გაზაფხულის წვიმიანი დღე იყო...
გაზაფხული წელიწადის დრო, როდესაც პირველად ჩავისუნთქე ჰაერი და ტირილი დავიწყე. წვიამიანი , ნესტიანი აუტანელი ამის მიუხედავად, მთავარია იგრძნო თუ როგორი გასაოცარია შემდეგ კი ყველაფერი გავიწყდება . გავიწყდება როგორი ბინძურია სამყარო, ხალხი რომელსაც უმიზეზოდ სძულხარ, მტანჯველი მონატრება ან სიყვარული. ეს მხოლოდ გაზაფხულს შეუძლია, შეუძლია დაგტოვოს მხოლოდ შენ მთელს სამყაროში და მოგცეს ყველაფრის გაკეთების უფლება . წვიმიანი დღეები, ხალხი ქოლგით ხელში და წვიმის სურნელისგან დამთვრალი მე. რა ჯობია, წვიმაში მარტო სიარულს, ბოტების ბაკუნს და იმ ყველაფერს რასაც მხოლოდ ერთი სიტყვა გაზაფხული ქვია! კარგად მახსოვს ის საბედისწერო დღე, როდესაც მას შევეჯახე 26 მაისი იყო.ორივე მარტო ვსეირნობდით გაზაფხულის წვიმიან დღეს თითქოს დარდს ვატანდით, წამიერად ორივე გავითიშეთ და ჩვენი ქოლგები, მაშინ ბედისწერამ გადაიხლართა. ეს ნამდვილად ერთი ნახვით შეყვარება იყო. მისი თვალები, რომლენიც ზღვასავით უკიდეგანო და ლურჯი იყო, ბურუსშიც კი ბრწყინავდა. მაშინ უფრო შემიყვარდა გაზაფხული იმდენად, რომ ჩემს გულში ფესვები გაიდგა და აღარსად ლამობდა წასვლას. ბაბუამ სამუდამოდ მაშინ დამტოვა, როდესაც ბოლო და უკანასკნელი სიტყვა მიყვარხარ თქვა. ორი წლის უკან დამთავრდა ყველაფერი, ის ომიდან დაჭრილი დაბრუნდა, ამის მიუხედავად არასდროს არ მაჩვენებდა იმ დიდ ტკივილს რასაც გრძნობდა და ღრმად მალავდა ბურუსში. მისმა სულმა გაზაფხულამდე გასტანა. ღმერთმა მას ბოლო სურვილი შეუსრულა და იმ ქვეყნად ისე გაუშვა. მას სურდა, რომ გაზაფხულის წვიმიან დღეს წასულიყო, ყოველთვის ფიქრობდა, რომ მისი გული ამ პატარა წვიმის წეთების წკპუნით არასოდეს მოკვდებოდა . გაზაფხულის წვიმიანი დღე იყო . ბებია შვილიშვილებს უყვებოდა თავის სიცოცხლის ბედნიერ წამებს, რომელთაც ნამდვილი სიყვარული განაცდევინეს , როდესაც მას სამუდამოდ დაეხუჭა თვალები და უსასრულობაში გადეშვა . სიცოცხლის ბოლო წამამდე ბედნიერი იყო, მაგრამ იქ მაღლა მას უფრო დიდი ბედნიერება ელოდა, რადგან ცხოვრება დიდი ბედნიერებით და სიხარულით არის აღსავსე მითუმეტეს,მაშინ როდესაც შენ თუნდაც ზოგისთვის უბრალო წვიმას დიდ საოცრებათ და ნამდვილ სილამაზედ თვლი. მთავარია ეძებო მასში სილამაზე არ აქვს მნიშვნელობა ეს გაფხული ,ზაფხული თუ ადამიანი იქნება . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.