შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხვალ შენი დაბადების დღეა


9-04-2016, 21:07
ნანახია 5 365

ხვალ შენი დაბადების დღეა, სამწუხაროა, მაგრამ ვერ მოგილოცავ... არადა, როგორ მინდოდა რამე განსაკუთრებული გამეკეთებინა, აი, ისეთი, შენი ცხოვრების მიწურულსაც კი ტკბილად რომ გაგახსენდებოდა...

ხვალ შენი დაბადების დღეა
ხვალ შენი დაბადების დღეა


ხვალ ჩემთვის ვითომცდა ერთი ჩვეულებრივი არაფრით გამორჩეული დღე გათენდება, გულს კი კიდევ ერთხელ ეტკინება... ისე ჩაგეხუტებოდი, რომ სუნთქვა შეგკვროდა, რომ სამყარო დაპატარავებულიყო და მხოლოდ ჩვენ ორნი დავრჩენილიყავით, ხომ სულ ამბობდი შენ ჩემთვის ცალკე სამყარო ხარო, ნეტა სად გაქრა ეს სამყარო...

ხვალ შენი დაბადების დღეა
ხვალ შენი დაბადების დღეა


რა მოხდება რომ ტელეფონი ავიღო და დაგირეკო... ისე უბრალოდ მოგილოცო დაბადების დღე... მაგრამ არ მინდა, ძალიან ბევრი რამე გამახსენდება და მერე უფრო ძნელი იქნება უშენოდ ცხოვრების გაგრძელება... მე კი თითქმის შევეჩვიე უშენოდ ცხოვრებას, თითქმის შევეჩვიე, რომ ყოველ დილას შენი ზარი არ მაღვიძებს, თითქმის შევეჩვიე, რომ სახლში მარტო უნდა დავბრუნდე, თითქმის შევეჩვიე, რომ აღარავის აინტერესებს რა მოხდა დღეს ჩემს ცხოვრებაში, თითქმის შევეჩვიე, რომ აღარასოდეს იქნება შენთან ერთად თბილისის ქუჩებში დაუღალავი ხეტიალი, თითქმის შევეჩვიე...

ჩემი ცხოვრება დაცარიელდა, მაგრამ მაინც ვიპოვი ძალას, ფეხზე დავდგები, ისევ გავიღიმებ და ამაყად ვიტყვი, ცხოვრება მშვენიერია, შენს გარეშეც კი...

მადლობა რომ მაჩუქე ცხოვრების უბედნიერესი წუთები... უკან დაბრუნება რომ შემეძლოს მაინც არაფერს არ შევცვლიდი...

გილოცავ... მიყვარხარ...



№1 სტუმარი Bla

Ar ginda?martalia ar ginda radgan gsurs..suleli xar..mteli grdznobit dawerili molocva arc me mawyenda da arc mas:) magram me mosalocic araperi maqvs..girchev sms shetyobinebit gaugzavno milocva daiwye da rasac dawer ar washalo..;)

 


Bla
Ar ginda?martalia ar ginda radgan gsurs..suleli xar..mteli grdznobit dawerili molocva arc me mawyenda da arc mas:) magram me mosalocic araperi maqvs..girchev sms shetyobinebit gaugzavno milocva daiwye da rasac dawer ar washalo..;)

არვიცი... recourse
--------------------
განუმეორებელი გრძნობაა -იყო ვიღაცის ბედნიერება ♥

 


№3 სტუმარი Bla

Ra qeni? Midi ra miwere

 


№4  offline წევრი kakulia

ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent