შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსიზმრო ღამეები დაიწყება


2-03-2016, 23:14
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 034

ადამიანები ამბობენ,უკან რომ დავბრუნებულიყავი,წარსულში,ყველაფერს იე გავაკეთებდი,როგორც გავაკეთეო.ეს ან ყველაზე დიდი ტყუილია და ან თავის საკუთარ თავზე მოხდენილი ჰიპნოზი.მათი არ მესმის.მგონია,რომ ყოველთვის იქნება ის,რასაც შევცვლიდით,იმისდა მიუხედავად,რა და როგორ გავაკეთეთ.
დრო ძალიან სწრაფად გადის და ყველას გირჩევთ,რომ მაქსიმალურად იცხოვროთ.მაქსიმალურად გააკეთოთ ის,რისი გაკეთებაც საჭიროა,მაქსიმალურად გამოიყენოთ ცხოვრების მიერ მოცემული წამები,წუთები და სააათები,დღეები და კვირები,წლები და ათწლეულები.
გვგონია,რომ ცხოვრება გრძელია,მაგრამ ასე არ არის.ძალიან ვცდებოდი,როცა მეგონა,რომ კიდევ დიდი ხანი მქონდა დარჩენილი,რომ ბევრი რამის შეცვლა შემეძლო,ძალიან ვცდებოდი,ცხოვრება ხომ სიუპრიზებითაა სავსე,ის ხომ ძალიან რთულია,ძალიან რთული და ამავე დროს სავსეა მიჩქმალური რამეებიც.
ადრე საკუთარი დაბადების დღე მხოლოდ იმიტომ არ მიხაროდა,ერთი წელი მემატება და დასასრულისკენ მივექანები-მეთქი,ახლა კი ისიც არ ვიცი,რამდენად მრთელი მივაღწევ იმ დღემზე,ისიც კი არ ვიცი,დამრგვალდება ჩემი ცხოვრების დღეები 19 წლამდე თუ ვერა.არ ვიცი,რადგან ცოტა ხნის წინ გავიგე,რომ ვერ გავაკეთებ იმას,რისი გაკეთებაც მინდოდა.
გული მწყდება,მწყდება გული,რომ ცხოვრების შეცნობას ვერ ვასწრებ.მწყდება გული,რომ მიზნებს ვერ ვაღწევ და ვერც ვუახლოვდები,ამისთვისუბრალოდ დრო არ მაქვს...მინდოდა,საუკუნე მეცხოვა,ახლა კი ვიცი,რომ ორი ათწლეულიც კი არ მარგუნა ღმერთმა თუ ბედმა.
რომ ვთქვა მეშინიაო,ტყუილი იქნება...შევეგუე იმ აზრს,რომ მალე აღარ ვიქნები,შევეგუე იმ აზრს,რომ ცხოვრებას წერტილი დაესმევა,თქვენთვის არა,მაგრამ ჩემთვის კი....
ვიცი,რომ დამივიწყებენ ან რატომ უნდა ვახსოვდე ხალხს?
ყველაზე მეტად მშობლებს დასწყდებათ გული,ალბათ,მე ხომ მათი ნაწილი ვარ,შემდეგ ნათესავები გაიხსენებენ,რომ კარგი ადამიანი ვიყავი,მეტ არაფერს იტყვიან,ალბათ,მერე მეგობრები იტყვიან,რომ ყოველთვის გვერდით ვედექი,კლასელები იტყვიან,რომ კიდევ კარგი სკოლის დროს არ მოვკვდი,თორემ საკონტროლოებსა და ტესტებზე ვინ უშველიდათ..მასწავლებლები იფიქრებენ,ნიჭიერი იყოი...
ბოლოს მაინც ყველას დავავიწყდები..თუმცა,რატომ მიკვირს? მეც ხომ შევეგუე იმ აზრს,რომ მალე აღარ ვიქნები...მალე თეთრ სუდარას გადამაფარებენ და მალე უბრალოდ გავარები,მიწის ნაწილი გავხდები და მერე უბრალოდ გავქრები.
მიმძიმს მაიცნ მიმძიმს..ცხოვრების გაშვებაზე მეტად საკუთარი მიზნებისა და ოცნებების გაშვება მიჭირს...
არ ვიცი,იმ ცხოვრებაში იქნება,თუ არა რამე..არც ის ვიცი,არსებობს,თუ არა იქ რამე და გინდ არსებობდეს ვიცი,რომ ამ ცხოვრებაზე მიმზიდველი და ჩამთრევი არ იქნება...მე ხომ თვრამეტი წელი მითრევდა ეს წუთისოფელი და სულ ახალ-ახალ რამეებს მანახვებდა,იქ,ალბათ,ბედნიერება ტანჯვაა,იქ,ალბათ,მხოლოდ მოჩვენებები დადიან...
ბავშვობაში სიკვდილი წარმომედგინა,როგორც სამუდამო ძილი,ოღონდ უსიზმრებო ძილი..უბრალოდ სიშავეს დავიანხავ,როცა მოვკვდები-მეთქი-ასე ვფიქრობდი...არ ვიცი,იქნებ ასეცაა..რაც უნდა იყოს,მალე გავიგებ,გავიგებ მართალი ვიყავი,თუ არა,მაგრამ,შესაძლოა,ვერც გავიგო,რადგან შესაძლოა ვერაფერი გავარკვიო,შესაძლოა,ცნობიერება სულ გამომეთიშოს...
თუ ვერ გავიგე,ეგეც არაფერი...
არაფერი,რადგან თავს ვიმშიდებ,რომ ცხოვრება უბრალოდ არაფერი ყოფილა...
არაფერი,რადგან ის არაფრისგან შეიქმა,ქარის მოტანილი ქარსვე მიაქვსო..ჰო,არაფერისგან შექმნილი არაფრადვე იქცევა..
ეგ არაფერი...
არაფერი მხოლოდ არაფერს შობს...
და მალე დასასრული იქნება..
გამოჩნდება გვირაბი და სინათლეც გაქრება..გაქრება,რადგან უსიზმრო ღამეები დაიწყება....



№1  offline წევრი N7

ღმერთო...
მითხარი, რომ უბრალოდ ჩანახატია crying
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

N7
ღმერთო...
მითხარი, რომ უბრალოდ ჩანახატია crying

ჰო,ჩანახატია wink

 


№3  offline წევრი kakulia

ვაიმეეეეეეეეეეეეეეეე no_mouth

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent