რა არის მუსიკა შენთვის?
ადამიანი ყოველთვის მიისწრაფვის რთულისკენ და ყურადღებიდან რჩება მარტივი საკითხები, რომლებსაც მნიშვნელოვნად არასდროს თვლის. ყოველთვის ვცდილობთ ვიხმაროთ მაღალფარდოვანი სიტყვები, ვცდილობთ ისინი ვიყოთ, ვინც სინამდვილეში არ ვართ...დაუსრულებლივ ვთამაშობთ დაუწერელ როლს და საქმე საქმეზე რომ მიდგება მარტივი საკითხების გადაჭრა აღარ შეგვიძლია... სამაგიეროდ ოდესღაც ჩანერგილი პატივმოყვარეობა დაკმაყოფილებული გვაქვს და ჩვენს სინდისის ქენჯნას საპატიო მიზეზით ვახშობთ და ვამართლებთ ჩვენს უმეცრებას იმით, რომ რთული საკითხების გადაჭრით ვიყავით დაკავებულნი. დიადი საქმეებით, რომლებიც სრულიად გააბათილებენ მარტივთ და არამნიშვნელოვანთ, მაგრამ ყოველივე ამით როდი მთავრდება?! სიმარტივე ცხოვრების თანდაყოლილი თვისებაა, უბრალოდ ჩვენ გვიყვარს მისი გართულება. როგორ ფიქრობთ არის თუ არა მუსიკა მარტივი ცნება? ის მარტივია იმისთვის, ვისაც ის ესმის. რთულია იმისთვის, ვინც მას ვერ იგებს. ის ხომ ყველგანაა, უბრალოდ საკმარისია მას ყური დავუგდოთ. ზოგისთვის მუსიკა ჰობია, ზოგისთვის მოდა, ზოგისთვის კი სიცოცხლის და შთაგონების წყარო. რა არის მუსიკა შენთვის? ნუთუ არ ყოფილა შემთხვევები, როდესაც მუსიკას მდგომარეობიდან გამოუყვანიხართ სწორედ იმ დროს, როდესაც არაფერს უშველია თქვენთვის და ბოლო გზა მხოლოდ მუსიკა ყოფილა?! თუ თქვენ ნაპოვნი გაქვთ თქვენი მუსიკა, დამიჯერეთ თქვენზე ბედნიერი ადამიანი არ არსებობს ამ ქვეყნად .. ნანუკა (ჩანაწერი მცირედი შემოკლებით) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.