****
ორი საათია.ახლა ჩანთის მაგარი ნაწილი ზედმეტად რბილი და კომფორტული მეჩვენება.მარჯვნივ ისტორიის მასწავლებელი ზის და გულისშემაწუხებელი ხმით უხსნის რაღაცას დაფასთან გასულს.ტელეფონზე შეერთებული ყურსასმენებიდან 'ედ შირანის' ჯადოსნური ხმა ისმის.მარცხნივ ჩემი ცხოვრების თანამგზავრი მიზის,რომელიც სულაც არაა მამრობითი სქესის წარმომადგენელი და დაქალის ფუნქციას ასრულებს .ვხვდები,სიმღერა ნელ-ნელა როგორ მიბყრობს და წამის შემდეგ ვასკვნი,მე ჩემი ცხოვრების soundtrack ვიპოვე.ზარის ხმაზე კლასი იშლება.თავის აწევის არც სურვილი მაქვს,არც ძალა.მხარზე მექაჩებიან და მეუბნებიან,რომ წასვლის დროა.დაჰიპნოზებულივით ვდგები ფეხზე და კითხვაზე,რომელსაც დამეფიცება შინაარსს ვერ ვუგებ,თავს ვაქნევ. გასასვლელისკენ მივდივარ.მივდივარ,მაგრამ არა სახლში, შემდეგი გაჩერება ქიმიის კაბინეტია მეოთხე სართულზე.რომელიღაც დაბალკლასელი მწარედ მასკდება და არც მიმჩნევს ისე უბრუნდება მეორეს ხელების შლით.მიჩნდება კითხვა,სად დაკარგა ამ პატარა ღლაპმა სინდისის გრძნობა და ინტერესი მიბყრობს, მეც ასეთი ვიყავი თუ არა ადრე.ყურსასმენებში ამჟამად როკი გაჰკივის და ყურადღებას იბყრობს.ამ მომენტში სულაც არ მეჩვენება ვიღაცის კივილი ცუდ მოსასმენად,მაგრამ სენსორს მაინც ვაწვები და ისევ 'შირანს' ვუბრუნდები.კლასში შესვლამდე მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი,ყოველგვარი დაძაბულობა ცუდ განწყობასთან ერთად მეოთხე სართულის ფანჯრიდან მოვიქნიო და მასწავლებელს ღიმილით ვესალმები. გაკვეთილი იწყება . დაფასთან პირველი გამოძახებული გადის. რვეულის უკანა ფურცელზე უცნაურ ფიგურებს ვხატავ. 'შირანი' სიმღერას წყვეტს და სადღაც უჩინარდება. გულში ღიღინს ვაგრძელებ და მასწავლებლის ხმა სადღაც შორიდან,ისიც გაურკვეველი ბგერებით მესმის.ისტორიისგან განსხვავებით,როგორც ჩანს დღეს ესეც ჩემსავით ვერ არის 'ხოდზე' და წყნარად ზის. დაფასთან არ მიძახებენ.გაკვეთილი უაზროდ იწელება.ყურსასმენებს მიშტერებული,ისევ ცხოვრებაზე ვფიქრდები,ამას ჩემს ახლად აღმოჩენილ 'საუნდთრექთან' მივყავარ,ეს ისევ ედ-ს მახსენებს და მუსიკაც თითქოს ტელეფონში ჩაურთველად ცოცხლდება. მეღიმება და ხმამაღლა ვღიღინებ: 'loving can hurt,loving can hurt sometimes,but it's the only thing that i know'. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.