შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გენატრებოდეს


9-04-2016, 21:16
ავტორი ...ნუცა...
ნანახია 1 670

ჯერ მონატრებაა და მერე სიყვარულიო.. მონატრება სათუთი და ლამაზიაო.. ყველაფერი ლამაზი მას უკავშირდებაო.. ამავდროულად სასტიკი და მტნანჯველიაოო.. გულს გტკენსო .. არაფერს გეკითხებაო..
მონატრებაზე ბერვს საუბრობენ, რომ არ მოგენატროს ვერ შეიყვარებ და ვერ გაიგებ იმ დიდ საიდუმლოსო, მაგრამ ის რომ გაიგო თან უნდა დაიტანჯოო..
მაინც რა არის მონატრება, მასზე ამდენს რომ საუბრობენ, როგორ შეიძლება ის იყოს ლამაზი და ამაავდროულად მტანჯველი, კარგიც და ცუდიც..
გენატრებოდეს.. ანუ შენს სულს აკლედეს.. რაღაც წმინდას და სუფთას ეტრფოდე.. იყო ლაღი და დაფრინავდე უსასრულობაში, გენატრებოდეს..
გენატრებოდეს და გტკიოდეს.. აღარ შეგეძლოს.. გული მეტს ვერ იტევდეს.. უნდოდეს და მარად მასზე ფიქრობდეს.. მუდამ ცრემლს ღვრიდეს.. მისი გახსენება გულს გიკუმშავდეს, სულს გახარების საშუალებას არ აძლევდეს..
გენატრებოდეს არა მხოლოდ სიყვარული, გენატრებოდეს დრო, ხალხი.. შენი თავი, რომელიც უკვე დაკარგე მონატრებაში, რომელიც ჩაიძირა უსასრულობაში და აღარ ძალუძს დაუბრუნდეს იმას, სადაც იცის, რომ კვლავ მოენატრება.. ისევ დაიწყება თავიდან.. ისევ აირევა სულში წარსულისა და მონატრების ფიქრები..
ისევ.. ისევ იქნება ცრემლი და განშორება.. ისევ იქნება მთვარე, წვიმა, ფიქრი და სევდა..
ისევ იქნება ღამე, ღამე მშვიდი და წყნარი..
მერე იქნება სხივიც, დროში გაყინული სხივი..
იქნება გრძნობაც, გულით გამთბარი გრძნობა..
იქნება მზეც და იქნება დილაც, მაგრამ რაა დილა თუ არა ღამე, რა არის სიხარული თუ ვერ გაიგე მისი დაკარგვის ფასი, რაა სიყვარული თუ არ მოგენატრა..
გენატრება..
გიყვარს..
გტკივა..
გიხარია..



№1  offline წევრი kakulia

ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent