წერილი დედას !
დე... ახლაც იმ აზრამდე მივყავარ ამ ცხოვრების გზას საითკენაც ყოველთვის მიმაქროლებდა. აღარ ვარ ბავშვი თუმცა არც ყოველი ნაბიჯი, ფიქრი თუ უბრალოდ განზრახვა არ მაქვს ჩამოყალიბებული ადამიანის.ვიცი მაინც გაიგებ ჩემს ყოველ ცრემლს, შეცდომას. შენ ხომ ის ადამიანი ხარ ვის მხარზეც შემეძლო დღედაღამ ქვითინი. გულაჩუყებული შვილის მოსმენით არასოდეს დაღლილხარ. არასოდეს მიგიტოვებია შენი სიმწრით გაზრდილი პატარა გოგო. არ ჩამოგიყრია ყურები არცერთი დაცემის დროს. არ გითქვამს "მორჩა, დავიღალეო". არც მუშაობით დაღლილა შენი ნატიფი, გაძვალტყავებული ხელები. ბავშვობაში როცა გავცივდებოდი ხოლმე, სასსთუმალთან მითენებდი, ზამთრის სუსხიან ღამეებს. მე დღეს ვამაყობ, ვამაყობ ყოველი შენი ნაბიჯით. ყველა ტკივილი, ცრემლი რომ ჩემს გამო გადაიტანე. დედი როგორ მინდა ოდესმე მაინც მოგილოცო რომ შენ აღმზარდე ისეთი კეთილი და მებრძოლი გოგო რომელზეც მამა ოცნებობდა. თუმცა არვიცი, განა დადგება ეს სანატრელი დღე?! ვიცი გამიგებ, გაიგებ ჩემს ნააზრევს. არ შემიძლია ვიყო ისეთი ძლიერი როგორადაც შენს თვალში ვჩანვარ. მაინც ვტირი ხოლმე იცი?! როცა მამის მონატრება შემახსენებს ხოლმე თავს. ისე როგორც 30 მარტს. ამ დღეს ყოველთვის ქარია. თითქოს მამა მოდის და მეალერსება, იმ თმაზე რომლის სურნელიც გიყვარდათ ჩემში ყველაზე მეტად. მე მაპატიე დედი... მაპატიე ვეღარ ვძლებ. ვეღარ მივდივარ იმ ძლიერებისკენ რომელსაც ჩემგან მოელოდი. ოდესმე ნახავ ამ წერილს. მაშინ როცა ტკივილით გაბრუებული პოეტი დავტოვებ მიწას. მეუბნებოდი იცხოვრე ისე რომ არავინ დაგზრახოსო. სულ მიმეორებდი: -იცხოვრე სწორად. გადადგი სწორი ნაბიჯები მომავლისკენ. არ ჩაგრო ხალხი. არ უყურო თუ როგორ ცხოვრობს სხვა... უყურე მხოლოდ შენი ცხოვრების გზას.... ! მიყვარხარ დედი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.