შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Cigarette After Sex


11-04-2016, 14:01
ავტორი ლორელაი
ნანახია 30 160

სამსახურიდან შესვენებაზე გამოვდივარ. საჩქაროდ ვჭრი გზას და სადარბაზოში ვუჩინარდები. სახელოს ვიწევ და მაჯაზე შებნეულ საათს დავცქერი, ჯერ მხოლოდ ორია. ერთი საათი გვაქვს ერთმანეთით ტკბობისთვის. საკეტს ვატრიალებ, კარს ფრთხილად ვაღებ და დახუთული ჰაერი ფილტვებს მიხშობს, სასიამოვნოდ მაჟრჟოლებს ტანში. ერთი სული მაქვს როდის ვიგრძნობ, როდის შევეხები. კარის დაკეტვისთანავე, ფანჯარას ვაწყდები და ფარდას ოდნავ ვწევ. საშინლად მინდა მოწევა, მაგრამ არ ვეწევი, მხოლოდ პირში ვიდებ კოლოფიდან ამოღებულ ერთ ღერს და კბილებს მაგრად ვუჭერ. არ გავაფუჭებ მომენტს, ყველაფერს თავის დრო აქვს.
აი, გამოვიდა, ტროტუარზე დგას და ცდილობს გზა გადმოკვეთოს. ფეხები მეკვეთება, მუცელში წვას ვგრძნობ. ყელი მიშრება.
თმა გაუშლია, ჯინსის შარვალი და მუხლამდე პალტო აცვია, თეთრი ბერეტიდან გაშლილი თმა მოუჩანს.
გახურებულ შუბლს მინას ვადებ და თვალებს ვხუჭავ. ერთი... ორი... სამი... შვიდი... ცამეტი... ოცდახუთი და... საკეტის ხმაზე ვკრთები, თავს მძიმედ ვატრიალებ და ენის წვერს ტუჩზე ვისვამ. მისი შემოსვლა და ჩემი სხეულის გრავიტაციის დაკარგვა ერთია, მთელი ჩემი სხეული, კანზე ოდნავ დამჩნეული ბუსუსები ყალყზე დამდგარი, მისკენ მიიწევენ, მთელი გრძნობით სურთ მასთან სიახლოვე. მანტოს იხდის და სკამზე დაუდევრად აგდებს. მაღალი მკერდი აჩქარებული სუნთქვისგან აუდ-ჩამოუდის. მე ისევ გახევებული ვდგავარ ერთ ადგილას, მიუხედავად იმისა, რომ მისკენ მიმიწევს გული და გონება. ორივე ხელს მკლავებზე იჭერს, ქვედა ტუჩი უკანკალებს და ცდილობს კბილების დახმარებით გააჩეროს, ისევ ისე როგორც პირველად. სიგარეტს პირიდან ვიღებ და მაგიდაზე ვაგდებ. მის წინ ვჩერდები, აბურდულ თმას თითებით ვუსწორებ, თუმცა კი უარესად იმუხტება, მავიწყდება რომ ჩემი ხელები ბიოდენს ატარებს, თმის ძირებს ვეხები და წრიული მოძრაობით ვცდილობ დავამშვიდო. განაბული დგას, თვალები ეხუჭება, თუმცა ცდილობს არ დახუჭოს, ყელში სურვილი მეჩხირება, მინდა ხელში ავიტაცო და ყველაფერი უცებ დავამთავრო, მაგრამ არ შემიძლია ვიყო ეგოისტი. ხელები უდუნდება, ბოლოს ეშვება და ორივე ხელს წელზე მხვევს. მის სხეულს გულში ვიკრავ და ყელს ვუკოცნი, მორცხვი გოგოდან გათამამებულ და მაცდურ ქალად იქცევა. მეც ეს მინდა, ეს მსურს, აღარ ვარ ნაზი.
გვავიწყდება სამყარო, მოვალეობები და ვალდებულებები, გვავიწყდება ჩვენი ცხოვრება, გვავიწყდება ყველაფერი რაც კარს იქით ხდება. ახლა მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ. მისი სხეული ჩემი სამყაროა და მისი თვალები ჩემი სამოთხე, რომლიდანაც სულ მალე გამაძევებენ, მაგრამ არ ვჩივი, ახლა ხომ ჩემია, იმდენად ჩემი, სხვა უფრო ახლოს მყოფისთვის ოცნებაშიც არ იქნება ასე ახლოს.
მისი სხეული დედამიწაა, მე კი ზეცა ვარ, ზემოდან რომ აკრავს, მისგან განსხვავებით ერთფეროვანი. თვალები ოკეანეა, ბობოქარი და მღელვარე, მკერდი მთაგრეხილია, მუცელი გავარვარებული უდაბნო, რომელსაც მე არეული ნაბიჯებით, დასიცხული და მწყურვალი მივუყვები ოაზისისკენ. მირაჟია თუ სინამდვილე? არ ვიცი, თუმცა კი შეგრძნებები ნამდვილია ვგრძნობ და ვიწვი.
ცა და დედამიწა ერთმანეთში აირია, დაირღვა ყოველგვარი მიზიდულობის კანონი, სამყარო პირველსაწყის დაუბრუნდა. ქაოსი...
და იქმნა ნათელი...
ჩემს ხელს ფრთხილად იშორებს მუცლიდან, საწოლიდან დგება და შიშველ სხეულზე საცვლების გარეშე იცმევს იქვე მიგდებულ, ვიწრო ჯინსს. წელსზევით შიშველია, თმას იჩეჩავს და სავარძელზე ჯდება, ფეხებს საზურგეზე აწყობს და სიგარეტს აბოლებს. ერთი სიამოვნებაა ახლა მისი ცქერა.
რიტუალად გვექცა მოწევა სექსის შემდეგ. მთელი დღე დაგროვილი სურვილით, მთელი მონდომებით.
სიჩუმე... არავითარი კოცნა, ან ბანალური საუბრები, არავითარი სინდისის ქენჯნა, ან სამადლობელი, სასიყვარულო სიტყვები.
ჩვენ ეს გვინდა, ეს გვჭირდება და მორჩა.
ყოველ დღე ერთი და იგივე, ერთი და იგივე...
ამ დროს უფრო მეტი მთლიანობაა ჩვენ შორის, ვიდრე სექსის დროს.
ორივე ერთნაირად მაგრად ვექაჩებით და ერთნაირი ტემპით ვუშვებთ ნაცრისფერ კვამლს ცხვირის ნესტოებიდან, შემდეგ კი ოდნავ გაღებული პირიდან.
მისი ორი ზედა კბილი, ოდნავ დაშორებული ერთმანეთისგან, თანაბრად უშვებს გარეთ სუნთქვის შემკვრელ აირს.
ის ისევ სავარძელზე წევს, თავი დაბლა აქვს ჩამოკიდებული, მისი გაშლილი თმები იატაკზე აფენია. ჭერს მიშტერებული რაღაცაზე ფიქრობს, მაგრამ არ მინდა ვიცოდე რას, არც ვცდილობ გამოვიცნო. საწოლზე ვსწორდები, საზურგეს ვეყრდნობი ბეჭებით, თავს სანახევროდ ატრიალებს და სიგარეტის კოლოფს მესვრის, სანთებელასთან ერთად. მეღიმება...
მიყვარს მისი გამოყვანილი თეძოები, მაღალწელიანი შარვლიდან მაცდურად მომზირალი ჭიპი, საოცარია ახლა უფრო სექსუალურია, შარვლის ზევიდან მომზირალი ვიდრე შიშველი. თვალები მიშტერდება...
რაღაცას ღიღინებს, დაბალი, თითქმის მოჩურჩულე ხმით, მგონი Honey Bee
-ს .მეღიმება... ფეხის ტერფები ერთმანეთზე აქვს გადადებული და რიტმულად აქანავებს. ბოლო ნაფაზიც და ის ფეხზე დგება, ნამწვს იატაკზე აგდებს, თვალებით ზედატანს ეძებს, მერე ღიმილით მიემართება მისკენ, იცმევს და თმას ისწორებს. სარკეში ჯერ საკუთარ თავს უყურებს და შემდეგ მე, სარკიდან მიგზავნის კოცნას, აქეთ-იქით ტრიალდება, მის საქციელზე ხმამაღლა მეცინება. ჩემკენ ბრუნდება, ღიმილით მიახლოვდება. ლამის ნერწყვმა დამახრჩოს. მისი გამოყვანილი ზედატანიდან უტიფრად მომზირალი კერტები მნუსხავს.
საწოლიდან ვიწევი,ზურგს უკან ბალიშს ვისწორებ. ის ჩემკენ იხრება ჩემს ტუჩებს ეხება, რბილად და ვნებით, ცეცხლი მეკიდება, მთელი სხეული მეწვის. ხელს წელზე ვხვევ და მუხლებზე ვისმევ, ღიმილით ითავისუფლებს თავს ჩემი მკლავებისგან და ფეხზე დგება. მანტოს მკლავზე იკიდებს და გასვლისას ისევ იმ მელოდიას ღიღინებს. მე კი სასიამოვნოდ დაღლილი ისევ ზურგზე ვწვები, ბალიშს გულზე ვიხუტებ და თვალებს ვხუჭავ.

ოკეანე დაწყნარდა, ქარიშხალი ჩადგა... ხვალამდე... ტრადიციულად...



№1  offline ახალბედა მწერალი lullaby

გიჟი ხარ გეფიცები
გემრიელი გიჟი

 


№2  offline წევრი HeeChul-ah

жарко!!!

არ მინდა მეტი არაფრის დაწერა.

კარგი იყო... ძალიან კარგი იყო
--------------------
Nico nico nii

 


№3  offline წევრი mako-makako

ეს იყო საოცარი...
არ ვიცი რა ვთქვა...
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№4  offline წევრი mariamiiiii

რაკარგიააა <3

 


№5  offline წევრი anuka1994

გაგრძელებაარე ქნება?

 


№6  offline წევრი Mogwai.

ძალიან ჩასაფიქრებელი,
ჩასაყლაპი,
და გემრიელი *-*

 


№7  offline ახალბედა მწერალი Keke27

გადასარევია. ძალიან სასიამოვნო წასაკითხი იყო.
ყოჩაღ!
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№8  offline წევრი kakulia

ძალიან,ძალიან,ძალიან კარი ხარრრრრრრრრრრრრრრ kissing_heart heart_eyes

 


№9 სტუმარი lenani

minda gavicno gogo samegobrod shemexmianet ar inanebt

gavicnob qutaisel gogos oci wlidan ormoc wlamde gpirdebit cemtan tavs kargad igznobt xelis gulze gatarebt, gelodebit gogonebo da qalebo.

 


№10 სტუმარი სტუმარი Mariaam

Gavicnoob samegobrood

 


№11 სტუმარი nikush

სტუმარი Mariaam
Gavicnoob samegobrood

dzalashia ?

 


№12 სტუმარი სტუმარი ika

599567156 hemexmianet gogoebo yvelapers vaketeb

სტუმარი ika
599567158 hemexmianet gogoebo yvelapers vaketeb

 


№13  offline წევრი ფარვანა

თამთაა, როგორც ყოველთვის ძაალიანნნ კარგი იყო!! პატარა, მაგრამ მსუყე და შენებური.
--------------------
Phanessa Psykhḗ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent