ოვალური სიყვარული
არსებობს მეგობრული, დედა-შვილური, ნათესაური და რაღა თქმა უნდა სიყვარული საპირისპირო სქესის მიმართ, რომელიც ყველა ხელოვნის მუზა გამხდარა. მუდმივად მიმდინარეობს დავა: არსებობს თუ არა ნამდვილი სიყვარული? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ცხოვრებას მივანდობ, მე კი სხვა სიყვარულზე მინდა რამდენიმე სიტყვის თქმა. ჩემი "ოვალური სიყვარული" ბევრად მეტია, ვიდრე გატაცება. ჩემს სიყვარულს პროჟექტორებით განათებული მოედანი, მასზე მდგარი 30 საბრძოლო განწყობაზე მყოფი, დაკუნთული, სხვადასხვა გაბარიტების მქონე მორაგბე, ოვალური ბურთი და საერთო ჯამში "რაგბი" ჰქვია. დიახ, უსულო სიყვარულია ეს და ბევრ სულიერზე წინ დგას ჩემს ცხოვრებაში. 80 წუთი საკმაოდ ცოტა დროა. ადამიანის კარგად გაცნობასაც ვერ მოასწრებ, მაგრამ 'ჩემ სიყვარულში' 80-მა წუთმა გადაწყვიტა ყველაფერი. მომაჯადოვა და ზუსტად ვიცი ეს ლავ სთორი დაუსრულებელია. როგორც თინეიჯერი გოგონა ელოდება მაღალი, სიმპათიური ბიჭის გამოჩენას სკოლის დერეფანში, ისე ველოდები რაგბის თითოეული მატჩის დაწყებას და სუნთქვაგახშირებული ვადევნებ თვალს თითოეულ მომენტს. სამყარო წყვეტს არსებობას და ალბათ, სიმპატიური ბიჭების მთელი ლეგიონი რომ დადგეს ტელევიზორთან ახლოს, მათ არსებობასაც კი ვერ შევამჩნევ. არ ვიცი იქნებოდა თუ არა რომეოს და ჯულიეტას სიყვარული მარადიული, რომ არა თვითმკვლელობა, ან ესმერალდას და კვაზიმოდოს რა ბედი ეწიათ, სანამ თავად არ გამოვცდი ვერ ვიტყვი ვერაფერს, მაგრამ ჩემს "ოვალურ სიყვარულს" საფრთზე არ ემუქრება. მუდამ ვიქნებით მე, თეთრად განათებული მოედანი და ის ხალხი მე რომ ასე შემაყვარა რაგბი
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.