დედას
დედიკო დედა როგორ მოგმართო? დამიჯერებ არც ეს ვიცი იცი შენზე წერა ყველაზე რთულია? ასე არასდროს არ გამჭირვებია როგორც დღეს... მახსოვს როგორ ამბობდი ყველასთან მინდა მხატვარი შვილი მყავდესო მაგრამ რა ვარ ახლა მე? არაფერი უბრალოდ არაფერი დედა დღეს შენ ჩემს გვერდით ხარ მაგრამ არასდროს გაფასებ იცი რა რთულია როცა შენს ცრემლებს ვუყურებ? მეც მეტირება ხოლმე საშინლად მეტირება მაგრამ შენ ამას ვერასდროს ხედავ ან თუ ხედავ ვამბობ რომ სხვა რაღაც მოხდა ალბად ვერასდროს მივხვდები რამდენს ნიშნავ შენ ჩემთვის რამდენად ძვირფასი ხარ... ერთადერთი შვილი და ასეთი ცუდი? დაუჯერებელია ალბად მაგრამ ასეთი ვარ ყველაზე ცუდი არასდროს გითქვამს რომ გიყვარდი არ მიეკუთვნები იმ დედების კატეგორიას რომელიც ტკბილი სიტყვებით ავსებს ან შვილს ან კიდე ქმარს რთულია ამ ყველაფრის წერა რთულია მე უშენოდ? იმდენად სუსტი ვარ რომ შენს გარეშე ცხოვრება არ შემიძლია ვერასდროს გიყვები რა მჭირს ალბად მეშინია რომ ვერ გამიგებ მაგრამ აბსოლიტურად ყველას ვეუბნები რომ უთხრან დედას ისინი ყველაზე მეტად დაეხმარებიან მათ მე დღეს თექვსმეტი წლის ვარ დღესაც ვერ ვისწავლე შენი ფასი რამდენად მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის ვიცი რომ ამას ვერ ნახავ რომ ვიცოდე რომ ნახავდი დარწმუნებული ვარ ვერ ვიქნებოდი იმდენად ძლიერი რომ ეს წაგეკითხა ან გაგეგო უბრალოდ გეტყვი რომ ისეთი შვილი არასდროს ვყოფილვარ რომელსაც შენ იმსახურებდი ალბად ვერც ვერასდროს გავხდები ისეთი როგორიც გინდოდა რომ ვყოფილიყავი ვიცი რომ ყველაზე საშინელი შვილი ვარ ვიცი რომ მაინც ყოველთვის ჩემს გვერდით იქნები იცი ყოველთვის რაზე ვტიროდი? რომ ვაცნობიერებდი რომ ოდესმე ჩემგან წახვალ უშენოდ არ შემიძლია შენი ჩხუბის გარეშე შენი ყვირილის გარეშე შენი ღიმილის გარეშე არ შემიძლია მაპატიე დედა რომ ისეთი არ ვარ როგორიც გინდოდა ვყოფილიყავი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.