ფსიქოლოგის ჩანახატი იმ საზოგადოებაზე, რომლისთვისაც ყველაფერი სირცხვილია
ამ ფაქიზმა გოგონამ ჩემი ოფისის ზღურბლზე გადმოაბიჯა უცებ გაიხადა ქურთუკი და დაჯდა საწინააღმდეგო მხარეს. საოცრად ღრმა თვალები და მარმარილოსავით კანი შევამჩნიე… ვხედავ როგორ ნერვიულობს, უკანკალებს ხმა, ხშირად ისწორებს თმებს და აწვალებს ღილს პერანგზე. მიჩვეული არ არის დახმარების თხოვნას, არც საკუთარ თავზე ლაპარაკს და წუხილის გაზიარებას, არც იმის განხილვას, რაც აინტერესებს. თავისებურებათა ეს პაკეტი გამოჰყვა ოჯახიდან, წრიდან, გვარიდან. ასე ცხოვრობდა დედა, ასე გაიზარდა ბებია. თაობიდან თაობას მოჰყვებოდა როგორც ოჯახური საგანძური ეს ქალური მოკრძალება, მოქნილობა, ადაპტირების უნარი… უნარი შეეგუო, მოხვიდე შესაბამისობაში, იყო კარგი გოგო… ის არც მოვიდოდა ჩემთან რომ არა ავადმყოფობა… და ის, რომ პირადი ურთიერთობები არ ეწყობა. დანარჩენს ყველაფერს ის შეეგუა და დანებდა. მაგალითად იმას, რომ ყველაფერი უნდა დაფარო, არ გამოხატო… ფიქრები, შეგრძნებები, ემოციები… იგი იმდენი ხანია ყველაფერს აკონტროლებს და მუდმივად ფიქრობს სხვებზე, რომ უკვე თავადაც არ აქვს წარმოდგენა რა ეკუთვნის მას და და არა… გრძნობს, რომ მის შინაგან სამყაროში ბევრი რამეა თავმოყრილი ამ ბევრში კი ძალიან რთულია გაერკვე რა კარგია და რა ცუდი, რა საჭიროა და რა ზედმეტია, რა ილაპარაკო და სად გაჩუმდე, როდის იტირო და რაზე გაიცინო… დაიღალა მუდმივი თვითკონტროლით და იმ შინაგანი ზედამხედველით, რომელსაც სულ აქვს რაღაც სათქმელი. რომელსაც შეხედულებები და აზრები ძალიან სწრაფად ეცვლება – ზიზღი, სიძულვილი, განგაში… მუდმივი არის მხოლოდ სირცხვილი შეგრძნება. სკანდალი, ყვირლი, მოთხოვნა სირცხვილია… ილაპარაკო იმაზე რაც გაწუხებს, რაც გიხარია, რაც გაინტერესებს სირცხვილია, თქვა რასაც არ ეთანხმები სირცხვილია… რაიმეს თხოვნა ცუდია და სირცხვილია… იყო გაუთხოვარი სირცხვილია… გქონდეს ურთიერთობა საყვარელ მამაკაცთან ქორწინების გარეშე სირცხვილია… თუ ურთიერთობა არ გაქვს ესეც სირცხვილია. არ გყავდეს შვილები სირცხვილია, გყავდეს შვილები ქმრის გარეშე სირცხვილია… უმაღლესი განათლების გარეშე რომ დარჩე სირცხვილია… ისეთ წრეში ყოფნაც, რომელიც რაღაც სტანდარტებს არ შეესაბამება სირცხვილია… რაღაცის ცოდნაც სირცხვილია, როცა სხვებმა არ იციან… და არცოდნაც სირცხვილია… რაც არ უნდა იფიქრო და თქვა ნებისმიერ მომენტში შეიძლება გახდეს სირცხვილის მიზეზი… როგორც ჩანს არ სჭირდება მის გარემოცვას ისეთი, როგორიც არის… რადგან სინამდვილეში ისეთი როგორიც არის ბევრ საფრთხეს მოიცავს… როგორიც არის ისეთს არ შეიძლება უთანაგრძნო… არ შეიძლება მისცე უფლება იყოს ისეთი, როგორიც არის. არ შეიძლება მისცე უფლება საკუთარი წრის ქალური ნაწილს ხელი შეუშალოს, არც მამაკაცურს… მათ ასე აწყობთ, ისინი ასე უფრო უკეთ გრძნობენ თავს — არ ხვდებიან საკუთარ თავს, არ უსწორებენ თვალს საკუთარ სურვილებს, საერთოდაც ვერ ამჩნევენ ვინ არიან. მათ ასეთი კანონები აქვთ, მხოლოდ ასეთი სიყვარული შეუძლიათ… მგონი ვხვდები რატომ მოვიდა ჩემთან – მოვიდა სუფთა ჰაერისთვის და საკუთარი უფლებისთვის იყოს თავისუფალი… ვნერვიულობ და ცოტა მეშინია. ჩემმა გარემოცვამაც ჯერ კიდევ ვერ მოახერხა ჩემი საკუთარი გაქცევის დავიწყება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.