შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ის"


16-04-2016, 18:58
ავტორი mai13
ნანახია 1 730

ღამე იყო... ბნელოდა... ის კი მარტო მიდიოდა, რა უნდოდა თექვსმეტი წლის გოგონას ღამით გარეთ, თანმხლები პირის გარეშე,თუმცა მარტო იმიტომ იყო, რომ არავინ ჰყავდა, მარტოსული იყო და სწორედ ამას განიცდიდა. ის თანატოლებს არ ჰგავდა, ისინი ქარაფშუტები იყვნენ, ის კი ფიქრობდა ისეთ საკითხებზე და უღრმავდებოდა მათ, როგორიც არის სულის სიფაქიზე, ადამიანის პიროვნულობა, ფსიქოლოგია. ზოგი გაკვირვებული იყო მისი საქციელით და ასაკს აბრალებდა. ის საზოგადოებას ერიდებოდა, რადგან მათ მისი არ ესმოდათ. ზრდასრულ ადამიანს არ შეუძლია იფიქროს ისეთ საკითხებზე, როგორზეც ფიქრობდა პატარა გოგონა. ახლაც, ის მიდიოდა მარტო და ფიქრობდა, როგორ უნდოდა ჰყოლოდა ისეთი ადამიანი, ვისაც მისთვის საინტერესო საკითხებზე ესაუბრებოდა და ვისაც შეეძლებოდა მის კითხვებზე პასუხის გაცემა. თუმცა კი, ასეთი ადამიანი არ არსებობდა, ან თუ არსებობდა, ძალიან შორს იყო მისგან, ისე შორს, როგორც დედამიწა მზისგან, ცოდვის სავსე კაცობრიობა კი ღვთისგან.ის განაგრძობდა ფიქრს და ამწუხრებდა თავისი მდგომარეობა, მარტოსულობა. ამ ფიქრებში იყო გართული, როდესაც მიადგა ადგილს, სადაც აზვირთებული ტალღები ხმაურით ეხეთქებოდა კლდეს. მან ქვევით ჩაიხედა და გაიფიქრა, რომ გადამხტარიყო მის მარტოსულობას ბოლო მოეღებოდა, ზღვის ტალღები გულში ჩაიკრავდნენ და ისიც მათი ნაწილი გახდებოდა. ის ხედავდა მსგავსებას, საკუთარ თავსა და აღელვებულ, მშფოთვარე ტალღებს შორის, სწორედ ასეთი იყო მისი სული, დაუცხრომელი და აღელვებული. თითქოს ტალღები იწვევდნენ მას და ეუბნებოდნენ, რომ იპოვა ის ვისაც/რასაც ეძებდა. დაბოლოს მან გადაწყვიტა, რომ შეერთებოდა მრისხანე ტალღებს, რომლებიც გამალებით ეხეთქებოდა მრავლისმნახველ კლდეს. მან თვალები დახუჭა, ხელები გაშალა და წინ ნაბიჯი გადადგა... ის სამუდამოდ შეუერთდა თავისი სულის ნაწილს, რომელიც არც ისე შორს ყოფილა მისგან.



№1  offline წევრი kakulia

ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

 


№2 სტუმარი სტუმარი ლიკა

იმედია ცოცხალი ხარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent