შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დილის ფიქრები


5-03-2016, 11:27
ავტორი ელლ
ნანახია 2 281

ხდება ხოლმე, როცა განსაკუთრებული გრძნობა მეუფლება და თავი ყოვლისშემძლე, საკუთარი ბედის განმკარგავი მგონია. ეს სასიამოვნო გრძნობაა, თუმცა ხანმოკლე. უმეტესწილად კი ჩემი მდგომარეობა მელანქოლიურია. და ჩემდა გასაკვირად, ეს მელანქოლია მხიბლავს. მიზეზი ერთია, დეპრესიის დროს ვგრძნობ , რომ ოდნავ მაინც განვსხვავდები ადამიანებისგან და ფიქრის მაღალ საფეხურზე ვდგავარ.
ეჰ , ადამიანები, მაგრამ სანამ მათ გავაკრიტიკებ თუ განვიკითხავ, ან იქნებ გავლანძღავ კიდეც, საკუთარი თავის მანკიერებებზე უნდა ვისაუბრო.
მე და ეშმაკი ახლობლები ვართ. თუმცა მე ვჯობნი, იმასაც კი არ მოაფიქრდება ის , რასაც მე მოვიფიქრებ ხოლმე. თუმცა ჩემი ცოდვის სფერო ძირითადად გონებით შემოიფარგლება, რადგან ჯერ-ჯერობით ძალა შემრჩენია იმისა, რომ მზაკვრული გეგმების განხორციელების უფლება არ მივსცე საკუთარ თავს.
მოკლედ ცუდი მეგობარი, ცუდი შვილი, ცუდი დედმამიშვილი, ცუდი მოქალაქე და კიდევ ბევრი ასეთი „ცუდი“ ვარ. ამიტომ ზიზღს არა მარტო ადამიანების, არამედ საკუთარი თავის მიმართაც ვგრძნობ. თუმცა ეს დიდი ზიზღი ვერ წონის დიდ ეგოცენტრიზმს, ამიტომ ჩემი თავი თან მიყვარს და თან მძულს, უფრო მეტად, დამიჯერეთ, მიყვარს.
გარშემომყოფები კი მაღიზიანებნ. ზოგჯერ მათი ერთ გუნდად შეკვრის და ხრამში გადაჩეხვის სურვილიც მიჩნდება, მაგრამ ეს ზოგჯერ. ისე ძალიან კეთილი ვარ, რადგან თავ-პირს არ ვუერთიანებ ზოგ-ზოგიერთებს.
აი, არ ვიცი , შეიძლება ლიტერატურის გავლენაა, მაგრამ მათ რომ ვაკვირდები, ზუსტად ვხვდები რას რატომ აკეთბენ, და მათი იდიოტური სახეების მიღმა ყოველთვის ამაზრზენი სანახაობა იმალება.
ერთადერთი მიზეზი მათი გამოთაყვანებულობისა ისაა, რომ ფიქრის უნარი არ შესწევთ, რაც მე გადამეტებულად მჭირს. რომ არა ფიქრი, ამ მშვენიერ სამყაროს ნაგვის გროვად არ აღვიქვამდი, რომ არა ფიქრი ცხოვრების საზრისის უშედეგო ძებნას არ დავიწყებდი, რომ არა ფიქრი მარტოსულობას ვერ ვიგრძნობდი და მონათესავე სულის ძებნაში არ დავიტანჯებოდი.
ზოგადად, ჩემი ნაწერები ზიზღითაა აღსავსე. მაგრამ ყოველთვის კი არ ვფეთქდები ადამიანთ შემხედვარე. აი, დღეს ,მაგალითად, მშვენიერ ხასიათზე ვარ. სკოლას ვაცდენ ,რადგან ისტორიის გაკვეთილი არ ვიცი. დალახვროს ეშმაკმა ვერ ვიტან ისტორიას. შეიძლება მაინტერესებს , მაგრამ ჩემი ტვინის უჯრედები ვერ იმახსოვრებს , ვინ, რა , როდის დალაშქრა.
დილა მშვენიერია , ენერგიით მავსებს, შვრიის ფაფას შევექცევი და გავყურებ მტრედებს , რომლებიც გაურკვეველი მიმართულებით დაფრინავენ. გრანელისგან განსხვავებით არასდროს მდომებია ფრენა. ან შეიძლება ჩემმა გონებამ პირდაპირი მნიშვნელობით ფრენა მოიაზრა ტერენტის სიტყვებში და არა თავისუფლება. რავიცი, ზოგჯერ თავი ჭკვიანი მგონია, მაგრამ ჩემი შესაძლებლობები საპირისპიროზე მეტყველებენ.
თავისუფლებას რაც შეეხება, ეს ერთადერთია, რაც ღმერთთან ატოლებს ადამიანს.
ღმერთზე ლაპარაკს არ დავიწყებ, ან რა აზრი აქვს. ადრე ფანატიკურად მწამდა, თუმცა სულ ახლახანს ჩემი წარმოდგენები რელიგიაზე, სამღვდელოებაზე , უფალზე ნაცარტუტად იქცა, რამაც დაღი დამასვა და ვგონებ ეს უსაშველო დეპრესიაც ამის ბრალია.
საერთოდ , როცა გწამს ყველაფერი მარტივია, თითქოს მიზანი გაქვს ამ ცხოვრებაში, აი, იქ , სამოთხეში მოხვდე. ამგვარი ფიქრები, ჩემი აზრით, სამყაროს უარმყოფელია და გამორიცხავს იმას, რომ ამქვეყნადაც შეიძლება ბედნიერი იყო და სასუფეველი დედამიწაზევე შექმნა.
ჩემთვის ბედნიერება სულიერი სიმშვიდეა. აი, ეს სულიერი სიმშვიდე კი როგორ მოვიპოვო უკვე აღარ ვიცი



№1  offline წევრი ელლ

xixias mnishvneloba ar vici.

 


№2  offline წევრი ელლ

axloblebi ra shuashua ver mivxvdi. Shen dzalian artuleb . Me sityvis ganmarteba gtxove da ara mteli msjelobebis dawyeba. Amitom wesierad verc gavige raa xixia. Dzerski taobis warmomadgeneli var me sheni azrit?

 


№3  offline წევრი ელლ

Iumoris grdznoba ar gamachnia. Me am taobis warmomadgeneli var. Ise eshmaktan dzalian bevri adamiani kontaqtobs, magram amas ver amchneven. Eshmakic pirobitad avige, upro gasagebi rom yopiliyo. Chemtvis eshmaki is uartopiti mxarea, romeluc xshir rig shemtxvevashi mamarcxebs.

 


№4  offline წევრი ელლ

Sulac ar miqmnis problemas . Mec mesmis rom ubralod ixumre. Am shemtxvevashi an me martla ar maqvs iumoris grdznoba, an shen gaxasiatebs ukbilo xumrobebi.
Da sheni azrit chemze boroti xar?

 


№5  offline წევრი ელლ

Albat shen is boroteba xar , romelic yalbi gimilis ukan imaleba. Ogond ar mitxra , rom shenc nigabs atareb

 


№6  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

აჰ, არა, მე ნიღაბს არ ვატარებ, მე თავად ვარ ის ნიღაბი, რომელსაც სხვები ატარებენ, ყალბი ღიმილი ყველაზე დიდი ბოროტებაა და აი ეგ ვარ სწორედ მე

 


№7  offline წევრი ელლ

Gaachnia im gimilis mizans. Swored is mizani gansazgvravs borotebaa tu ara gimili. Ragacnairad mistikashi vardebi mgonia, animeebis zegavlenaa albat. Da sakutari arsbisadmi didi punqciis minichebis

 


№8  offline წევრი ელლ

Tu martalia, mashin kargia

 


№9  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

რატომ არის კარგი?

 


№10  offline წევრი ელლ

თუ ამ რეალურ სამყაროში სახელოვანი ხარ, ესე იგი რაღაცას წარმოადგენ და არა არარაობას. განა ეს კარგი არაა?

 


№11  offline წევრი ელლ

მე არარაობაში სულ სხვა რამ ვიგულისხმე. არარაობა ხარ , როცა ფუნქცია არ გაქვს საკუთარი ნაპოვნი და მიიკლაკნები, უბრალოდ. არარაობა ხარ, როცა შენი არსებობით უარესს უკეთესად ვერ ცვლი და ისიც კი არ იცი რა არის სწორი. აი ესაა არარაობა

 


№12  offline წევრი ელლ

ილია სად ნახე კაცო?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent