მიყვარხარ!
სულში ისევ ჩამოწვა სევდა! შენ ისევ შორს ხარ, მე კი ისევ უშენოდ მიწევს ყოფნა... იძულებულს მხდი, მარტოობაში ვიცხოვრო! აღარ მესმის შენი ხმა, ვერ გეხები, ვერ შევიგრძნობ შენი სხეულის სითბოს, შეხებას, კოცნას, ვერ ვგრძნობ შენს ცხელ სუნთქვას ჩემს ყურებთან... თითქოს არაფერი, მალე ისევ ერთად ვიქნებით, მაგრამ ეს „მალე“ მომავალია, ჩვენ კი აწმყოში ვცხოვრობთ... რა უნდა ვაკეთო ახლა უშენოდ? საათები უაზროდ მიყვებიან ერთიმეორეს, თავშესსაფარს ვეძებ (მაგრამ ამაოდ!), უშენოდ არაფერი გამომდის! მენატრები, ჩემო! ტირილამდე, ტკივილამდე მენატრები... შენ ხომ ჩემი სამყარო ხარ და ახლა ამ სამყაროს მიღმა დარჩენილი, ეულ წამში ვეძებ ნუგეშს... როგორ მინდა ახლა, ამ წუთას გვერდით მყავდე, შეგეხო, ჩაგჩურჩულო უცვლელი გრძნობა და შენგანაც მოვისმინო სათანადო პასუხი - თუნდაც მხოლოდ ეს სამი ჯადოსნური სიტყვა, რომლებიც ყოველ მოსმენაზე ისეთივე ახალი და იდუმალია, როგორც ადრე, დასაწყისში და რომელსაც ვერასოდეს... არასოდეს შევეჩვევი! მიყვარხარ! ჩემი სხეულის თითოეული უჯრედი თავდავიწყებით გიდასტურებს ამ გრძნობას - უცვლელ, საუკუნო სიყვარულს და უდიდეს, ამქვეყნად ჯერ არ არსებულ ბედნიერებას გპირდება! მალე ჩამოდი... ჩამოდი და აღარ წახვიდე უჩემოდ... არასდროს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.