შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნიღბები


2-03-2016, 18:55
ავტორი giorgi avetsvashvili
ნანახია 2 549

ადვილია მოირგო ნიღაბი მაგრამ რთულია შეინარჩუნო ის!
ადამიანები ვარდებიან გაურკვევლობაში, არ იციან საით წავიდნენ რა გზას მიმართონ, რა ქნან? რა იღონონ? თუმცა აქვთ იმედი, რომ მხეცის ნიღბის იქით ბევრს შერჩენია ადამიანური სახე.
რბოდ ქცეული საზოგადოება ნიღბებს ამოფარებია, მიდიან ცხოვრების გზაზე ისე, რომ უკან არ იხედებიან და ნიღბებს არ იხსნიან, არამედ მათ ყოველ წამს იცვლიან.
ვდგავარ, ზღვა საზოგადოებაში, და ვხედავ როგორ აქვთ აფარებული ის ნიღბები, რომლებიც მათ სულსა და შინაგან სამყაროს არ შეეფერებათ, აი თუნდაც ის გოგონა ესკალატორზე, რომ ჩამორბის ცდილობს მისი
მზერა გაავრცელოს ყველაზე და დამონოს მის გარშემო მყოფები, მას შექმნილი აქვს თავისი ისეთი მე, როგორიც უნდა რომ იყოს და არა ისეთი, როგორიც არის!
ადამიანები, ცდილობენ, სხვებს დაანახონ, რომ არიან დიადი სულის, მტკიცე ბუნების და ძლიერები, ამის განხორციელებაში კი მათ წარმოსახვითი ნიღბები ეხმარებათ, არ აქვს მნიშვნელობა ისინი ამ მოჩვენებით
სპექტაკლს სახის მინიკით თუ საქციელით განახორციელებენ, არამედ ისაა მნიშვნელოვანი თუ სადამდე მიიყვანს ცხოვრება მათ ასეთ რთული ქმედებისგან. ალბათ რა ადვილია დავადანაშაულოთ სხვა! მაგრამ ზოგს
უბრალოდ რთული, ცხოვრების ტკივილის ტალღების ცურვისგან აქვთ შექმნილი ნიღაბი, ცდილობენ დაახწიონ თავი ამ სატანჯველს, და გაიკვალონ გზა უკეთესი მომავლისკენ, მათ ამძაფრებთ ის აზრი, რომ ყოველი
დღე ისე გავს ერთმანეთს, როგორც ზღვის წვეთები.
სამყარო სავსეა ნიღბებით, ისინი არ არიან ერთჯერადნი, არამედ მრავალფეროვანნი და მრავალგამოყენებადნი არიან, უბარლოდ ადამიანზეა დამოკიდებული, სწორ ნირაბს აირჩევს თუ არა!
არ არსებობს ადამიანი რომელიც ნიღბით არ ცხოვრობს, არ აქვს მნიშვნელობა, ოჯახის წევრი, მეგობარი თუ უცხო იქნება, როდესაც მას უმტკიცებ ისეთ რამეს რაც არ მომხდარა და შენ არ გაკითებია, ამ დროს ცდილობ
მოირგო ნიღაბი, რომელშიც აცოცხლებ მეორე შენს, ის სრულიად განსხვავებულია შენი პირველი მესგან.
უნიღბოდ რთულია იარო ცხოვრების გზაზე ისე, რომ არ გადაუხვიო არ შეცდე, თუ საზოგადოებას დაანახებ იმ შენს სახეს რაც ხარ, უცოდველს, მშიშარას, უნებისყოფოს ისინი გადაგქელავენ გაგანადგურებენ, წამში
გააქრობენ შენს შინაგან სულიერ პიროვნებას, სწორედ ამის გამოა, რომ ადამიანი ირჩევს ისეთ ნიღაბს რაც მას, ჩამოყალიბებულ, გათონასწორებულს, ძლიერს, მტკიცეს, ამტანს, დაუნდობელს წარმოაჩენს.
სამყაროში წამი უნიღბოდ არ არსებობს, რადგან თვითონ სამყაროსაც ნიღაბი შეუმოსავს და მასში გაუხვევია ყოველი ჩვენგანი,
დღე იწვის და ღამე იწვის ღამე რომელიც ჩემი სულის საძღვარს წვავს, ღამით მზის სხივებში ვიჭრები და ვხვდები ცეცხლის დასასრული,ძვლების მტვერი, ღამით ჩემს სუნთქვას ჭრის, ენას ყლაპავს, ზურგს მაქცევს და ტრიალდება
ღამით ვხედავ დღის განათებულ სიცრუეს, თვალები შეკერილია, თეთრი კბილები იღიმის, ღამეს სძინავს ლაპარაკობს და დროს ინიშნავს, ამ ყველაფრის მერე კი ცდილობ მოირგო ის ნიღაბი, რომელიც შენს გრძნობებს
ხალხში, შენს ამ ფიქრებს სულ სხვანაირად წარმოაჩენს, მაგრამ არავის უფიქრია რა იქნებოდა ყველა, რომ ისე იქცეოდეს როგორებიც არიან, ის აკეთონ რაც სურთ და არა ის რაც მათ ნიღაბს უნდა, იქნებ ნიღაბია
ერთგვარი გზა ბოროტებისკენ, იმეორებდა გოგონა ამ კითხვას რომელსაც თავად არ ესმოდა თუ რას ნიშნავდა ეს, ექსტაზური და მაგიური ცნობიერების გასაღვივებლად, რომელშიც მოქმედებენ ფენომენალური და შეუცნობელი სამყაროები,
ტრადიციული შამანები მიმართავდნენ განსხვავებულ მანტურ მეთოდებს რომელიც მათი სულის ნიღბის დამზადება იყო, არსებობს ერთგვარი სულის ნიღაბი სამყაროში რომელიც ბლოკავს ყოველივე შენს შინაგან აღამავლობის
და დაღმავლობის გრძნობებს, იქნებ უკეთესიც არის არსებობდეს სამყაროში ნიღაბი, თუნდაც იმიტომ, რომ ამ ნიღბების საშუალებით არ არის განა მსოფლიო ასეთი წინ წასული, მათი დახმარების არ არის ბედნიერების წუთები,
ასევე მტკინეულიც, ეს ნიღბები არ არიან სიხარულისგან ცაში რომ აღგვაფრენენ?! დიახ ეს არის, სიყვარულიც ერთგვარი ნიღაბია რომელიც ისე მოგერგება, ისე შემოგეხვევა, რომ მისგან თავს ვეღარასდროს დაიხსნი და
როგორც არ უნდა მოინდომო ვერ მოიხსნი, "სიყვარული აგვამაღლებს ვით ეჟვანი ამას ჟღერენ" მაშ ესეც ნიღბის დამსახურება ყოფილა, უბრალოდ ნიღბები განსხავდებიან ვადებით...
ჩვენ გარშემო ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებიც გვევლინებიან ერთი სახით, მაგრამ შემდეგ დროს გვაჩვენებს მათ ნამდვილ სახეებს, ნიღბების ჩამოხსნა მხოლოდ დროს შეუძლია, დროს რომელიც ყველაფერს ანადგურებს
და წინ ვერაფერი უდგება,
ზოგადი სახეა ადამიანისა, რომელიც რაკი ერთხელ მისწვდება მისთვის მანამდე დაფარულ ჭეშმარიტებას პიროვნული ძლიერებისა,და მონოლითური ბუნების გამო, ბოლომდე ჩახყვება
და გაიცნობიერებს მას, ხოლო შემდეგ შეუდრეკლად მოახდენს მის აქტივაციას, აქედან გამომდინარე მისთვის სახიფათო შედეგების მიუხედავად, ადამიანი ტიტანურ სულიერ ენერგიას ამჟღავნებს, სძლევს რა მისთვისა და მთელი მისი გვარტომისათვის სისხლხორცეულად
გაშინაგნებულ მამაპაპურ ჩვევებსა და რელიგიურ კანონებს. დიახ თუ ერთი ნიღბის მორგება მიანიჭებს ადამიანს თავს ბედნიერად ის მას აღარასდროს მოიხსნის, რადგან მასში დაინახავს ცხოვრებისეულ ჭეშმარიტებას,
ნიღბის გავლენით შეუძლია ადამიანს თავი წარმოაჩინოს საზოგადოების ნებისმიერ ფენაში ისეტად როგორიც სურს, რომ იყოს, ეს კი არამგონია ცუდი იყოს, ხომ შეძლება კარგმა ნიღაბმა აგამაღლოს სულიერად, თუმცა
დღევანდელი საზოგადოების პრობლემააც ისაა, რომ არასწორი გზით, არასწორ ნიღბებს ირჩევენ.
ნიღაბი არის საშუალება წარუდგინო თავი განსაკუთერებულად შენს გვერძე მყოფებს ან დაიმცირო თავი მათ ჭინაშე, ხშირად ადამიანებს მოსწონთ, როდესაც მათ იცოდებენ, მათზე გულის სტკივათ და მათ გამო დარდოებნ
ესეც ერთგვარი ნიღაბია, როდესაც იქცევი ისე თიტქოს ხარ დაუცველი, განადგურებული, და ელი მათგან დახმარებას, ადამიანს ისე შეუზლია მოირგოს მისთვის სასურველი ნირაბი როგორც მსახიობი ირგებს როლს და ანხორციელებს მას.
თუმცა ძნელია ატარო ეს არაჩეული ნიღაბი, ნიღბების ზღვიდან ისე, რომ არ ჩამოგეხეს, ხშირად დასცინიან ბოროტი ნიღბით, რადგანაც ნიღაბში დამალვა მყარი კედელია, ნამდვილი ადამიანური სახის,
ადამიანები ნიღბებს იმიტომ ატარებენ, რომ ფურთხისგან დაიცვან თავი, ესაა მისი საიდუმლო,
ო, არ გამომრჩეს სახე კეთილი,
როგორ შევიცნო პატიოსანი?
მათ გადაწყვიტეს ნიღბის ტარება,
რომ სახე იყოს ქვისგან დაცული.
დიახ, ნამდვილ, წრფელ, კეთილ სახესაც ჭირდება ნიღაბი რათა დაიცვას მისი სინაზე.
არაქვს მნიშვნელობა ნიღაბი როგორია, მთავარი ისაა რომ, მიღაბი ადამიანი დამცველი საშუალებააა ამ ქვეყნად.



№1  offline წევრი kakulia

ძალიან კარგია heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent