შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხსნა არ არსებობს, სანამ შორს ხარ!


11-03-2016, 15:19
ავტორი Kristy
ნანახია 1 979

მენატრები ჩემო სიყვარულო, ტკივილამდე მენატრები! თითქოს სადღაც უკიდეგანო სივრცეში დავიკარგე და ხსნას ვეძებ... ვეძებ და ვერ ვპოულობ, რადგან ხსნა არ არსებობს! ხსნა არ არსებობს, სანამ შორს ხარ!
შენ ხო ის კოშკურა ხარ, რომელიც გზას მიჩვენებს?! ახლა კი ამ კოშკურას გაუვალი ბურუსი შემოხვევია და ფარავს... იცი? თითქოს ზღვაში ვარ, ღია ზღვაში მარტოდმარტო ვებრძვი ტალღებს... შენ ხომ ის გემი ხარ, რომლის ბორტზეც შევაფარებდი თავს და დავუსხლტებოდი ქაფმორეული ზღვის გაშმაგებულ ტალღებს?! ხსნა? სხნა არ არსებობს, სანამ შორს ხარ!
სანამ შორს ხარ, სანამ ვერ გხედავ, ვერ გგრძნობ, ჩემი გული მასაზრდოებს... მაგრამ ის მუდამ შენითაა შეპყრობილი, შენზეა გადართული და ჩემთვის ვეღარ იცლის ხოლმე! უყვარხარ ჩემს გულს და მუდამ თან დაგყვება, სულს უყვარხარ და ის შენია, უყვარხარ ჩემს თითოეულ უჯრედს და ისინი შენს ფერებს ერწყმიან... მაგრამ! ხსნა არ არსებობს, სანამ შორს ხარ!
და ასე ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ვიშლები მე, ვქრები - როგორც არსება და შენში ვეწყობი, ვხდები შენ და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ეს მახარებს... შენში ვცხოვრობ აბეზარი პარაზიტივით (არ მომიშორო!) და მაშინ, მე შენ ვიქნები და შენ მე იქნები... და ვიქნებით განუყოფელნი, როგორც ცა და მიწა - ერთი მთლიანობის ორი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი... ეს ჩემი ხსნაა, მაგრამ... ხსნა არ არსებობს, სანამ შორს ხარ!
იცი? მზეს ატარებ მარცხნივ და თვალებიდან სხივები გცვივა... ამიტომაც მათბობ ასე, ამიტომ ვერ გელევი! ეს ის სითბოა, ის სხივია, რომელიც მუდამ სჭირდება ადამიანს არსებობისთვის... მთელი სამყარო ხარ ჩემთვის და უშენოდ ყველაფერი უმნიშვნელოა: შენ ალამაზებ, შენ მატებ ლაზათს თითოეულ დღეს, შენით იწყება ჩემი დღე და შენითვე მთავრდება და ამიტომაც... ხსნა არ არსებობს, სანამ შორს ხარ!
როცა გიყურებ, ვივსები, ვხალისდები, სისხლი იწყებს ჩქეფას დაცლილ ძარღვებში და ვგრძნობ სიცოცხლის სუნთქვას ჩემს სხეულში... და როცა მტოვებ, როცა მიდიხარ ჩემს არსებაში ყველაფერი კვდება, ქრება და ილექება, მხოლოდ მოგონება ახმიანებს ხოლმე სულის დადუმებულ საყდარს... მიტოვებულ სახლს ვემსგავსები, რომელსაც მალე ობი მოედება და უცებ გხედავ! გხედავ და ისევ თავიდან ვივსები, გრძნობის ყვავილნარი ხელახლა იშლება და ფერადდება ჩემში... და ასე, ყოველ ჯერზე, ყოველ ნახვაზე და ახლა... ხსნა არ არსებობს, სანამ შორს ხარ!
მაცოცხლებელი ძალა გაქვს, სიყვარულო და ჩემი, მხოლოდ ჩემი უნდა იყო... მიყვარხარ მთელი არსებით, სანამ სული სხეულს გაექცევა და მას შემდეგაც ვიპოვი გზას, რომ შენ უყვარდე მეამბოხე სულს... და მინდა მუდამ გახსოვდეს: ხსნა არ არსებობს, სანამ შორს ხარ!



№1  offline წევრი ელლ

მიუხედავად იმისა, რომ ეს სიყვარულის თემები უკვე ზებანალური გახდა, კარგი იყო, დასაწყისი განსაკუთრებით lol

 


№2  offline წევრი ელლ

სიყვარული შეიძლება არა, მაგრამ მასზე საუბარი ზებანალურიც გახდა უკვე

 


№3 სტუმარი Magda

თითოეულმა სიტყვამ დამიარა ტანში, უძლიერესია

 


№4  offline წევრი kakulia

კაარგიააააააააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent