შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასაწყისი და დასასრული


21-03-2016, 06:05
ავტორი shemiyvare
ნანახია 2 551

ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული-სიყვარულსაც და სიძულვილსაც, ბედნიერებასაც და უბედურებასაც, სიცოცხლესაც და სიკვდილსაც, დიახ სიკვდილსაც. თუმცა ეს ყველაფერი ისეა ერთმანეთზე აწყობილი, რომ გვიჭირს ვთქვათ სად დაიწყო და სად დამთავრდა, რა დაიწყო და რა დასრულდა, ამას ალბათ ვგრძნობთ. ერთადერთი რისი დასასრულიც ყველამ ძალიან კარგად, დაზუსტებით ვიცით ეს სიცოცხლის დასასრულია. ის, რაც ყველას გვაშინებს, ან გვახარებს, იმედს გვიკარგავს და გვაძლევს. აქედან გამომდინარე ცუდსაც ჰქონია კარგი მხარე.

რამდენად პარადოქსიულია ჩვენი ცხოვრება და რამდენად მრავალფეროვანნი ვართ ჩვენ, ადამიანები. მაშინ, როდესაც ვიღაც ტირის ჩვენ ვიცინით, ვიღაც გლოვობს ჩვენ ვზეიმობთ, რაღაც მთავრდება, ჩვენთან კი იწყება, ვიღაცა შავს იცვავს, ვიღაცა თეთრს ისხამს და ასე ბოლომდე, სანამ ჩვენც არ ჩავიცვამთ შავს, ჩვენც არ ვიგლოვებთ და ვიტირებთ, სანამ ჩვენთანაც არ დამთავრდება რაღაც. და მხოლოდ ამ მომენტში გავუგებთ მას, ვინც როდესღაც ჩვენ გვერდით შეიმოსა ძაძით. მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენც გვეტკინება გავუგებთ სნეულს, მაგრამ ახლა სინანული და დახმარება გვიანი იქნება, თუმცა შეიძლება არც იყოს საჭირო.

ასე შეიცვლება სიუჟეტები ჩვენს ცხოვრებაში, სპონტანურად თუ დაგეგმილად. ასე შეიცვლება ჩვენი გული და სული,მიზანი და შედეგი, მაგრამ როდესაც ვიგრძნობთ რომ ბოლო წერტილი უნდა დავსვათ და გადავხედოთ ჩვენი ცხოვრების გზას, მივხვდებით რომ კვლავ ის პატარა ბავშვები ვართ, რომლებიც პატარა, სულ პატარა მიზეზითაც კი ხარობდნენ და სულ უბრალო, გაუცნობიერებელი საბაბითაც კი ტიროდნენ. ბოლოს კი, სულ ბოლოს ვიგრძნობთ რომ ის ტკივილი და სიხარულ რაც ადრე, ძალიან ადრე გვქონდა ჯერ კიდევ არ გაგვნელებია. ის შეხედულებები, რომლებიც პატარა ბავშვებს გვქონდა ჯერ კიდევ ინახება ჩვენს ტვინში. ის გულწრფელი გრძნობები, რომლებიც ჩვენი ბავშვობის ნაწილი იყო ჯერ კიდევ ინახება სადღაც, გულის კუნჭულში, მაგრამ მაინც. მხოლოდ ახლა სიცოცხლის და სიკვდილის გზაგასაყარზე ვიგრძნობთ, რომ კვლავ ის მიამიტი პატარა გოგო-ბიჭები ვართ, რომლებმაც ბევრი რამ ვნახეთ და განვიცადეთ, ცოდნაც შევიძინეთ, მივაღწიეთ და დავკარგეთ, გავიმარჯვეთ და დავმარცხდით, მაგრამ მაინც, მაინც იმ გულუბრყვილო ბავშვებად დავრჩით, რომლებსაც ოცნებების ამხდენელი თოვლის ბაბუის გვჯეროდა. და ახლაც ამ თოვლის ბაბუას ველოდებით, რომელიც სიცოცხლის ვიზას მოგვცემს, თუმცა ახლა ვხვდებით, რომ ზოგჯერ ამ უნაკლო თოვლის ბაბუებსაც აგვიანდებათ, მაგრამ არა იმიტომ რომ არ ვუყვარვართ ან ჩვენი ბედნიერება არ უნდათ, არამედ იმიტომ რომ ჩვენ ვიღაც სხვას უნდა დავუთმოთ სიცოცხლე. სიცოცხლე, რომელმაც ბევრი გვტანჯა, მაგრამ მაინც ასე ტკბილი და თბილია…

ანი გიგაშვილი



№1  offline წევრი kakulia

ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent