სიყვარულმა დეპრესია იცისო
სიყვარულმა დეპრესია იცისო არაფრით სრულიად არაფრით დაიწყო ყველაფერი ყველაფერი რომელიც გავს არაფერს ჩემი სიხარულის,სიბრაზის,სიყვარულისა და დეპრესიის მიზეზი გახდი შენ თავიდან უცხო ამოუცნობი პირი ხო ასე იყო მერე რა რომ ბაღიდან გიცნობ თავიდან მაინც ამოუცნობ ობიექტად მეჩვენებოდი და ახლაც ასეა ზუსტად ასე გაუცხოვდი ჩემთვის როგორც ბაღშ რომელიც არც თუ ისე კარგად მახსოვს თითქოს ჩემთან არაფერი გაკავშირებდა არასდროს თითქოს არც კი მიცნობდი თითქოს სკამი არ გაგვიყვია შუაზე რომ ორივე დავტეულიყავით თითქოს არც გყვარებივარ! ხო მართალია არ გითქვამს რომ გიყვარვარ არც იყო საჭირო და ახლა მაინც ვფიქრობ იქნებ გამოგიგონე გამოგიგონეჩემი ცხოვრების გასალამაზებლად და ერთფეროვნების დასაძლევად რომ სირთულეების დროს გვერდში მყოლოდი რომ ერთად გვეცინა და ის კანფეტი გეჭმია ჩემთვის რომლის გემოც ახლაც თავისუფლად შემიძია გავიხსენი ან შენი კურტკის სითბო რომელმაც მე გამათბო სულით ხორცამდე ხო გამოგიგონე მე მწერალმა უბრალოდ ავიღე კალამი სუფთა ფურცელი და დავწერე დაგწერე შენ ძველი შენ რომელიც ასე ძლიერ მიყვარდა ძველი და არა ახალი უცხო ადამიანებით გარშემორტყმული მგონი გარდაგქმნეს ყველა შენი კარგი თვისება მოკლეს მე რომ ასე მიყვარდა ძველებული ღიმილიც კი წაშალეს მგონი სხვა უფრო მასშტაბური დიდი მწერალი ჩამენაცვლა მე არც ისე გამოორჩეულს შეგცვალეს თავიდან ფეხებამდე ისე რომ მგონი შენც კი მოგწონს ეს ცვლილება ამან იცის დეპრესია (ეს სიტყვა მძულს მაგრამ ხშირად ვიყენებ) იმის დანახვამ თუ როგორ გარდაქმნიან შენს საუკეთესო მეგობარს რობოტად რომელიც სხვის ბრძანებებს ასრულებს იცი ვნანობდი შენს დაკარგვას როგორც მეგობრის. ახლა? ახლა უკვე სიბრაზემ იმატა ჩემს ორგანიზმში და კიბოს უჯრედებივით მოედო ყველაფერს ვბრაზობ მაგრამ თან ახლის შექმნას ვცდილობ ჩემს თავში აღარ გამომდის ჩემი სუფთა ფურცელი მგონი ვიღაცამ მოპარა... უცნობის დღიურებიდან. :) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.