შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

3 თვის სიცოცხლე დაგრჩათ, ვწუხვარ!


6-03-2016, 19:29
ავტორი მარრიამმა
ნანახია 1 508

იმედგაცრუებული და ამდენი ტკივილისგან დაღლილი, იმ ქვიშის საათს ვემსგავსები, რომელიც ცარიელია და უკვე დიდი ხანია ქვიშას ელოდება. სრულიად განადგურებულს ახლაც ჩამესმის "თქვენ სისხლის კიბო გაქვთ, ბოლო სტადია. მკურნალობას აზრი არ აქვს, მაქსიმუმ 3 თვის სიცოცხლე დაგრჩათ, ვწუხვარ". ფეხებს სადღაც მივყავარ, მე კი ისიც არ ვიცი, საით გაუწევია. რამდენჯერ მიცდია , ახლა კი, როცა ასე ახლოს ვგრძნობ მას სიცოცხლე მინდა. მინდა კიდევ ერთხელ შევიგრძნო ჩემი ნენეს ჩახუტება, ნიანუს თბილი ლოყების გემო, ჩემი "ზაიჩიკის" ბოტოტა თითების შეხება. სრულიად დაცარიელებული, თვალებს ვახელ და ვხვდები, სამარშრუტო ტაქსების გაჩერებასთან ვარ. ბილეთს ვყიდულობ. მთელი გზა ჩემს დაავადებაზე ვფიქრობ, იქნებ ასე სჯობს? იქნებ, ჩემი მიწიერი ტანჯვა დასასრულს უახლოვდება და იქ მივდივარ, სადაც ჩემი ბავშვობის მეგობრები მელოდებიან? მივდივარ, ოღონდ არა ჩემი ნებით. მძღოლს გაჩერებას ვთხოვ და იქაურ ჰაერს ვისუნთქავ. ხიდზე გადავდივარ და თვალებში ცრემლებჩამდგარი ჩვენს ნათითურებსა და მოგონებებს ვეფერები. მიყვარს აქაურობა და თან მძულს. იმდენი მოგონება მაქვს, ყველა კუნჭულში ცეკვავს რუმბას, ოღონდ წყვილში. მივხვდი, აღარაფერია აქ ჩემი, გარდა ამ მოგონებებისა. ზუსტად სამი თვე, 92 დღეა ჩემს განკარგულებაში. ბევრჯერ უკითხავთ, გინდა შენი გარდაცვალების თარიღი რომ იცოდეო, თან კი, თან არა-მეთქი ვპასუხობდი, ცუდია სიკვდილს რომ ელი, მაგრამ კარგია, იმიტომ რომ ყველაფერს აკეთებ, რასაც სხვა დროს ხვალისთვის გადადებდი-მეთქი. ახლაც ასე ვარ. მიხარია ჩემ გვერდზე რომ აღარ ხარ და აღარც ჩემი სიყვარული გაქვს გულში, ჩემი სხეულისა და სულის გაყრა აღარ გეტკინება იმდენად. მახსოვს, მეუბნებოდი უშენოდ სიცოცხლე არ მინდა, შვილებიც იმიტომ მინდა რომ ჩვენები იქნებიანო. ირონიულია, რომ მიმატოვე. ვიბრძოლებდი, რომ გჭირდებოდე. რომ ვიცოდე, რომ დილოთ მომზადებული ორ ფინჯანი ყავიდან ერთს ისევ შენ დალევ. რომ ვიცოდე ჩემს დიდ სარეცელს აღარ ერქმევა "მარტოობა" და შენთან გავიყოფ. არ მეგონა ასეთი სიყვარული თუ შემეძლებოდა. მე ხომ შენი ბედნიერება მაშინაც გამიხარდა, როცა მისი გამზიარებელი მენარ ვიყავი. და მაინც, მე ვიცი, რომ ყოველ დილით სვამ ყავას, კოვზ-ნახევარი ყავითა და სამ კოვზ-ნახევარი შაქრით. და მაინც, მე ვიცი რომ ჩემი უბადრუკი სიცოცხლე 3 თვეში მიილევა. ფიქრებიდან გამორკვეულმა, შენი სახლის კარი დავლანდე პირისპირ. როგორ მინდოდა, გეგრძნო რომბიქ ვიყავი, კარი გაგეღო და უკანასკნელად მაინც ჩამხუტებოდი. ჰოდა, ახლა ვდგავარ იმ გაჩერებაზე, სადაც ყოველთვის შენთან ერთად ვიდექი და ველოდები მარშრუტს, რომელსაც ყოველთვის ერთად ველოდით. მინდოდა, მარშრუტში ამავალს მაინც მეგრძნო შენი ხელები წელზე და გამეგო სიტყვები: "ჭკვიანად იყავი, რომ ჩახვალ, დამირეკე, გულში მიყვარხარ" . ყველა იმედისაგან დაცლილი ვზივარ ჩემს ოთახში და სიცარიელეს ვგრძნობ, რომელსაც სახელი რომ არ ჰქონდეს, ცარიელი სიმრავლე დავრჩებოდი. ჰოდა, ვზივარ ჩემს ოთახში, ზიზღს ვეწევი და ფილტვები შენი სიყვარულით მევსება.



№1  offline წევრი kakulia

http://www.qwelly.com/group/poetry

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent