5 ყველაზე რთული ზოდიაქოს ნიშანი. მათთან მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ ურთიერთობა!
12 ზოდიაქოს ნიშნებს შორის არსებობს ხუთი ყველაზე პრობლემური წარმომადგენელი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი არასასიამოვნო ადამიანები არიან – უბრალოდ, ჰოროსკოპის ეს ნიშნები იმდენად სპეციფიკური ბუნებისანი არიან, რომ მათთან ურთიერთობა მარტივი არ არის. ზოდიაქოს ყველაზე რთული ნიშნები 1. ვერძი ვერძი მოულოდნელი ქმედებებით არის აღსავსე. ის ხშირად ექცევა წამიერი ემოციების ქვეშ. მკვახე სიტყვები და მოულოდნელი გადაწყვეტილებები თქვენი ცხოვრების თანმდევი იქნება, თუკი ვერძთან გაქვთ საქმე. 2. მერწყული ის, რის გამოც ბევრი ვერ იტანს მერწყულს, არის ამ ნიშნის წარმომადგენლის საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენა. მერწყული ამას არასოდეს აღიარებს, მაგრამ ყოველთვის თვლის საკუთარ თავს სხვაზე უკეთესად, ეს კი მათ ქცევებზე განსაკუთრებულ კვალს აჩნევს. კატეგორიულობა და დესპოტიზმი – მერწყულის საშინელი თვისებებია. 3. ტყუპი ტყუპმა თავადაც კარგად იცის, რაშია მისი პრობლემა: მისთვის რთულია გაჩუმდეს. ტყუპი ყველგან ცდილობს თავის გამოჩენას და ამ მცდელობაში შესაძლოა სისულელეებიც ჩაიდინოს. ყველაზე კრიტიკულ მომენტში მას შეუძლია გამოიჩინოს ენითაუწერელი სისასტიკე. იშვიათ ადამიანს შეუძლია აიტანოს ეს ყოველივე. 4. თხის რქა კუროებისა და ვერძების სიჯიუტის შესახებ ყველამ იცის, მაგრამ თხის რქებს ამ სიაში იშვიათად ახვედრებენ. არადა, მათი გამძლეობა შოკისმომგვრელია! ყველაზე სულელურ რამესაც დაიცავს სიცოცხლის ფასად მხოლოდ იმიტომ, რომ დაამტკიცოს: ის მართალია. და ის ყოველთვის მართალი იქნება. თხის რქა ხშირად მარტოხელაა – მისი ხასიათის თავისებურებები ადამიანებს აფრთხობს. 5. მორიელი ვინც არ უნდა იყო მორიელისთვის, ის მაინც ყოველთვის იმას გაგრძნობინებს, რომ შენი უფროსია. რატომღაც მორიელი ადამიანებთან ისეთ ურთიერთობებს ამყარებს, რომელიც მას მთავარის, წამყვანის როლს აკისრებს. და თუკი მორიელს ვინმე არ დაემორჩილება, ამის ფასი ნამდვილად დიდი იქნება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.