გაზაფხულს რომ დააგვიანდეს...
იცით, ხანდახან ვფიქრობ, განა ყოველთვის მოდის გაზაფხული ჩვენთან?! განა ყოველთვის იყვავილებს ხოლმე სევდით გადაპენტილ სულში?! განა ყოველთვის ისხამს კვირტებს სითბოს მოლოდინში გაყინული გული?! არ ვიცი... ძნელია წინასწარ ილაპარაკო იმაზე, რასაც თავადაც სულმოუთმენლად ელი. ელი, მაგრამ ეს უსასრულო მოლოდინი გაფიქრებინებს, რომ თითქოს აღარასოდეს გამოიდარებს... თითქოს ეს კითხვები,რომლებიც გამუდმებით ღრღნიან ჩვენს ისედაც გამოფიტულ გონებას, ცდილობენ იმედის სერპანტინზე სიარულით ქანცგაწყვეტილებს, გვაპოვნინონ სიმართლის დიდი კარიბჭე, რომელიც არც ისე შორსაა ჩვენგან... მთავარია, ჩვენ როგორ დავინახავთ მას. მთავარია, ჩვენ როგორ დავიჯერებთ... თუკი გვწამს, რომ გაზაფხული მაინც მოვა, ის აუცილებლად მოვა... უბრალოდ დაიგვიანებს! დიახ, დაიგვიანებს და მერე რა? განა ჩვენ, ადამიანები არ ვიგვიანებთ გამუდმებით? თითქოს სულ ვჩქარობთ, ვჩქარობთ, მაგრამ ბოლოს მაინც ვიგვიანებთ... ალბათ იმიტომ, რომ გვჯერა, გვაპატიებენ! ჰოდა გაზაფხულსაც სჯერა რომ ვაპატიებთ, პირიქით მადლობასაც ვეტყვით დაგვიანებისთვის, რადგან ამ ლოდინმაც მოიტანა რაღაც ! ამ თითქოს საუკუნის სიმარტოვემაც გვასწავლა რაღაც!.. თუნდაც ეს ბრძოლა, გულის დაუღალავი ომი, რომელმაც ფარ-ხმალი არ დაყარა და დიდი რწმენით მიაღწია კიდეც მზის ამოსვლას... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.