შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრების აპორია


12-01-2016, 23:40
ავტორი lizi21
ნანახია 2 208

ცხოვრების აპორია
იქნებ სიცოცხლე ღირს იმისათვის?!
პატარა ბავშვი გეძახდეს მამას
საყვარელ ქალს,რომ ჩააცვამ გულით
თეთრი ვარდივით გაფურჩქნულ კაბას

იქნებ სიცოცხლე ღირს იმისათვის?!
სულით გვიყვარდეს,გულით კი არა
იქნებ ვისწავლოთ ყველას შენდობა,
ვინც მოგვაყენა გულზე იარა

იქნებ სიცოცხლე ღირს იმისათვის?!
ქვეყნად,რომ ნახო ყველა ადგილი
ბროლისფერ ზღვაზე ,ჭაღარა მთებში
ხეტიალით,რომ იყო დაღლილი

იქნებ სიცოცხლე ღირს იმისათვის?!
რომ დავეხმაროთ დამზრალ მათხოვარს
გაყინულ გულში სითბო ავუნთოთ
და დავემსგავსოთ წმინდა მაცხოვარს

ნუთუ სიცოცხლე ღირს სხეულისთვის?
ვისთვის სიმრუშე,ვისთვის დარგია
სიკვდილის შემდეგ ყველა მივხდებით,
რომ ეს სხეულიც ჩალად გვარგია

მე მირჩევნია ვუყვარდე უფალს
ვიდრე სიყალბით ამ მთელ სამყაროს
და გულის გავლით სულამდე,უვალს
ქრისტეს გზას ვგრძნობდე,რომ გამატაროს.
☆ ☆ ☆
ლექსი და ნახატი:გიორგი ქადაგიძე(ქუჩის მდაბიო პოეტი)



ცხოვრების მიზანი კარგად აქვს აღწერილი,მომეწონა

 


№2 სტუმარი იოსები

საინტერესო ლექსია ,ცხოვრების არსის და მიზნის შემაცნობელი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent