Ori-GENES
არის-ხოლმე ხანდახან მონატრება გჭამს. ბოლომდე.. ბოლომდე! და არ იცი რა უშველო თვალებში მოწოლილ წნევას. ჯანდაბა... რაც სხვისთვის ყელში ამოსული, საძულველი და ათასჯერ მობეზრებულია, ჩემთვის სუნთქვასავით საჭირო ყოფილა. ყოფილა არა, სულ ვიცოდი რომ იყო, თავისი სიბინძურით, ნაგვით და დამახინჯებული სულით. იმიტომ, რომ მეც მასეთი ვარ, ამ სულში დაბადებული და მისი სიბინძურით ნასაზრდოები. და თავიდანვე განწირული ვიყავი იმის ჭკუის დაკარგვამდე შესაყვარებლად რაც გულის რევამდე არ მომწონს. მეც და ყველა ჩემნაირიც. დავგლეჯდი, დავანაკუწებდი, მილიმეტრებამდე დავშლიდი, რომ მტვრის და ნაგვის ყველა ნაწილაკი საკუთარი ფრჩხილებით ამომეწიწკნა და მერე ისევ თავიდან ამეწყო. ..... ..... ..... არ ვიცი რა ავდმყოფობაა ასეთი, რომ ყველა ვისაც არ უყვარხარ, ყველა ვინც დაგცინის და მასხრად გიგდებს ჭირის დღესავით მძულს. მაშინ როდესაც მე შემიძლია გაგლანძღო, მიწასთან გაგასწორო, ბოლომდე გაგიმეტო. მე უფლება მაქვს, შემიძლია და ჯანდაბა... სიყვარული ზიზღის უფლებასაც მაძლევს. …… ….. .. აწეწილი ძარღვებით გგრძნობ, ისე როგორც ნელი მოქმედების შხამს, როგორც მოსალოდნელ უბედურებას, როგორც სისხლში გამჯდარ შფოთვას. გგრძნობ და მაინც სიგარეტის პირველი ნაფაზივით ბოლომდე გისუნთქავ. საოცარია სხვისი ნათქვამი ყველა პათეტიკური სისულელე როგორი ორგანული ხდება როცა შენ თვითონ გრძნობ. ხოდა გგრძნობ, და გიმსახურებ. ერთმანეთს ვიმსახურებთ. არეულები, ნაწილებად დაშლილები, საკუთარ არსებობაში დაკარგულები, გაწამებულები და საკუთარ ტანჯვაზე გონის დაკარგვამდე შეყვარებულები, ცოცხლები, ცოცხლები, ცოცხლები... რომ გადაწყვიტო ჯერ ცოცხალი უნდა იყო. ...... .. მარაზმია, რომ შენი მესმის. მარაზმია, რომ შენს ნაგავში ჯდომა მინდა, თუ დალაგება, თუ დავიწყება, თუ შეგუება... რაღაც.. ჯანდაბა.. ცეცხლის წაკიდება მინდა, რომ ეშველოს, რომ გაიწმინდოს, რომ დალაგდეს... მაგრამ მანამდე... ვისაც ჩემი არეული არ მოსწონსო. არც მე მომწონს, მაგრამ სხვის დალაგებულს მაინც მირჩევნია. იმიტომ, რომ საშინელი მესაკუთრე და ტვინგადაკეტილი რამე ვარ. იმიტომ, რომ იმიტომ. და კიდევ იმიტომ, რომ ყველაზე მაგარი ორგაზმი ის არის შენს მიწაზე ფეხის დადგმისას რომ განვიცდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.