ჩემი სულის ჰეროინი
გნატრობ...ბაგე მიშრება...მწყურიხარ....ისევ დამეწყო უშენოს "ლომკები" ჩემო, სულის ჰეროინო. დავდივარ და დავეძებ "სხვა შემცვლელ საშუალებებს". მთავაზობენ : საშუალება 1 - "განმარტობა და სიმშვიდე" საშუალება 2 - "გართობა" საშუალება 3 - "დათრობა" საშუალება 4 - "ღალატი" საშულება 1- სამკურნალო ფორმა : ბუნებაში გასვლა, ზღვაზე დასვენება, მოგზაურობა. ჩვენებები: "გულის პრანჭვების" გაქარწ....ბა. დოზირება და მიღების წესები : სასურველი შედეგის მიღებამდე. უკუჩვენებები : მარტოობისგან ჭკუიდან შეშლა. სხვა ფორმები : თანამგზავრის შეცვლა ან ჰეროინი ( თქვენი სულის ). საშუალება 2 - სამკურნალო ფორმა :ცეკვა, თამაში და ა.შ. ჩვენებები :ზედმეტი ენერგიის გახარჯვა. დოზირება და მიღების წესები : გონების გათიშვამდე ფიზიკური მოძრაობა. უკუჩვენებები : შემთხვევითი "შემოფეთება" სხვა ფორმები : მეწყვილის შეცვლა ან ჰეროინი ( თქვენი სულის ). საშუალება 3 - სამკურნალო ფორმა :დარდიმანდული ფიქრების ყურძნის წვენში დახრჩობა( უძველესი დროიდან ყველაზე ეფექტური და ხელმისაწვდომი და გავრცელებული საშუალება) ჩვენებები :გადამეტებულად აღელვებული გრძნობების დაოკება ან პირიქით. დოზირება და მიღების წესები : ამღერებამდე ანუ ბოლო სტადია,როცა აღარც "ბუმბული არ გინდა" და დაგაბიჯა თუ არა ბავშვობაში "სპილომ ყურზე",მაინც გაჰკივი ბოლო ხმაზე: "ღამე დავეხეტები (უკვე კარგადაა ნასვამი) ღობე-ყორეს ვედები (მარშრუტ-დაკარგული ტაქსივით) მენატრება გედები და მტრედები (ეერია რამსები) სადღეგრძლოს შენსას ვსვავ (აი , აი დეეწყო) შენზე კარგი (გადევიდა გინებაზე) ვინა მყავს (ტირილის სტადიაზეა) სულ არ გევხარ მშვენიერო სხვას" (დეეწვა ჯიგარი ) უკუჩვენებები : ნაბახუსევი, თავის ტკივილი, ყელის სიმშრალე,წინა დღის ამნეზია,ცარიელი ჯიბე და ვალები. სხვა ფორმები : არაყი, კონიაკი,შამპანიური,და ა. შ. - ან ჰეროინი ( თქვენი სულის ). საშუალება 4 - სამკურნალო ფორმა : გადაუდებელი და უკიდურესი შემთხვევა ჩვენებები :(თავს ვიკავებთ და ვსარგებლობთ დუმილის უფლებით) დოზირება და მიღების წესები :ღალატი არის ერთჯერადი ან მრავალჯერადი აქტი, ერთ ან მრავალ ,შეთავსებულ თუ შეუთავსებელ "პრეპარატთან", რომლებიც რეალურად "ხმარებაშია" უკუჩვენებები : ფიზიკური სიამოვნების ხარჯზე სამუდამოდ სულის დაბინძურება. სხვა ფორმები :ჰეროინი ( თქვენი სულის ). მეტად გნატრობ... მეტად მჭირდები... დამისკდა ტუჩები... უფრო ძლიერ დამეწყო უშენობის "ლომკები",,ჩემო შეუცვლელო სულის ჰეროინო... 4Love.Ge
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.