შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილის უსასრულობა


21-04-2016, 20:32
ავტორი deadeako200
ნანახია 1 543

სიკვდილის უსასრულობა
„ჩვენ“ ადამიანები ვიცავთ ყველასგან და ყველაფრისგან მათ, ვინც ჩვენთვის რაიმეს წარმოადგენს, მაგალითად საყვარელ ადამიანებს. მამაკაცები ცხოვრების ბრილიანტ მონაპოვრებს და შვილებს. ალბათ არაფერია შვილის ჩახუტებაზე, მის მოფერებაზე, კოცნაზე და რჩევის მიცემაზე უკეთესი.
21-ივნისი
(მოქმედება I - ბათუმი, სამშობიარო)
12:00
ექიმი: ქალი შეიყვანეთ პალატაში, დროა!
მამა: კარგად იქნება? შეიძლება შემოგყვეთ? გთხოვთ.
ექიმი: მთავარი ექიმი თუ ნებას დაგრთავთ, შეგიძლიათ დაესწროთ.
მამა: ექიმო, გთხოვთ, მას ახლა სჭირდება ჩემი გვერდში დგომა, უარს ნუ მეტყვით.
მთ. ექიმი: ქალის მდგომარეობა - საკმაოდ მძიმეა, ვერ გავრისკავთ და ვერ მოგცემთ დასწრების უფლებას, მაპატიეთ.
12:48
ექიმი: ვემზადებით საოპერაციოდ.
16:15
ექიმი: მთავარი ექიმი არსად ჩანს, ნუ ვაჭიანურებთ.
მამა: რა ხდება? რას მიმალავთ, რამე ხდება? გთხოვთ ყურადღება მომაქციეთ.
16:30
მამა: გთხოვთ...
17:00
მამა: გთხოვთ...
17:28
ექიმი: ნუ ნერვიულობთ! ოპერაცია დაიწყო. იმედს ვიტოვებთ, რომ ყველაფერი წარმატებით დასრულდება.
მამა: ღმერთმა გისმინოთ... (მისი სევდით მოცული გული კიდევ უფრო აფრთხიალდა, მოუსვენრობისგან ერთ ადგილზე არ უჩერდებოდა - თავი დაიმშვიდა და ექიმს მოთბინებით ელოდებოდა).
19:49
ექიმი: მამა სად არის?
მამა: აქ...
ექიმი: შვილები გყავთ?
მამა: რა ხდება მითხარით, როგორ არიან ისინი?
ექიმი: კარგად!.. კითხვა დაგისვით და პასუხს ველი.
მამა: დიახ, ორი შვილი გვყავს...
ექიმი: სად ცხოვრობთ?
მამა: თბილისში.
ექიმი: ამხელა გზაზე წამოსვლისას არ დაფიქრდით, რომ ორსული ქალის მგზავრობა სახიფათო იქნებოდა?
მამა: ახლა ზაფხულია, მძიმე დატვირთული დღეების შემდეგ ნამდვილად ღირს დასვენება, თან ჩვენი პატარა გოგონა ქობულეთსი იყო ბებოსთან ერთად, მოტანვარჯიშეა, ჩვენი ცისფერთვალება, ქერა ანგელოზი . 20 ივნისს კი ჩვენთან ჩამოვიდა, აქ სახლი გვაქვს და ხშირად ჩამოვდივართ. საღამო ხანს გვესტუმრნენ ჩვენი მშობლები თბილისიდან, ჩვენი მეორე გოგონა და ელენის (ცოლი) დები მეუღლეებთან ერთად. რესტორანი დავჯავშნეთ საღამოს 9 საათზე, ყველა ჟრიამულობდა, მაგრამ უეცრად ელენი ცუდად გახდა, სასწრაფოდ მოგვიწია მისი აქ გადმოყვანა... ახლა კი ვზივარ, უშედეგოდ, უიმედოდ, შიშმაც შემიპყრო, არ ვიცი რა იქნება შემდეგ...
ექიმი: ნუ ღელავთ, მთავარი ექიმი მალე სასიხარულო ამბით გულს გაგიხარებთ... ცხელ ყავას მოგიტანთ.
21:13
მთ.ექიმი: დავით ჭავჭავაძე რომელია?
მამა: მე გახლავართ...
მთ.ექიმი: გილოცავთ! ბიჭია! ბიჭი!.. პატარაც და თქვენი მეუღლეც კარგად არიან, მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა თქვენი ელენი სუსტად გრძნობს თავს. პატარა შეგიძლიათ მე-4 სართულზე, 417-ე ოთახში იხილოთ.
მამის წერილი პირადი დღიურიდან:
როდესაც ოთახში შევედი და დავინახე ჩემი ბიჭუნა, ეძინა... მაშინ თავიდან დავიბადე, თითქოს უცოდველი ვიყავი, ეს გრძნობა კიდევ ერთხელ განვიცადე, მესამედ გავხდი მამა, მაგრამ ეს რაღაც ახალი იყო, სხვა შემთხვევებს არ ჰგავდა. სიტყვებით მიჭირს ამის გადმოცემა. თითქოს ბნელი წყვდიადიდან გამოვედი და ნათელმა მომჭრა თვალი. მისი სურნელი, პატარა თითები, პატარა ფეხუცუნები...ძალიან ცქნაფა და უცოდველი იყო. პამპერსი გამოვუცვალე და ჩემი პირველი ნაყიდი ტანსაცმელიც ჩავაცვი. თვალები გაახილა, ბრიალა მწვანე თვალები შემომანათა და მაშინ ყველანაირი ნერვიულობა, შიში, უიმედობა გადამავიწყდა და ჩემში ახალი ემოციების ნაპერწკალი გაჩნდა. მალევე მიეძინა და მეც ელენთან გავიპარე...
22-ივნისი
(მოქმედება II - სამშობიაროს პალატა)
12:15
მამა: ელენ, როგორ ხარ საყვარელო?
დედა: უკეთ, თუმცა ძალაგამოცლილი.
მამა: ჩვენ ამას ერთად მოვერევით.
დედა: ჩამეხუტები?
მამა: რათქმაუნდა... იცი პატარა ვნახე, შენნაირი თვალები აქვს.
დედა: მწვანე თვალები აქვს?
მამა: კი...ლამაზი, ბრიალა... რა დავარქვათ?
დედა: ცოტნე...
მამა: ლამაზი სახელია, მომწონს.. დაისვენე ახლა, მოგვიანებით გნახავ...
23-ივნისი
მამა: ელენ, სამსახურიდან დამირეკეს, კიევში მივემგზავრები 2 კვირით, საგანგებო ვითარებაა, რომ არ წავიდე სამსახურს დავკარგავ.
დედა: არაუშავს დათი, დედა დამეხმარება დროებით პატარას მოვლაში.
მამა: მთავარ ექიმს ვესაუბრე და მითხრა, რომ გამოგწერენ, შეგვიძლია ხვალ წავიდეთ.
დედა: ჩვენ ნათესავებსაც გააგებინე.
24 -ივნისი
ოჯახის წევრები განაწილდნენ და თბილისში წამოსასვლელად მოემზადნენ, თუმცა პატარა ნიაკომ დედას უთხრა:
- დედი, შეიძლება პატარა ჩვენს მანქანაში ჩავსვათ, გზაში ვეთამაშები, გპირდები კარგად მოვუვლი.
- თუ ექთანიც თქვენთან ერთად წამოვა შეიძლება.
შეიძლება შენსავე ცხოვრებაში ცხოვრებამ სრულიად სხვა შემსრულებელი მონახოს, რადგან იგი მოულოდნელობებითაა სავსე.
პატარა ნიაკო ბიძასთან, ექთანთან და პატარა ბაიასთან ერთად მოდიოდა თბილისის გზაზე, ზესტაფონში შეჩერდნენ. მამამ კი გააფრთხილა ისინი რომ რიკოთის გზამდე 40 წუთის სავალიღა იყო დარჩენილი და დაბალი სიჩქარით ევლოთ.
ნიაკო და ცოტნე თამაშობდნენ, როდესაც ბიძიამ ექთანს გადაულაპარაკა:
- რაიმე საშიშროება ხომ არ არის 2 დღის ბაიას ამხელა გზაზე წაყვანის?
- ვფიქრობ არა...
- კეთილი მგზავრობა ბატონო...
თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, შეხმატკბილებული ოჯახის წევრების სახეებზე ღიმილი ისახებოდა. ნიაკოს ბიძა ყველაზე წინ მიდიოდა, როდესაც შენიშნა მის წინ მიმავალი ტრაილერი, სცადა დისტანციის დაცვა. თუმცა, ამ ტრაილერის წინ სხვა სატვირთო მიდიოდა. მათი მანქანის წინ მიმავალმა წინაზე გასწრება სცადა, უწყვეტ ზოლზე, ორმხრივი მოძრაობისას სიჩქარით მომავალი მანქანის დანახვისას მან ვეღარ შეძლო უკან დაბრუნება და.....მოხდა ავარია. ტრაილერი ამობრუნდა და 4 მანქანა მოიყოლა... ერთ-ერთში ჭავჭავაძეების ოჯახი იჯდა.
ინციდენტიდან 3 წუთში მანქანა აფეთქდა...
ზოგჯერ იმ ადამიანებს ვკარგავთ რომლებიც ჩვენთვის, ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესნი არიან. იმ მანქანიდან არავის გადარჩენილა პატარა ნიაკოს გარდა და ისიც მხოლოდ იმიტომ რომ საბარგულში გადაძრომა მოასწრო. ასეთი სასწაულები მხოლოდ ზღაპრებში ხდება. ამ ამბავს შეეწირა სრულიად უსამართლოდ, უცოდველი, ახალი სიცოცხლე, პატარა ცოტნე... მაშინ როდესაც ყველაფერს კარგავ გიმძიმს ცხოვრების გაგრძელება. ნიაკომ მიიღო მესამე ხარისხის დამწვრობა, რის გამოც მშობლებს მისი გერმანიაში წაყვანა მოუხდათ, დაბოლოს კვლავ საქართველოში დაბრუნდა. მამა კიევში წასვლის მერე საქართველოში არც დაბრუნებულა. ნიაკო კი მუდამ მარტოსულად გრძნობდა თავს და პატარა ძმის სიკვდილშიც საკუთარ თავს იდანაშაულებდა.
31 აპრილს მან მოითხოვა მამის ნახვა, ნიაკომ მამისთვის დაწერა წერილი, მამამ მიიღო გზავნილი და საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტა...
„ნიაკოს წერილი: მამი რატომ დამტოვე? ხომ მეუბნებოდი მიყვარხარო? მაგრამ შეგეშინდა და შენც წახვედი ...
დიდხანს გელოდი, არ მოდიოდი,
კვლავ დედა მიშრობდა ცრემლებს
ვნატრობდი როდის ჩამიხუტებდი
როდის მოგხვევდი ხელებს.
მაგრამ შენ გაქრი, ასე უბრალოდ
უბრალოდ წახვედი შორს
ზურგს არ მიმაგრებდი და მეც გავიფიქრე
ყველასგან გაქცევა სჯობს
მინდოდა გეთქვა „გაჩერდი“ „დარჩი“
როცა გავექეცი ყველას
მხოლოდ შენს რჩევას ველოდებოდი
არავის ვუსმენდი სხვას.
შენ რომ გეთხოვა შენს თავს ვფიცავარ
არ დავიშურებდი თავს,
დღესაც მარტო ვარ, კვლავ გელოდები
მეტს ვეღარ გავძლებ წამით
მიყვარხარ, მე არ გემშვიდობები
ოდესმე შეგხვდები მამი.“(მოქმედება III – მამა შედის ნიაკოს პალატაში)09:12მთ.ექიმი: სასუნთქი აპარატი მოამზადეთ, ხელიდან გვეცლება პაციენტი.
09:45
ექიმი: ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ.
შემოდის პალატაში მამა
მთ.ექიმი: მშობელი პალატიდან გაიყვანეთ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent