შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Chocolate 14 თავი

13-12-2015, 20:13
ავტორი ლორელაი
ნანახია 5 869

ერთ ადგილზე გახევებული ვდგავარ და გაოგნებული დავყურებ სურათს.ვერაფერზე ვერ ვფიქრობ,გამოფიტული და ძალაგამოცლილი ვარ,ისეთი სისუსტე მიპყრობს თითქოს მჩატე ვიყო,თითქოს გული მიწვრილდება და მეპარება,ვცდილობ ჩავისუნთქო მაგრამ არ გამომდის. თავბრუმეხვევა,გულისრევას ვგრძნობ და თვალები მეხუჭება.
-სარა,სარა გაახილე თვალი გთხოოვ-მიყვირის გეგა,აქეთ-იქით ვიყურები და ვერაფერს ვერ ვხედავ.
-გეგა-ვეძახი სიბნელეს,პასუხი არ ისმის-გეგა,გეგააა-ახლა უკვე განწირული ხმით ვყვირი.
-სარა არ დანებდე-ეს უკვე ნიკოლია,მისი სახე სულ ახლოს მოდის ჩემთან.
-ნიკოლ,მიშველე-ხელს ვუწვდი,მაგრამ მისი ლანდი გვერდს მივლის და ისიც სიბნელეში იკარგება.
-დედიკო,დეეე.
თვალებს ვაცეცებ,ეს რა ხმაა,სადაა?ვინაა?
-დედიკო, დეე...-ყურში მიგუგუნებს ბავშვის ხმა.
-რა ხდება ღმერთო?-სასოწარკვეთილი დაბლა ვეცემი და ვიკუნტები,მუხლებზე ვდგევარ და თავი მიწაზე მიდევს,აკანკალებული ხელებით ვცდილობ ყურები დავიფარო.
-სარაააა-გეგას ხმა სიმხნევეს მმატებს,მაგრამ ფეხზე ვერ ვდგები,აკანკალებულ ხელს მისი ხმის მიმართულებით ვიშვერ და ცრემლები მომდის.
-გეგა,სად ხარ გეგა...
-დედიკო... დე...-ყურში მიკივის ბავშვის ხმა.შიშისაგან უკან ვბრუნდები,ორივე ხელით მიწას ვეყრდნობი და უკან ვიწევი,მივფორთხავ.
-სარა, გონს მოდი გთხოვ -გეგას სასოწარკვეთილი ხმა რეალობაში მაბრუნებს,თვალებს დაფეთებული ვატრიალებ და შეშინებული ვეკვრი.
-როგორ შემაშინე chocolate-თმაზე მეფერება და აჩქარებულად სუნთქავს.
-გამიშვი-ვლუღლუღებ და იმ სიზმარზე,თუ ზმანებაზე ვფიქრობ-გამიშვი...
-კარგი დაწყნარდი-ხელში ავყავარ და კიბეებზე ადის,ემოციებისგან ისეთი გამოფიტული ვარ,უკვე ვეღარ ვეწინააღმდეგები,თავს მკერდზე ვადებ და ვყუჩდები.
-იწექი, წავალ საჭმელს მოგიტან-საწოლზე მაწვენს და ზეწარს მაფარებს.უნდა მიბრუნდეს,რომ ხელს მაჯაში ვავლებ,ჩერდება და მიყურებს.ხმას არ ვიღებ,უბრალოდ მინდა თვალებში ვუყურო.მელოდება რას ვეტყვი,მე კი მის თვალებს ვუყურებ,ხან ერთს, ხან მეორეს,მინდა ის ეშმაკი ამოვიცნო ნახატზე,რომ ვნახე, რამდენიმე წუთიანი უტყვი ყურების შემდეგ მე მხოლოდ გეგას ტკივილით და სითბოთი სავსე თვალებს ვხედავ.ხელს ვუშვებ,გეგა ცხვირს ჭმუხნის, აი ისე როგორც მაშინ ერთმანეთს რომ ვეკინკლავებოდით.მერე კიბეებზე ჩადის, მე კი გვერდზე ვბრუნდები,ორივე ხელს ლოყის ქვეშ ვიდებ და ვყუჩდები,თვალებს კედლზე ფანქრით დაწერილი სიტყვებისკენ ვაპარებ.ასოები ერთმანეთში მერევა, იწელება და თითქოს საღებავი ჩამოსდის,იატაკისკენ იღვენთება.თვალებს ვხუჭავ,მეტი აღარ შემიძლია.ამდენი რამე ერთი დღისთვის უკვე მეტისმეტია.ბავშვის ხმა ყურებიდან არ ამომდის,გულში ტკივილს ვგრძნობ, თუმცა ვერაფერს ვხვდები,ეს რამე გამოცხადება იყო?თუ წანათგრძნობა?ნიშანი?გაფრთხილება?
-სარა,გთხოვ შეჭამე რამე-ფიქრებიდან გეგას დაძაბულ ხმას გამოვყავარ,მისკენ ვბრუნდები,შეცვლილი მეჩვენება.თითქოს დაბერებული,თვალები სიღრმეში დაკარგულან,ვუყურებ და ვერ ვხვდები ასეთი მტკივნეული როდის გახდა გეგა ჩემთვის.
-ჭამე გთხოვ,ცუდად გამიხდები-საწოლზე მიჯდება და თავისი ხელით ცდილობს მაჭამოს.უნდობლად ვუყურებ,ვერ გადამიწყვეტია ვჭამო თუ არა,მეშინია მისი ნდობის,ახლა ყველაზე მეტად მეშინია,უნებურად ხელი მუცლისკენ მიმაქვს და ჭიპის ქვემოთ ვიდებ,გეგა ჩემს ხელის მოძრაობას თვალს აყოლებს და წარბებს ჭმუხნის.
-მშია-თავის მართლებასავით გამომდის,არ ვიცი რატომ მაგრამ არ მინდა ასე მიყურებდეს...
ჭამის შემდეგ,გეგა ჩემკენ იხრება,კოცნას აპირებს,მაგრამ მოულოდნელად ჩერდება და დაჟინებით მიყურებს.
-რომ გაიღვიძებ,უნდა ვილაპარაკოთ chocolate-მერე უბრალოდ ყელში,მთავარ არტერიაზე მკოცნის და გადის.მე კი გაოგნებული,შეშინებული და აფორიაქებული, ჩემს თავთან მარტო ვრჩები...
დილით ადრე ვდები და ფეხაკრეფით ჩავდივარ დაბლა,გეგას ბუხრის წინ,პუფში მჯდარს ვხედავ,სძინავს.ჩუმად ვიპარები ოთახიდან,მაგრამ რატომღაც მისკენ ვიხედები,თავი გვერდზე გადაუწევია,ხელები გულზე გადაჯვარედინებული უდევს,ოდნავ გაღებული ტუჩებიდან წამოსული ჰაერი მაკრთობს,უცნაურია,რომ ასე მძაფრად აღვიქვავ მის ამონასუნთქს.ახლოს მივდივარ,მისკენ ვიხრები და ტუჩები მის ტუჩებთან მიმაქვს,არა კოცნას არ ვაპირებ,მე მისი სუნთქვის,პირიდან წამოსული თბილი სუნთქვის შეგრძნება მინდა,სულ რამდენიმე სანტიმეტრი რჩება თავისუფალი ჩვენს ტუჩებს შორის და მისი ამონასუნთქი პირდაპირ ჩემს ტუჩებს ეხლება,მეც ოდნავ ვაღებ ბაგეებს და ამ ჰაერს ფილტვებში ვუშვებ...
გონს მოსული,სასწრაფოდ ვსწორდები და გასასვლელისკენ მივდი არ,სადგამზე ნახატს ვეღარ ვხედავ,სამაგიეროდ ახალი სიტუაცია მხვდება ტილოზე,მე საწოლში, ტანჯული სახით და მუცელზე ხელით.მაციებს,მაკანკალებს,ღებინების შეგრძნებას ჭკუიდან გადავყავარ.სასწრაფოდ გავრბივარ გარეთ და ყველაფერს ვიღებ,ცოტა დამშვიდებული ეზოდან გავდივარ და გზას მივუყვები,თბილისში ვბრუნდები.
*******
სახლში მისვლისთანავე აბაზანაში ვიკეტები და დიდხანს არ გამოვდივარ.თვალებდახუჭულს სხეულზე წყლის ჭავლი მეცლება,წვეთები აჩქარებულად მიუყვებიან ყელს,მკერდს,აღმართი ცოტა ხანს აფერხებთ,მხოლოდ ცოტა ხანს,მერე კი მთელი სისწრაფით სწყდებიან ადგილს და მუცელზე სრიალებენ,ჭიპთან გროვდებიან,ივსებიან და ისევ მთელი ძალით სრიალდებიან ქვევით.ერთხანს ამ სანახაობით გატაცებული ვდგავარ და ყოველი წვეთის მოძრაობას გაფაციცებით ვაკვირდები,თითქოს მეშინია რომელიმე უგზო-უკვლოდ არ დამეკარგოს...
აბაზანიდან გამოსული ხალათითვე ჩავდივარ სამზარეულოში,შიმშილისგან მუცელში წვას ვგრძნობ და გულისრევაც მახსენებს თავს.სახლში არავინ მხვდება,გათამამებული მივდივარ და მაცივარს ვაღებ,მოულოდნელად გამოვარდნილი ცივი ჰაერი ცუდად მხდის და პირდაპირ სამზარეულოს იატაკზე მერევა გული.სარა ექიმთან უნდა წახვიდე,ვეუბნები ჩემს თავს და ოთახში ვბრუნდები.რამდენიმე წუთის შემდეგ მანქანაში ვჯდები და დიღომისკენ მივდივარ.კლინიკაში შესვლისთანავე წამლების სუნი მეცემა და მეშინია გული კიდევ არ ამერიოს.რეგისტრაციის შემდეგ ექიმთან შევდივარ,ის ანალიზების გასაკეთებლად და ეხოსკოპიაზე მიშვებს.ნახევარ საათში ანალიზის პასუხები მიჭირავს ხელში, მაგრამ გახსნას ვერ ვბედავ.
ექიმი მეუბნება,რომ უნდა დავწვე,მეც მორჩილად ვწვები მაგიდაზე და განაჩენის გამოტანას თვალებდახუჭული ველი.
******
გეგა
სიცივე მაღვიძებს,თვალებს ნელა ვახელ და ხელებს ვშლი, უშნოდ წოლისგან ყველაფერი მტკივა,ვდგები და წელში ვსწორდები.მაჯაზე ჩამოფარებულ მაისურის სახელოს ვწევ და საათს დავყურებ,რამდენ ხანს მძინებია.დროა ჩემს გოგოს ვაჭამო,ცოდოა, ძალიან დასუსტდა.ყავას ვაკეთებ და კარაქიან პურთან ერთად ლანგარზე ვაწყობ,შოკოლადიც არ მავიწყდება.მახსენდება,როგორია სარა,როცა შოკოლადს ჭამს,სიამოვნებისგან მაჟრიალებს და მეღიმება.ფრთხილად ავდივარ კიბეებზე და ვშეშდები,სადაა სარა?სად წავიდა ჩემი chocolate?ისევ უკან ჩამოვრბივარ და შეშინებული ეზოში ვიწყებ ძებნას,არსადაა.წავიდა!ყურებში ზარის რეკვასავით ჩამესმის ჩემივე ფიქრები.ვერ ავუხსენი,ვერ ვუთხარი,ეტკინა,ვიცი,რომ ეტკინა.ჯანდაბა,ჯანდაბა გეგა.გაბრაზებული ჩემს თავს ვაგინებ და იმ ნახატს გუშინ სხვენში,რომ ავიტანე,ბუხარში ვაგდებ.ცუდად გამიგე,ვერ მიმიხვდი სარა,არ.მინდოდა ასე რომ გაგეგო.ტკივილისგან სხეული მიშეშდება.ვდგავარ და ვუყურებ,როგორ იწვის ''ღამე ეშმაკთან'',ვდაგავარ და ცეცხლს მიშტერებული სარაზე ვფიქრობ.დავკარგე,საბოლოოდ დავკარგე.მახსენდება გუშინდელი მისი სახე და ტკივილი შიგნეულობას მიწვავს,პულსს ყელში ვგრძნობ.მინდა,რომ ეს ყველაფერი დამთავრდეს,ეს მალვა,ეს იდუმალება,საიდუმლო.მე უნდა ვიბრძოლო შენთვის სარა,თუნდაც ეს საბედისწერო აღმოჩნდეს ჩემთვის.მჭირდები chocolate-ვჩურჩულებ და თავს ხელებში ვრგავ,ცეცხლის ბოლო ენა ევლება ნახატს და ''ეშმაკი''თავისივე ჯოჯოხეთში იწვება.

ვიცი,რომ ძალიან პატარა თავია, არ მინდოდა ასე პატარა დამედო,მაგრამ რაღაცნაირად ვერ დავწერე მეტი,არადა ერთ ადამიანს შევპირდი დღეს დავდებთქო და მაგიტომ ვდებ.მე მაპატიეთ.

№1  offline წევრი kaxelii

პირველი ვარ... წავიკითხავ და დავწერ მაგრამ უკვე ვიცი რომ მაგარი იქნება

№2  offline წევრი Lana Tomlinson

როგორც იქნა სარა გაიგებს ორსულობის შესახებ ^_^ ამათთან ერთად მეც ვიტანჯები.იმედია მალე ეშველებათ <3 შენ ძალიან კარგი ხარ,ძალიან კარგად წერ <3

№3  offline მოდერი sameone crazy girl

უკვე მერამდენედ ვამბობ რომ მაგარი ხარ და არ მბეზრდება love აუუ რატო დაწვა ნახატი მერე რა რომ ის "ეშმაკი" არ მოსწონს . ამ გოგომ კიდე მეოთხე თავი დაწერე უკვე და რა ვეღარ მიხვდა რომ ფეხმძიმედაა მალე ბავშვი ამოსძახებს მგონი wink wink

№4  offline წევრი kaxelii

არ შევმცდარვარ რაღაც განსხვავებულია ამოუცნობი რაც მიზიდავს. არ ვიცი ძალიან მაგარი ხარ love უძალიანმაგრესი love პატარათავებს დებ recourse არ მყოფნის. ხვალ დადე რა გთხოვ

№5  offline მოდერი ^paradise^

ჩემი მონატრებული გოგოო მოვიდა wink შეუდარებელი ხარ,აი აღწერაში ხარ რაღაც საოცრება love ყოჩაღ !!

№6  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

sameone crazy girl
უკვე მერამდენედ ვამბობ რომ მაგარი ხარ და არ მბეზრდება love აუუ რატო დაწვა ნახატი მერე რა რომ ის "ეშმაკი" არ მოსწონს . ამ გოგომ კიდე მეოთხე თავი დაწერე უკვე და რა ვეღარ მიხვდა რომ ფეხმძიმედაა მალე ბავშვი ამოსძახებს მგონი wink wink

მიხვდა მაგრამ დაჯერება არ უნდა.

^paradise^
ჩემი მონატრებული გოგოო მოვიდა wink შეუდარებელი ხარ,აი აღწერაში ხარ რაღაც საოცრება love ყოჩაღ !!

დიდი მადლობა paradise love

№7  offline წევრი ნ ი ნ ა

ძალიან გამიხარდა ახალი თავი რომ დამხვდა დღეს.დავიტანჯე ამათი საცოდაობით,იმედია ყველაფერი მალე გაირკვევა. ველი ახალ თავს,შენზე კი არაფერს ვიტყვი რადგან სათქმელი არაფერი უდაოდ ნიჭიერი ხარ

№8  offline წევრი Firefly

ველოდებოდი ამ მოთხრობას და ძალიან გამიხარდა შემოსვლისას რომ დამხვდა.ძალიან მომწონს♥
--------------------
M.T

№9  offline წევრი kora

შეუდარებელი ხარ, როგორც ყოველთვის, საოცრად ემოციური თავი იყო.
მესმის სარასი, დაბნეულია და უჭირს ყველაფრის გაანალიზება. გეგაც მეცოდება ძალიან, ეტყობა, რომ მართლა ძალიან უყვარს.
ძალიან არ მინდა იმ ბავშვს რამე დაემართოს. მინდა ეს წყვილი ერთად და თან ძალიან <3
--------------------
kira.G

№10 სტუმარი black

Ra daabnie es sara tooo...imedia gaarkveven male raa...icode shenzea damokidebuli chemi nervebi am

№11  offline ახალბედა მწერალი lullaby

ჩემი პასუხისმგებლიანი, ლამაზთვალება!!! <3
დაგიდია და მე ახლა მოვახერხე აქ შემოსვლა.
მერე რა რომ პატარა იყო.
გეგას პირით რომ წერ სულ ეკალი მაყრის, არ ვიცი რატომ. არადა სულ სამჯერ თუ ოთხჯერ თუ იყო ასეთი შემთხვევა. მინდა ისევ გეგას მხრიდან დაწერო, როცა სარას ამბავს გაიგევს. მისი შინაგანი განცდები მაინტერესებს მაგ დროს ^^
ბევრს ვითხოვ? კაი :დდ

უკარგესი ხარ.
წავალ ახლა ინტერვიუს ჩავუყვები ^_^

№12  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

lullaby
ჩემი პასუხისმგებლიანი, ლამაზთვალება!!! <3
დაგიდია და მე ახლა მოვახერხე აქ შემოსვლა.
მერე რა რომ პატარა იყო.
გეგას პირით რომ წერ სულ ეკალი მაყრის, არ ვიცი რატომ. არადა სულ სამჯერ თუ ოთხჯერ თუ იყო ასეთი შემთხვევა. მინდა ისევ გეგას მხრიდან დაწერო, როცა სარას ამბავს გაიგევს. მისი შინაგანი განცდები მაინტერესებს მაგ დროს ^^
ბევრს ვითხოვ? კაი :დდ

უკარგესი ხარ.
წავალ ახლა ინტერვიუს ჩავუყვები ^_^

მარიამ ჩემო თბილო,მადლობა ასეთი სიტყვებისთვის.ვეცდები გეგა უფრო გამოვკვეთო

kora
შეუდარებელი ხარ, როგორც ყოველთვის, საოცრად ემოციური თავი იყო.
მესმის სარასი, დაბნეულია და უჭირს ყველაფრის გაანალიზება. გეგაც მეცოდება ძალიან, ეტყობა, რომ მართლა ძალიან უყვარს.
ძალიან არ მინდა იმ ბავშვს რამე დაემართოს. მინდა ეს წყვილი ერთად და თან ძალიან <3

კორა შენი კომენტარის გარეშე,არ მინდა ჩემი ისტორია.შეგეჩვიე..მადლობა

black
Ra daabnie es sara tooo...imedia gaarkveven male raa...icode shenzea damokidebuli chemi nervebi am

ბლაკ.გაუფრთხილდი ნერვებს ჩემო იდუმალო

№13 სტუმარი black

Ukve agar var idumali ras merchi:Dchemi saxeli xoici?!love

№14  offline წევრი Psycopath13

აუ ეშველოთ რა ამ ორს :D იმაზე ლაპარაკი,რომ ძალიან კარგი ხარ ზედმეტიაა.
მართალია ეს პატარა თავი იყო,მაგრამ მაინც კარგი იყოო.იმედია მომდევნო უფრო დიდი და "მსუყე" იქნება.
წარმატებები და ველოდები მომდევნო თავს love

№15  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

black
Ukve agar var idumali ras merchi:Dchemi saxeli xoici?!love

არა არ ვიცი,საიდან უნდა ვიცოდე.არ გითქვამს

№16 სტუმარი Ano

Velodebi dzalian, dzalian didxans nu gvalodineb gtxov

№17  offline აქტიური მკითხველი lalita

რა ტკბილი გოგო ხარ უჰ კარგი იყო.

№18 სტუმარი black

ლორელაი
black
Ukve agar var idumali ras merchi:Dchemi saxeli xoici?!love

არა არ ვიცი,საიდან უნდა ვიცოდე.არ გითქვამს

mainc damainc nikze davawero noe vartko?!winkyvelam icis ro eg mqvia vistanac am saitze kargad var..vabshe erkinios kitxe da is mogiyveba vin var imito ro mshipravswink

Zustad chems dabadebisdgeze gagiketet sachuqari da gitxarit ro noe merqva da sxva ravqna?!am

№19  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

არ მჯერა,სანამ არ გიხილავ ფეისბუქზეეე♥♥

№20  offline ახალბედა მწერალი ერკე

აქა ვარ აქ! ვადასტურებ ნოე ჰქვია :დ და ყავს დაც... ხო დის სახელი ჯერ ვერ გავიგე, მაგრამ ხომ ყავს :D :D
მოკლედ იდუმალი და ამოუცნობი ფენომენი იშიფრება და აღარ არის ამოუცნობი am იდიოტი :დდ

რაც შეეხება ამ ისტორიას... ძალიან მომწონს განვითარება, როგორც ყოველთვის არ ველოდი და ყოველ თავში რაღაც მოულოდნელი ხდება. საოცარია.
ისე გემრიელად ჩავიკითხე და გული ამოვარდნას მქონდა ამათი ტანჯვისას, რომ შემეშინდა უცებ არ გაჩერდეს ჩემი ოქროს გული მეთქი wink
ხოდა სარა იმაზე ძლიერი აღმოჩნდა ვიდრე ვფიქრობდი, როგორ დაიწყო თავიდან ეს ისტორია და წარმოდგენა არ მქონდა საერთოდ ასეთ ძლიერ ქალთან თუ მქონდა შეხება... ოო, მაგარია რა ...
რაც მთავარია მხიბლავს შენი წერის სტილი და აი, რამდენი ხანია მოგყვები უკვე.
აღარ მოდის დასასრული?! love wink უბრალოდ ძალიან გაწელვაც არ ვარგა :D ძალით გაწელილის შთაბეჭდილება, რომ არ დარჩეს. ხოდა დროზე მოუხერხე ამ ორს რაღაც და აგვინთე მწვანე შუქი, რომ ბედნიერებით დაგვატკბო... ვაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააახ! love
LOVE YOU
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№21  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ერკე

კარგი რა ერკე, ახლა ეს გაწელილია?ვერ დავიჯერებ...ხელი არ აგიკანკალდა ამას რომ მწერდი?ხო ძლიერი გახდა სარა.მოგწონს არაა?მეც.გეგა უფრო♥შენ არ მოგწონს?ბლაკს. ასე კარგად იცნობ?რამდენი წლისაა საინტერესოა?

№22 სტუმარი black

K

eh vberdebi Daowink24wlis var xo ase kargad micnobs am,saitze pirvelma Magan mipasuxa komentarzelovewink

№23  offline წევრი TAKO23

'ლ'ლ'ლ''ლ'ლ'ლლ'ლ'ლ'ლ'ლ&#
039;

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent