შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწვანე ლედი


6-04-2016, 21:29
ავტორი Dahlia
ნანახია 1 699

მწვანე ლედი
მარტი იყო. ქუჩებში ნაფეხურებისგან გაშავებული,ცოტაოდენი თოვლი შემორჩენილიყო.ცა მოქუფრული იყო,წვიმას აპირებდა და ქარიც ცივად სუნთქავდა.ყველა თავ–თავიანთ სახლში შეყუჟულიყო.გარეთ მხოლოდ გაძვალტყავებული ძაღლები და გაქუცული კატები დაბორიალობდნენ.მოსაღამოვებული იყო,მაგრამ ღამე გეგონებოდათ. ციფერ ცას თავისი ფერი დაეკარგა და ნაცრისფრად მოქცეულიყო. აი მაშინ ქუჩს ბოლოს სილუეტი გამოჩნდა.ნელა,წყნარად მოდიოდა. ახლად ამოსული,ნორჩი ბალახისფერი ,თბილი მოსასხამი ეცვა. მწვანე თმები ორ ბურთულად დაესვა მარჯვენა და მარცხენა მხარეს.წინ მოკლედ შეჭრილ თმას ნაზად აფრიალებდა ქარი.მომწვანოდ შეღებილი ქუთუთოები ნაოჭებს დაეფარა.მოხუცი სახიდან ღიმილს არ იშორებდა. მწვანე ზურგჩანთა ზურგზე მოეკიდა და მოდიოდა,თითქოს იმედი მოჰქონდა,რომ მზე გამოვიდოდა,გაჭუჭყიანებულ თოვლს გაადნობდა და ყველგან ახალი,მწვანე ბალახი ამოყოფდა თავს.ლამაზი სამყურები მის ეზოს დაამშვეებდნენ და ხეებზე კვირტები უმალ დასკდებოდა. ყველას სჯეროდა მისი,ახალისებდათ ასეთი ბავშვური,წმიდა სული,მისი სიხალისე და მწვანე ფერი. ვისთვისაც არ უნდა გეკითხათ ყველას უყვარდა ის. მაღაზიის გამყიდველები ამბობდნენ “ის განსხვავებულად მხიარულია,მის გარეშე არ ვიცი რა გვეშველებოდაო” ანდა “თუ ერთი დღე მაინც ვერ ვნახეთ ძალიან მოწყენილები ვართო”
მწვანე ლედი,ყველა ასე იცნობდა მას და არც აინტერესებდათ მისი ნამდვილი სახელი.არც თვითონ მწვანე ლედი ამბობდა მას. ცხოველებსაც უყვარდათ მუდამ მხიარული მოხუცი. უყვარდათ,ჩანთიდან მათთვისამოღებული, მწვანე,გემრიელი კრეკერები. მაგრამ ყოველთის არსებობს მეორე მხარეც.ასე არ არის? ზოგი მის ასეთ საქციელს უტიფრობად მიიჩნევდა. ამხელა ქალს არ შეშვენისო ფიქრობდნენ.გგონიათ არ უხაროდათ მისი დანახვა? მე ვფიქრობ უხაროდათ! უბრალოდ მათ…გამოხატვა არ შეძლოთ.ისინი სამყაროს მხოლოდ ერთი მხრიდან ხედავდნენ,შავთეთრი,ერთფეროვანი მხრიდან. მწვანე ქალბატონი შავ ნაჭერზე ერთი თეთრი წერტილი იყო,მაგრამ არავის უნდოდა მისნაირი გამხდარიყო.ალბათ ეშინოდათ. შიში კი სურვილზე ძლიერი იყო. ცას უკვე შავი ფერი ეპარებოდა.
ქუჩაში მწვანე ლედი ისევ ნელა მიაბიჯებდა,მხოლოდ ახლა სახლისკენ მიდიოდა. ერთ ერთ შენობასთან შეჩერდა და ჩანთიდან მწვანე გასაღები ამოიღო რომელიც ასევე მწვანე კარს მოაგო და სახელური გადაატრიალა. სახლში ლავანდის სურნელი ტრიალებდა,მწვანე სურნელოვანი სანთლები ფანჯრებზე დაეხვავებინა ,სამზარეულო უამრავი ფერადი ყვავილებით მოერთო. მოხუცი ერთ–ერთ ფანჯარასთან შეჩერდა,რომელიც პირდაპირ ქუჩას გადაჰყურებდა. ლამპიონები ყვითლად ბჟუტავდნენ და წყვდიადს ოდნავღა ანათებდნენ,დღეს უმთვარო იყო ღამე.
მეორე დღეს ხეებზე პირველი კვირტები დასკდა,ფანჯარაში მუდამ ანთებული სურნელოვანი სანთლები თბილმა ქარმა ჩააქრო.



№1  offline წევრი kakulia

ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

 


№2  offline წევრი Dahlia

kakulia
ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

გმადლობ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent