შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არა იმიტომ...


7-07-2015, 15:53
ავტორი თამუნა
ნანახია 2 819

ვერ გაგიხსენე, არა იმიტომ,
რომ ძველებურად, აღარ მიყვარხარ,
იმ მოგონებებს, გამხმარ გვირილებს,
მე შერიგების დღისთვის ვინახავ!
რომ დამავიწყდე, აღარ იფიქრო,
გულს მწარე ფიქრი შემოერია,
თუ დამიჯერებ დღემდე მიყვარხარ,
ჩემი ფიქრები ისევ შენია!
ის არ გეგონოს, რომ აღარ გელი,
რომ შენო მოსვლა არ გამახარებს!
თუ კი მოდიხარ, მაშ დროზე მოდი,
ამ მოლოდინით ნუღარ მაწამებ!
რომ არ გინატრე ის არ იფიქრო,
წარსული წლების არ მაქვს დარდები,
და თუ მოვკვდები, მე შენზე ადრე,
არ დამამადლო თეთრი ვარდები!
რომ არ გეძახი, ის არ იფიქრო,
თითქოს სხვის გამო ვარ დღეს ობოლი,
ისევ გუზგუზებს ჩემო სიცოცხლე,
შენ რომ დამინთე გულში კოცონი!



№1  offline ახალბედა მწერალი ერკე

ბედნიერი კაცი იქნება, ვინც შენ შეგიყვარებს. და ვინც შეგიყვარდება კიდევ, ის ორმაგად ბედნიერი უნდა იყოს... ისეთი ხარ, რომ ყოველთვის უნდა იღიმო და ბედნიერი იყო. სხვანაირი ვერ წარმომიდგენიხარ. გულწრფელად ვამბობ სრულიად!
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№2  offline ადმინი შამანი

კარგი ლექსია ♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent