ისევ..
მთელი ღამე დაუღალავად ვიცეკვებდი ტანგოს შენთან ერთად და არაფერზე ვიფიქრებდი გარდა შენი თვალებისა. მთვარე იქნებოდა ჩვენი მეგზური. დილიდან საღამომდე დაუღალავად მოვუსმენდი შენს ლაპარაკს. შენი სურნელით გაჯერებულ ჰაერს ჩავისუნთქავდი და დაუკითხავად ჩაგიტოვებდი ჩემში. ახლაც მახსენდება შენი შემოხვეული თითები ჩემს წელზე და წარსულში ვიძირები. ისტორიას დავუტოვებდი ჩემს სიცოცხლეს ოღონდ არსებობდე. ბანალურია ყოველ ღამით ფანჯარასთან დგომა და გადახტომაზე ფიქრი მხოლოდ იმიტომ რომ დაგივიწყო.. აგონიაა თითოეული ამოსუნთქვა და უშენოდ გაღვიძება. ვიცი ახლა ჩუმად გეღიმება.. მთვარეს უყურებ და ვარსკვლავებს ითვლი. მე ვიცხოვრებდი კაცობრიობისგან შორს ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ მხოლოდ შენთან ერთად. უამრავი ბედნიერი წუთის გახსენება შეიძლება. თვალებს ვხუჭავ და საკუთარი თავის გაქრობა მინდა. დაუკითხავად შემოიჭერი ჩემს გულში და მთლიანად გაათბე ის .. ზამთარში გაყინულ სხეულს მითბობდა ხოლმე შენი გაფიქრება. შენ სამუდამოდ წახვედი ჩემი გულიდან და სიცარიელე გაამეფე, ახლა სიცივეს ცხელი ჩაი ახშობს, როგორ მინდა შენს სუნთქვას ვგრძნობდე ყელთან. მენატრები. აი უკვე მერამდენედ ვაღიარებ რომ მომენატრე.. მინდა რომ წვიმდეს ... და აი ისევ მთელი ღამე დაუღალავად ვიცეკვებდი ტანგოს შენთან ერთად და არაფერზე
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.