შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

stronger


5-03-2016, 17:30
ავტორი tekusia
ნანახია 1 358

და ახლა ,როდესაც თვითმკვლელობამდე ერთი ნაბიკი მიკლია ვებრძვი უშენობას ისევ შენზე წერით.თუმცა უშენობას კი არა უჩემობას უფრო უნდა ვებრძოდე.ჩემს გარშემო გამეფებული ეს უწესრიგო გარემო ,რომელიც აღარც კი მაღიზიანებს სავსეა შენი დატოვებული მოგონებებად ქცეული ნაგვისგან...როგორ გავთავისუფლდე? ამას ,რომ ვერ ვახერხებ ალბათ სწორედ ამიტომ დავსრულდები საკუთარი გრძნობებისაგან სულშეგუდული.ყველაფერი რიგზეა ვწერ უკვე მეათასედ და მაინც არაფერი არაა რიგზე,მე მხოლოდ საკუთარ თავს ვატყუებ და ესეც ვერ გამომდის.ბენდიერია ის ვინც არაფერს გრძნობს.მე მხოლოდ მიყვარდი და სწორედ ეს "მხოლოდ" იყო გაუსაძლისი.რატომ ვქმნი ტრაგედიას უშენობისგან ? საკუთარი თავის დაკარგავზე მეტად რატომ მტკივა არ ვიცი ,მაგრამ ახლა ამ გაზაფხულზე ქუჩას ,რომ უხდებიან ხელიხელჩაკიდებული ,შეყვარებული წყვილები მე ისე მარტო ვარ და ისე მიჭირს სუნთქვა ,როგორც სისხლს ძარღვებში საცობებად ჩაყინულს მოძრაობა.
მანამდე ვუყურე შენ სახეს სანამ არ დავიზეპირე ყოველი უჯრედი,ერთმანეთს შეერთებული კაპილარები და მე რაც ყველაზე მეტად მიყვარს საფეთქლებთან მფეთქავი სიცოცხლის ხაზი,რომელსაც ტუცებს მივადებდი და სიმშვიდეს ვგრძნობდი.რა ხშირად გწერ წერილებს ხანდახან ისეთს პასუხებს ,რომ ვერ მიბრუნებ ,ხომ იცი ,რომ დაბრუნებას მანამ აქვს აზრი სანამ გელიან,მერე გაარაფრებული ადამიანები სიცოცხლეშივე კვდებიან...შენ არ დაბრუნდი ...რომ გაცილებდი ისე მკითხე ხომ დამელოდებიო გაგეხუმრე კიდეც ომში კი არ გიშვებთქო და თურმე შევცდი ზუსტადაც ომში გამიშვიხარ...ბედთან ომში და მივხვდი ვერ გაურბიან ადამაინები ბედისწერას შენ ვეღარ დაბრუნდი.გარშემო სავსეა ყველაფერი და მაინც მე ასე ცარიელი საკუთარი თავისგან უბედობა ,რომ მემკვიდრეობით მერგო ,გენეტიკური კოდივით ჩაიდო ჩემში დღეს დავსრულდები,მაგრამ არა ისე ახლა შენ ,რომ კითხულობ და გგონია.რომ ელი და გულის სიღრმეში ეგოისტურად სიამაყესაც კი გრძნობ.
არაა მასე .შენი ფანტაზია მეტს არც ეყოფა.ჩემი დასრულება იქნება უფრო მეტი ვიდრე სიკვდილი,მე გარდავსხვაფერდები არა ისე შენ ,რომ გადასხვაფერდი სხვა ქვეყანაში და აქაური აღარაფერი დაიტოვე ,არამედ ასე ჩემებურად და გეტყვი ჩემო სანუკვარო მე გარდავიცვალე ჩემში.საკუთარ თავში ,საკუთარ გონებაში,საკუთარ სიყვარულში და ღრმად ვმარხავ ყველაფერს რაც კი დღემდე ყოფილა.მერე ფანჯარასთან სარწეველა სკამზე ჩამოვჯდები ,ნარიყას ხედს გადავხედავ და ყავის ფინჯნით ხელში ვიტყვი,ზუსტადაც ადამიანები ვერ გაურბიან ბედისწერას ეს ჩემი ბედისწერაა და მე მას მივყვები უშენოდ.



№1  offline წევრი kakulia

ძალიან კარგია heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent