვალედ აღწერილი დიდებული გრძნობა. მაგარია

 


№3 სტუმარი Firestorm

სიყვარულის იდეალი დახატე, საოცრებაა

 


№4  offline წევრი kakulia

ძალიან კარგია heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent