ხელოვნების ნიმუშები.
უამრავი შიში არსებობს . არც კი ვიცი , მერამდენე ჩანახატში ვწერ ამას . გრძნობები გულის კედლებს ეხეთქებიან და არც კი ვიცი , რისი უნდა მეშინოდეს ; ადამიანის დაკარგვის , მასთან დაახლოების თუ მისი შეყვარების . ჩვენ ხელოვნების ნიმუშები ვართ სხვადასხვა ისტორიებით . ადამიანებს ვერ ვივიწყებთ . უბრალოდ მათ სხვებით ვანაცვლებთ და ასე მეორდება დაუსრულებლად . ზოგჯერ ისეთი ადამიანები გვავსებენ , რომლებიც გვეგონა , რომ ამას ვერ შეძლებდნენ . ნებისმიერ ნარკოტიკზე ძლიერი მიჩვევა იცის ადამიანმა . ერთმანეთზე დამოკიდებულები ვხდებით და ისიც კი არ ვიცით , რამდენი ხანი გაგრძელდება მერყევი მდგომარეობა ჩვენს სხეულში . მე არ მჯერა აკრძალვების . წესების . შავ-თეთრი ადამიანების . მე რწმენას ქაოსში , ხელოვნებაში , მუსიკაში და გრძნობებში ვხედავ . ბედნიერებისაც მჯერა . ჰო , ოღონდ სხვა ადამიანში ნაპოვნი ბედნიერების და არა საკუთარ დანაწევრებულ სულში ნაპოვნი პოზიტივს . წერა გვანთავისუფლებს . ეს ყველამ ვიცით . და ყველას გვაქვს ნათქვამი . ერთხელ მაინც ... გაზაფხულის მოსვლასთან ერთად უამრავი ადამიანის გაყინული გული გალღვა . ზოგს კი უარესად დაეტყო სევდა . უარავინფრობის სევდა , ანდაც მათთან ყოფნით გამოწვეული უბედურება . მე მომწონს საკუთარ ფანტაზიებში დაკარგული ადამიანები . საკუთარ ილუზიებში დარწმუნებული ჰუმანოიდები . ჩვენ მოგვწონს საკუთარ სხეულებზე სხვადასხვა დალურჯებები . ჭრილობები და ტკივილები . ზედმეტ ყურადღებას ვაქცევთ სიზმრებს და სხვისგან მიღებულ სითბოს . ზუსტად არ ვიცი ადამიანები რატომ მიდიან თუ დაბრუნებას აპირებენ . ვერც კი ხვდებიან , რომ აღდგენილი ურთიერთობა არ შეიძლება იყოს რეალური . ადამიანები გვტოვებენ , კედლებზე წარწერები კი - რჩება . თანაც სამუდამოდ . ვერ ავხსნით რატომ ვპატარავებით ნელ-ნელა . ვერც იმას ვუპოვით მიზეზს თუ რატომ გვინდა საკუთარ თავში ჩაკეტვა და ყვირილი . განსაკუთრებით ამოუცნობი რჩება ის ადგილი , სადაც არ ვიცით , რატომ არ შეგვიძლია ადამიანების გვჯეროდეს , როცა ეს ბედნიერებას მოგვიტანს . ბუნდოვანია იმ კითხვაზეც პასუხი , რომელიც გვეკითხება თუ რატომ გვეშინია ბედნიერების . არა , განა მომავალი ტკივილის გვეშინია , რომელიც ამ ბედნიერების გაქრობას მოყვება . ამ ტკივილის არ გვეშინია და მორჩით ილუზიებში ცხოვრებას . ხელოვნების გატეხილი , დამტვრეული , ჩაძირული და მოპარული ნიმუშები ვართ . ჰო , უამრავი შიში არსებობს და იმისიც მჯერა , რომ სადღაც სუნთქავენ ის ადამიანები , რომლებიც გვიპოვიან და იმ ჭაობიდან ამოგვიყვანენ , რომლშიც წლებია ვიძირებით . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.