შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნიკო. ესეიგი სიყვარული ჩემს ენაზე.


25-03-2016, 13:00
ავტორი alexdelarge
ნანახია 1 736

ყველაფერი იქედან დაიწყო, რომ ვერც კი მივხვდი, როდის დაიწყო ყველაფერი.
შენ არ შეგეძლო დაგენახა ჭინკები ჩემს თვალებში, მაშინაც კი, როდესაც უსიცოცოხლო გამომეტყველება მქონდა, ან ვყვიროდი..როდესაც ვტიროდი ან მაჯებზე ვიტყობდი ყოველ დღეს - „უშენო“.
შენ არ იცოდი, რომ მე ვიყავი თევზი, რომელიც ვერ დაეტია აკვარიუმებში, მდინარეებში, ზვებში, ოკეანეებში და შეძლო, მოთავსდა შენში.
შენ დღესაც არ იცი, რომ გამოვამტვრიე ყველა გალიის კლიტე, გადავუფრინე ცხრა მთას, ცხრა ზღვას, გავარღვიე ატმოსფერო და ვფრთხიალებ შენში.
მინდოდა დამეწერა შენზე და უსასრულობაზე ვწერდი.
მინდოდა დამეხატე შენ და ვხატავდი მკვდარ მცენარეებს.
მინდოდა ისე მყვარებოდი, როგორც არავის არავინ და მთელს ჩემს უსაზღვრო სამყაროს გასუნთქებდი შენ,უარაფრო ჰაერით მოწამლულს.
მე გადაგყვებოდი კიდეც, თუ დავინახავდი, რომ რამეში გჭირდებოდი.
შენ არ გტოვებდა თვითმკვლელობის სურვილი და საკუთარ თავს ჭამდი.ჭამდი და აღებინებდი მიწას.
შენ არასდროს გიფიქრია, რომ ვიღაცისთვის შეუფასებელი იქნებოდი. მე ვყლაპავდი ამ შენს სიტყვებს, ისინი მიწვავდნენ ყელს და ამ დროს, მინდოდა დამეკარგა ორივე ხელი, რომელსაც შენსკენ ჩასახუტებლად ვიშვერდი.
ხმის ჩაწყდომამდე ვუყვიროდი სივრცეს შენს სახელს.
სიმშვიდე,მხოლოდ სიმშვიდე გსურდა და მე არ გაძლევდი საშუალებას კბილებით დაგეგლიჯა საკუთარი ნერვები.
მიყვარდა შენი არანორმალური სიარულის მანერა,ათასებში რომ გამოგარჩევდა და შენი საუბარი, რომლის ნახევარი ჩემთვის გაურკვეველი იყო, რადგან ყოველთვის, როცა რაღაცას ამბობდი, მინდოდა მეცეკვა, შემექმნა მუსიკა და ავყოლოდი შენი ხმის ტემბრს.
მიყვარდა შენი დაღლილი თვალები და ვნატრობდი მათში გამომემწყვდია ყველაფერი, რაც გამაჩნდა. მინდოდა ერთხელ მაინც მეკოცნა მათთვის.
შენ არ ინებე ყოფილიყავი ჩემს თაროზე შემოდებული, მტვრის სქელ ფენიანი წიგნი და ვერ მთავრდები.
კედლებზე დავკიდე შენი თვალები..ხელები..და ჩამოვხსენი ყველა იმედი..
ჩემს გაყინულ და ბნელ ოთახში, შუაღამისას, გაყინული ხელებით ვწერდი წერილებს და გავდიოდი საკუთარი თავიდან. მოვდიოდი შენთან ოცნებით, გიკითხავდი მათ შენ - მორფეუსის საუფლოში გასულს, გკოცნიდი ცხელ საფეთქლებზე და გულით მჯეროდა, რომ
გეძინა მშვიდად.
მე შემეძლო მზე მეჩუქნა შენთვის, შენ გამომართმევდი მას და მეტყოდი, რომ არ ხარ ღირსი ასე მიყვარდე. მე ისევ შემზიზღდებოდა ჩასახუტებლად გამოწვდილი ჩემი ხელები და წავიდოდი, რათა მეათასედ მომეკლა თავი.
შიგნიდან მღრღნის მთელი სამყარო, მთელი შავ-თეთრი - შენ .
შენ ყველა ჩემი უძილო ღამე ხარ და გული მერევა როცა თენდება.
ძნელია მიატოვო მავნე ჩვევები და მეც შენ ვერ გეშვები.
შენამდე, სულ მეცინებოდა ადამიანებზე რომლებიც ერთმანეთით ბრმავდებოდნენ,ყრუვდებოდნენ და კარგავდნენ კონტროლს საკუთარ თავზე.. - უყვარდებოდათ.
შენ ანაბეჭდები დაამჩნიე ჩემს სულს და გრძელდები, გრძელდები...
ვერ გადაგიტან, შენ უნდა დარჩე.



№1  offline წევრი ლანა♡

Dzaliann magariaa <3

 


№2  offline წევრი kakulia

ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent