შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნეტავ, ჩემი ჩრდილი მიმიყვანს გზის ბოლომდე?!


20-04-2016, 01:02
ნანახია 2 204

ვგრძნობ, როგორ მელამუნება გრძელ ოქროსფერ თმაზე ზაფხულის სიო. პლეხანოვზე ნელა მივაბიჯებ და ვიტრინებში ჩემს თავს დაჟინებით ვაკვირდები. ვხვედავ, როგორ ირევა ფერები ერთმანეთში. ლურჯი შავს ემსგავსება, წითელი ყვითელს და შენ მე... კოჭამდე კაბა სიოს მიმართულებით ქრის და ჩემს ფეხებს უფრო მიმზიდველს აჩენს. მოღერებული კისერი ლავიწებთან ერთად კი პოზიციებს არ კარგავს და ყურადღების ცენტრშია, იმდენად ვარ ლავიწის ძვლებით შეპყრობილი რომ მავიწყდება მისი უსულო, უმოქმედობა. შეუპოვრად ვადგამ რამდენიმე ნაბიჯს და ნაცნობ შენობას თვალს ვაყოლებ, გული წამსვე გაორმაგებულად იწყებს ფეთქვას, სისხლის მიმოქცევა კი უფრო ჩქარდება. მახსენდება, რომ ერთ დროს ჩემი სულის ნაწილი აქ დაუღალავად ცეკვავდა, თურმე უშედეგოდ და ცრემლები წამსვე პოულობენ სავალ გზას, როგორც მე და დაუკითხავად ვაღებ სუხიშვილების დიდი დარბაზის კარებს, ნინო რამიშვილის "პლაკატის" წინ ვდგები და რამდენიმე მოძრაობას გადაბმულად ვაკეთებ, ჩუმათ ვღიღინებ და გარე სამყაროს ვეთიშები. თვალები მელულება, მაგრამ ხელები მაინც მოძრაობენ, ჰაერს მსუბუქად აპობენ და ნელა ცეკვავენ ლაზურს. თითქოს არაფერი, მაგრამ ვგრძნობ ჩემში როგორ იჭრება მონატრების დიდი ტალღა, ვიცი, რომ მოთვალთვალე კამერიდან თვალს მადევნებენ და ჩემს შემდეგ მოძრაობას ელოდებიან. დრო აღარ იცდის და მგონი ნაბიჯების ხმაც მესმის და ტანში ჟრუანტელი მივლის. წელზე მაგრად მიჭერენ ხელს და მანჯღრევენ, როგორც ბოროტ 'თოჯინას', რომელიც წარსულოს გამო ისჯება, გაქცევის ძალა აღარ შესწევს ჩემს სხეულს, თითქოს დაქანცული ვიღაცის უცხო სხეულში ვეცემი და გარე სამყაროს ვეთიშები...
მერე სახეზე წვიმის წვეთებს ვგრძნობ ან სულაც ოფლის. თვალებს ნელ-ნელა ვახელ და დებილივით მეღიმება. ჯერ კიდევ 16 წლის ვარ, ჩემს ოთახში, საწოლში ვწევარ, ისევ ბავშობაში ვარ ჩარჩენილი. ვიტრინებში აღარ ვიყურები, აღარც ფერები ირევა ერთმანეთში და არც მე და შენ...
ისევ დაუღალავად დავდივარ ოთხშაბათსა და შაბათს საქართველოს ნაციონალურ ბალეტის დიდ დარბაზში და ნინო რამიშვილის სურათს ბედნიერი სახით შევყურებ, მისი შემხედვარე კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ადამიანები ქმნიან ისტორიას და არა ისტორია ადამიანებს.
ძნელია იცეკვო ისე სრულყოფილად, რომ ჩრდილების ცეკვას აჯობო, მაგრამ მთავარია იპოვო სიმსუბუქე და შენი სულის ჩრდილი თვითონ მიგიყვანს გზის ბოლომდე.
ნეტავ, ჩემი ჩრდილი მიმიყვანს გზის ბოლომდე?!



№1  offline წევრი kakulia

ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent