შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მახსოვს


16-04-2016, 22:31
ავტორი NA NO
ნანახია 1 965

მახსოვს...

,,მახსოვს“ - რამდენი რამის თქმა და დატევა შეუძლიამ ამ ერთ სიტყვას, ალბათ რამდენი წამი, წუთი და წლებია შენიღბული ამ ერთი სიტყვით... ბედნიერი ვარ, როცა ,,ბევრი“ მახსოვს მაქვს დაგროვილი. ხო, აი ასე ვბედნიერდები - დავჯდები სულელივით და მოგონებებს ვქექავ, ხან ცრემლი მომერევა თვალზე და ხან ღიმილი გამიპობს ბაგეს, რომელიც არაადამიანურ სიცილში გადამეზრდება ხოლმე, ეს მაშინ, როცა ჩვენ მოგონებებს ვიხსენებ, მეგობრებთან ერთად ჩადენილ სისულელეებს, ამოვატივტივებ ხოლმე დაბინდული გონებიდან და თვალწინ კადრებივით ერთი მეორეს ცვლის, თანაც ისეთი ზუსტად იმ დროს, დიდი ვერაფერია რომ არ არის და ხანდახან მნიშვნელობასაც რომ არ ვანიჭებთ, თუმცა რამდენ ნიშნავს მომავლისთვის ერთი დღის მოგონებაც კი... ვუფიქრდები და იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ მოგონებების შეგროვება თითქოს ჰობად მექცა, იმდენად შევეჩვიე უკვე ამას , რომ ახლა გაუცნობიერებლად ვინახავ ყოველ წუთს... ყოველ მომენტს, რადგან ვიცი დადგება ის სევდიანი დღე, როდესაც მოგონებები გამაბედნიერებენ., ისევ მიბიძგებენ რაღაც ახლის გაკეთებისკენ და არ მომცემენ მოდუნების საშუალებას... ალბათ სიბერეში ყველაზე ბედნიერი ვიქნები ამ მხრივ... ალბათ მილიონობით მოგონების აკინძვას შევძლებ თვალებს რომ დავხუჭავ, თუმცა უბედური ვიქნები მეორეს მხრივ, რადგან ჩემს მოგონებებს დააკლდებათ ის ბავშვური სილაღე, რომელიც სიცოცხლის სურვილს ახლა მიმძაფრებს...



№1  offline წევრი kakulia

ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent