მზისსხივისფერთვალება გოგონას
ჩანაჯღაბნი ოდნავ თბილი მზისსხივისფერთვალება ჩემო სამყაროს დასაწყისო, ჩითის მოკლე კაბითა და ლიმნისფერი გრძელი ნაწნავებით, შენს ერთ ღიმილში თვალდახუჭული გავცვლი მთელს ქვეყნიერებას. შენით იწყება ჩემი ყოველი ბანალური დღე და მხოლოდ შენ აძლევ მათ ფერადოვნებას , მზისსხივისფერთვალება პატარა გოგონა, მზის გულზე დამწიფებული მოცხრის ფერი ტუჩებითა და მკრთალი ვარდისფერი ლოყებით. შენი ტკბილი ხმის მოსმენა მმატებს ძალას ,რომ შევძლო და კვლავ ვიბრძოლო ყველა უკუღმართობის, ყველა წიაღსვლის წინააღმდეგ. შენ ხარ ჩემში ყველა სიკეთის დასაბამი და გზები, რომლებიც შენამდე არ მოდიან, ჩემთვის უფსკრულების ტოლფასია. მე შემიძლია შეუსვენებლად მოვიარო მთელი ეს ქვეყანა თუკი მეცოდინება ,რომ გადაქანცული შენს ერთ თბილ ჩახუტებას დავიმსახურებ. არ შემიძლია ვსაუნრობდე და შენზე არ ვფიქრობდე, ვწერდე და შენზე არ ვფიქრობდე, ვხატავდე და შენზე არ ვფიქრობდე. უშენოდ განვლილი დღეები ღამეებს ჰგავდნენ , მთვარის და დალევის გარეშე გათენებულებს , არაფრისმომცემებს, არაფრის წამრთმევებს. შენი შეხებისას ვცილდები სიგიჟის დადგენილ ყველა ჰორიზონტს და სადღაც ,უსასრულო გალაკტიკაში ვხვდები, სადაც ხარ შენ, მე და ჩვენს სუნთქვას შორის არსებული მილიმეტრები. შენი ატმის ყვავილების მსგავსი სურნელი ჭკუიდან მშლის , ყველა ნერირონამდე აღწევს . მზისსხივისფერთვალება პატარა გოგონა, მე შენ მიყვარხარ. მე ხშირად ვოცნებობ, მთაში ტყისა და მდინარის პირას ,პატარა ხის სახლის ქონაზე, საიდანაც ყოველ დილით შენი მზრუნველი მზერა და ივლისის წვიმასავით თბილი კოცნა გამაცილებდა, საღამოს კი შინ დაბრუნებულს შენი ჩახუტება , შენი გაღიმება მაგრძნობინებდა რომ ჩვენს სახლში ვარ. ჩემი სახლი სწორედ ისაა, რომელშიც შენი მშვიდი სუნთქვა ახლადდამდგარი გაზაფხულის სიოსავით დაიარება ოთახებიდან ოთახებში. მაისის ბოლოსკენ კი ოდნავ მომრგვალებული მუცლითა და გაბუსხული სახით მომთხოვდი შოკოლადს, ბოლოს კი მოწვდილ სასუსნავზე უარს მეტყოდი და უმიზეზოდ მომუწავდი ტუჩებს. მე შენი მხრების ჰორიზონტს დავადებდი თბილ ხელისგულებს და ფრთხილად მიგიზიდავდი ჩემი გულისკენ. ივნისის თვეში მე მინდვრის ყვავილებს მოგიტანდი და დაგიწნიდი გვირილების გვირგვინს, რომელიც შენს მბზინავ თმას საოცრად მოუხდებოდა. შემდეგ მოვიდოდი შუბლზე ფრთხილად გაკოცებდი,გვერდით მოგიჯდებოდი და გაფაციცებით მოვუსმენდი შენც სხეულში მფეთქავ მეორე გულს, რომელსაც ერთი სული ექნებოდა როდის მომიჭერდა პაწაწინა თითებს საჩვენებელ თითზე . შემოდგომის მწველი მზის ქვეშ დაიბადებოდა ახალი სიცოცხლე მამიკოსფერი თვალებითა და დედიკოს მსგავსი ღიმილით, ლოყაზე პატარა ჩაღრმავებებს რომ ტოვებს. შენ სიხარულის ცრემლებით იტირებდი, მე კი მოგართმევდი საღამოგამოვლილ , პეპლებნაფერებ ნამიან ყვავილებს და ფრთხილად მოგეფერებოდი გაშლილ თმებზე .ჩვენი შვილი ჩვენს ოთახში დაიძინებდა და ყოველი გათენებისას გავიყვანდით გარეთ, რათა ერთ-ერთ სასწაულს -მზის ამოსვლას შესწრებოდა და მიმხვდარიყო ,რომ სასწაულები ყოველი ფეხის ნაბიჯზეა , ყოველი თვალის დახამხამებისას . ის აკისკისდებოდა და მე ვიქნებოდი ყველაზე ბედნიერი ადამიანი, რომლის ფილტვებშიც შენი და მისი სურნელი იტრიალებდა ჰაერის ნაცვლად ... მზისსხივისფერთვალება ჩემო პატარა გოგონა.. მე ვიცი ,რომ ყოველ ღამით შენ ხედავ ფერად სიზმრებს ჩემზე და აწყობ საბავშვო კონსტრუქციებივით მრავალფერ ოცნებებს ჩვენი მომავლის შესახებ, ბოლოს ლამაზ თითებს თვალებთან მიიტან და ჩაგუბებულ ცრემლებს ლოყებისკენ კალაპოტს გაუკვალავ. შენ იცი, ის რაც გულით გინდა აუცილებლად აგიხდება და მე შევძლებ რომ შენს პაწაწინა სახეზე ღიმილები თავისუფლებაზე შეყვარებული პეპლებივით დათარეშობდნენ. მზისსხივისფერთვალება ჩემო სამყაროს დასაწყისო, მე შენ მოყვარხარ . ა.ზეიკიძე 18.03.16 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.