შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უშაქრო


7-03-2016, 12:52
ავტორი ფორთოხალი
ნანახია 2 380

შენ უშაქრო ჩაი ხარ. მე - უფრო ტკბილი, ოღონდ ლიმონით.
ვერ გხედავ, მაგრამ ვგრძნობ, როგორ იღვრები ჩემში და ტუჩებზე ძალიან მაგარი, შავი, უშაქრო ჩაის მძაფრ გემოს მიტოვებ, რომელიც თუ არ დაამუღამე, ცუდად გაგხდის.
შენ ჩემი მუღამი ხარ.
ვერ გხედავ, მაგრამ გგრძნობ სისხლში, ნერვებში, ყოველ ამოსუნთქვაში. სუსტ ამოსუნთქვაში. ყველგან ხარ. ჰორიზონტის ყველა მხარეს, ჰაერის ყველა ფენაში, ყველა განზომილებაში, ყველა აგრეგატულ მდგომარეობაში... ყველაფერი ხარ.
ვერ გხედავ, მაგრამ შენს კოცნას ვგრძნობ ყელზე. ჩვენი სიჩუმის მიღმა ერთმანეთს დამთხვეული არეული სუნთქვებით შეკრულ უფორმო მელოდიას ვუსმენ და ვხვდები, სადღაც მაინც ვართ ერთად. შენს ხელებს ვგრძნობ წელზე. შენს ძლიერ და მუდამ თბილ ხელებს და მენანება ჩემი გაყინული ხელებისთვის. შენ კი არ მიშვებ. არ მიშვებ, სანამ ჩემს თითებს ბუნებრივი ფერი არ დაუბრუნდებათ. სიბნელეა ოთახში. მრგვლად დაჭრილ ფორთოხლის ნაჭერში გარედან შემოსული ლამპიონის შუქი აღწევს და ეს უფრო მეტია, ვიდრე სასწაული. საკუთარი ხელით მაჭმევ ფორთოხალს და მის შუშხუნა გემოს შენი თითების გემო დაჰკრავს.
მახრჩობ. მგუდავ. მწამლავ. მკლავ. ორივემ ვიცით ეს. ორივემ და მხოლოდ ჩვენ ორმა. არავინ სხვამ. მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცით, როგორ ვანადგურებთ ერთმანეთს და როგორ ყველაფრად გვიღირს მაინც ერთმანეთი და არაფრად - უერთმანეთობა.
მე შენ არ მიყვარხარ. არ მიყვარხარ. ზიზღს უფრო ჰგავს ეს ბლანტი გრძნობა და მაინც მინდა იყო სადღაც. სადღაც მაინც. შენ კი ყველგან ხარ. ყველა უჯრედში ერთი ნაბიჯით ვცდებით ერთმანეთს და მერე ტკივილამდე ვიწელებით, რომ ერთმანეთს მივწვდეთ იმ მილიმეტრების მანძილზე ათასობით კილომეტრს რომ უტოლდება ზოგჯერ. ჩვენ სხვადასხვა ვართ. კატასტროფულად სხვადასხვა და ვერაფრით ვეგუებით ამას. ძალა აღარ გვაქვს, კედლები ვამტვრიოთ. იოგები აღარ გვაქვს, დაწყვეტამდე რომ ვიყვიროთ, იქნებ როგორმე ხმა მივაწვდინოთ ერთმანეთს. არასდროს ისე ახლოს არ ვყოფილვარ საკუთარ თავთან, როგორც ახლა და არასდროს ისე შორს არ ყოფილხარ ჩემგან, როგორც ახლა. და მაინც მზად ვარ, საკუთარ თავს დავშორდე ოღონდ ვიცოდე, რომ შენც გადმოდგამ თუნდაც ერთ ნაბიჯს. გადმოდგამ, ვიცი.
არ უნდა შევხვედროდით ერთმანეთს. არ უნდა შევხვედროდით იმიტომ, რომ ასეთი ამბები არ უნდა მთავრდებოდეს. არ უნდა ვიმეტებდეთ დასამთავრებლად. აქ კი ყველაფერი დასაწყისშივე დამთავრებულია. დასასრულის შიში აკანკალებს ჩვენს ყოველ შეხებას და გვტკივა მერე. გვტკივა ორივეს თანაბრად. ჰოდა, არ უნდა შევხვედროდით. არ უნდა შეგვყვარებოდა კონიაით შეზავებული ჩაი, წითელი ღვინო და მანდარინი. არ უნდა დაგვეშვა.
უფლებას არ მაძლევ, დავსრულდე. მეუბნები, რომ პირიქით - მე არ გაძლევ ამის უფლებას. ჩვენი კავშირი მიჩვევით არ იწყება და არც მიჩვევით გაგრძელდება. ჩვენ უკეთესი მიზეზი უნდა გვქონდეს.
შენ ჩემი თვალები გიყვარს. მე - შენი ხელები.
შენ ჩემი სიმშვიდე გიყვარს. მე - შენი.
შენ ჩემი თმები გიყვარს. ჩემს თმებს - შენი თითები.
შენ სისწორე ხარ.
შენ სიმყარე ხარ.
შენ სიგიჟეც ხარ.
შენ არ არსებობ.



№1  offline წევრი ელლ

Mdzapria , rogorc imis shegrdzneba rom sulis nachers gaglijaven. Sheni nawerebi cheulebrivi mkitxvelistvis araa gankutvnili. Anu arc chemtvisaa da dawvrilmanebuli sizustit verc vigeb ras wer, tumca garkveulwilad mainc simdzapris shegrdzneba michndeba kitxvisas, es ukve ragacas nishnavs

 


№2  offline მოდერი წითური გოგონა

შენ
იმის
გიჟი ხარ!
და
კიდევ
ჩაის!
ის
არ გიყვარს!
იმიტო რო ეგ სიყავრული არ არის...
ზედმეტად მეტი?
არა, მე არ ვიცი.
ძაან დეგენერატობას ვწერ ახლა!
პროსტა
ამით ბევრი გადმოეცი...
სხვისთვის არა
შენთვის!
სულ შენთვის და
მაინც მოვიხიბლე...
მომეწონა,
განსაკუთრებით

ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი !

და ლიმონიანი ჩაი...
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№3  offline წევრი მოლურჯო

შენ სისწორე ხარ
შენ სიმყარე ხარ
შენ სიგიჟეც ხარ
შენ არ არსებობ
რა უნდა გითხრა? შენც იცი რომ არაჩვეულებრივი ხარ
--------------------
მარიამი

 


№4  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ციტრუსოვანი სიგიჟე შეიძლება დავარქვა ამ განცდას,მჟავე,უშაქრო გრძნობა.ისე ნაცნობია და იმდენად რთულად აღსაქმელი თუ მთელი არსებით არ გრძნობ...

ამ შემთხვევაში დუმილს ვამჯობინებ და ახლა ხელმეორედ წავიკითხავ,რადგან რაღააცეები თავიდან დავინახო...
თეო,შენც ხომ იცი ჩემი დამოკიდებულება ლიმონიან,თანაც უშაქრო ჩაისთან,შენ კი ყველაფრიანი ჩაი მაგემე ახლა.

 


ახალი ისტორიის მოსაძებნად შემოვედი დაშენი ჩანახატი რომ დავინახე თვალები გამინათდა ... მხოლოდ შენს ჩანახატებს ვკითხულებ არვიცი რა უნდა გითხრა , უბრალოდ შენი თითოეული ჩანახატი იმდენად ძლიერი და განსხვავებული არვიცი რას უნდა შევადარო , ალბათ შტორმს ან ქარბორბალას , რომელიც დაუღალავად გითრევს ... სასწაული ხარ ! სასწაულად განსხვავებული და ორიგინალური !
მიყვარს შენ ჩაი !
მიყვარს შენი ფორთოხალი !
მიყვარს შენი 'ქრონიკული შიზოფრენიაც'!
და საერთოდ ზალიან მაგარი ხარ love

 


№6  offline აქტიური მკითხველი grafo

როდესაც შენ ასეთი ჩანახატებით უცებ გამოანათებ ხოლმე, სადაც იმას ამბობ რაც...როგორ ვთქვა,რისი თქმაც მინდა. აი, შენ ხომ იმიტომ წერ რომ რაღაცა და რაღაცა:)))) და აი, მე სულზე მისწრებს ხოლმე ყოველი შენი ასეთი "გამოსვლა" , ზუსტად ისაა რაც მაკლია ხოლმე,რასაც მესამე ვერ გაიგებს და ა.შ. ამისთვის დიდი მადლობა შენ. ყველაზე მეტად შენი ჩანახატები, ხილული სიტყვების უკან რაც იმალება მაგის გამო მიყვარს.

 


№7  offline მოდერი nicol

გამოჯანნრთელებას და დაბრუნებას გილოცავ ♥♥♥
--------------------
თინა ნიკოლ

 


№8 წევრი Archive

ხოო.... შენ არ არსებობ ზუსტად

 


№9  offline ახალბედა მწერალი lullaby

შუშხუნა გემო.
აგრძელებ ჟრუანტელის მოგვრას.

 


№10  offline წევრი ფორთოხალი

.... ...
Mdzapria , rogorc imis shegrdzneba rom sulis nachers gaglijaven. Sheni nawerebi cheulebrivi mkitxvelistvis araa gankutvnili. Anu arc chemtvisaa da dawvrilmanebuli sizustit verc vigeb ras wer, tumca garkveulwilad mainc simdzapris shegrdzneba michndeba kitxvisas, es ukve ragacas nishnavs

ნორმალურად მეც არ ვიცი, რას და რატომ ვწერ, სოუ, ეგ არ არის პრობლემა. :)) მადლობა დიდი <3

გაზაფხულის გოგო
ახალი ისტორიის მოსაძებნად შემოვედი დაშენი ჩანახატი რომ დავინახე თვალები გამინათდა ... მხოლოდ შენს ჩანახატებს ვკითხულებ არვიცი რა უნდა გითხრა , უბრალოდ შენი თითოეული ჩანახატი იმდენად ძლიერი და განსხვავებული არვიცი რას უნდა შევადარო , ალბათ შტორმს ან ქარბორბალას , რომელიც დაუღალავად გითრევს ... სასწაული ხარ ! სასწაულად განსხვავებული და ორიგინალური !
მიყვარს შენ ჩაი !
მიყვარს შენი ფორთოხალი !
მიყვარს შენი 'ქრონიკული შიზოფრენიაც'!
და საერთოდ ზალიან მაგარი ხარ love

რა ვქნა, ეგოისტი, თავში ავარდნილი დეგენერატი ვარ, მაგრამ განუზომლად ამაყი ვარ, ასეთ კომენტარებს რომ ვკითხულობ. :) <3

სევდიანი გიჟი
შენ სისწორე ხარ
შენ სიმყარე ხარ
შენ სიგიჟეც ხარ
შენ არ არსებობ
რა უნდა გითხრა? შენც იცი რომ არაჩვეულებრივი ხარ

შეიძლება. :)) მადლობა, ჩემო კარგო.

ლორელაი
ციტრუსოვანი სიგიჟე შეიძლება დავარქვა ამ განცდას,მჟავე,უშაქრო გრძნობა.ისე ნაცნობია და იმდენად რთულად აღსაქმელი თუ მთელი არსებით არ გრძნობ...

ამ შემთხვევაში დუმილს ვამჯობინებ და ახლა ხელმეორედ წავიკითხავ,რადგან რაღააცეები თავიდან დავინახო...
თეო,შენც ხომ იცი ჩემი დამოკიდებულება ლიმონიან,თანაც უშაქრო ჩაისთან,შენ კი ყველაფრიანი ჩაი მაგემე ახლა.

ბევრ ლიმონიან ჩაის გისურვებ მე შენ <3

Archive
ხოო.... შენ არ არსებობ ზუსტად

:))))))))))

nicol
გამოჯანნრთელებას და დაბრუნებას გილოცავ ♥♥♥

მეღსი ბოკუ :33

lullaby
შუშხუნა გემო.
აგრძელებ ჟრუანტელის მოგვრას.

მომენატრე, ვანილიანო <3

 


№11  offline წევრი NA NO

გავთბი...გავვარდი რაღაც სხვა სამყაროში, რომელსაც მართლაც არ ვიციი რა ჰქვია.... შენ სულ უნდა წერო და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დადო კალამი გვერძე.... :*

 


№12  offline წევრი SUNNY

მგონი ცოტა გიჟი ხარ))
მიყვარხარ.

 


№13  offline წევრი kakulia

კაარგიააააააააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent