მაინც რა არის სიყვარული ?!
სიყვარული - სიტყვა, რომელსაც სამყაროს ყველა მცხოვრები იმეორებს, თუმცა მისი მნიშვნელობა ცოტამ თუ იცის! მე შენ მიყვარხარ - მოდური ფრაზა, რომელსაც ყველა გაიძახის... ნუთუ ყველას უყვარს?! გული - სიყვარულის სიმბოლო, რომელსაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდები: ფურცელზე, კედლებზე, ქვიშაში თუ ცაში, ან დახატულს ან სურათში... უბედურებაც სწორედ ესაა: ის ან დახატულია ან მხოლოდ სურათზე არსებობს! და რატომ? განა შეუძლებელია გიყვარდეს? ნუთუ ჭეშმარიტი სიყვარული არ არსებობს? არა! შეუძლებელია ასე გამქრალიყო! ის ხომ არსებობდა?! ნამდვილად არსებობდა და ის არსად წასულა, ეს ჩვენ შევიცვალეთ, ეს ჩვენ არ გვიყვარს ერთმანეთი! სიყვარული სიტყვაძუნწია, რადგან სურს შენ ილაპარაკო: ბავშვად უნდა გაქციოს, გულუბრყვილო ბავშვად, რომელსაც სამყარო ჯერ კიდევ ფერადი ზღაპარი ჰგონია... ბავშვად იმიტომ, რომ ბედნიერებისგან გაუჩერებლად შეძლო ტიკტიკი! და მაინც რა არის სიყვარული? სიყვარული ზღვაა, უძირო და უკიდეგანო კამკამა სილურჯე... ზღვა, რომელშიც არ იძირები... მასზე ისე დადიხარ, როგორც მყარ ზედაპირზე, თუმცა ძალიან ფაქიზია: ერთი არასწორი მოძრაობა, ერთი მცდარი ნაბიჯი და... შეუჩერებლად, დიდი სისწრაფით ეშვები ფსკერზე და ჩათვალე, რომ ვეღარ ამოხვალ! სამუდამოდ იქ რჩები ჩაძირული განძივით, რომელსაც მუდამ ეძებენ, თუმცა ჯერ არავის უპოვნია... ვერ პოულობენ, რადგან ძალიან ღრმად აღმოჩნდა ჩამარხული: წყალმცენარეებმა გულში ჩაიკრეს და გაქრა, ფერი იცვალა - ისეთი აღარ არის, როგორიც ჩაძირვამდე... სიყვარული ცაა - უსასრულო სილაჟვარდე, რომელშიც ოცნების ფრთებით დაფრინავ... ფრენის სწავლა ადვილია, დავიწყება კი შეუძლებელი! თუ ერთხელ მაინც შეძლებ და ფრთებს გაშლი, თუ ერთხელ მაინც აიჭრები ცაში და შეუერთდები მის უსასრულობას და თუ ერთხელ მაინც იგრძნობ ამ ყოვლისმომცველ თავისუფლებას, ვერასდროს შეელევი... და თუ ერთ მშვენიერ კი არა და უბედურ დღეს, შენივე გაუფრთხილებლობის ან სხვისი დანაშაულის გამო, ფრთები დაკარგე და მიხვდი, რომ ვეღარ აფრინდები, ვეღარ შეუერთდები ცის სილაჟვარდეს და ვეღარ შეისუნთქავ მსუბუქ ჰაერს... მიხვდები, რომ ჩიტივით ხარ - გალიაში გამომწყვდეული ჩიტივით, რომელიც ბუნების წიაღში დაიბადა, დღემდე თავისუფლებით ტკბებოდა... დღეს კი ტყვეა - სასტიკი ადამიანის ტყვე... სიყვარული სამყაროა - საოცრად მომხიბვლელი სამყარო... იქ სიმშვიდე და წესრიგია: კაშკაშა მზე იქაურობას გულუხვად ასაჩუქრებს თავისი სხივებით... ტყის სიყვითლე, ხასხასა ბალახი თუ საოცარი არსებები, არნახულ პეიზაჟებს ქმნიან... ნეტავ, ეს სამყარო ჩემი თვალით დაგანახა მკითხველო! ნეტავ, თუნდაც ერთი წამით შეგეძლოს თვალი შეავლო მას... სიყვარული ჭაბუკია - ძლიერი, მოსიყვარულე და თავმდაბალი ჭაბუკი... მას არავინ და არაფერი აშინებს: მზადაა ყველა დაბრკოლება დაძლიოს და არასოდეს უშინდება ბედისწერას, მას ის თვითონ ქმნის... და მაინც... სიყვარული გოგონაა - პატარა, ცელქი გოგონა... გულუბრყვილო და მიმნდობი... ადვილია მისი მოტყუება, ადვილად აწყენინებ და ასევე ადვილად შემოირიგებ... პატარა, საყვარელი არსება - სუსტი, გულწრფელი, ცოტა თავნება და ჭირვეული (მორცხვიცაა, ოღონდ მხოლოდ თავიდან!)... ადვილად გაახარებ, სულ მცირედით და მცირედითვე აატირებ: პატარა გული გამალებით დაიწყებს ძგერას, ლამაზ თვალებზე ცრემლი მოადგება... არ უნდა იტიროს (ჯერ არ მითქვამს, რომ ამაყია?), მაგრამ თავს ვერ იკავებს... თუმცა, როგორც არ უნდა უჭირდეს, ცრემლებს არასოდეს დაგანახებს! სიყვარული ძლიერი და სუსტი, ამაყი და თავმდაბალი, კონტრასტული გრძნობაა... ის ისეთია, როგორადაც შექმნი, როგორიც შენ ხარ... ნუ ეცდები, შენიც ისეთი იყოს, როგორიც ჩემია! შენ შენი შექმენი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.