შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტკივილამდე მენატრები!!!!


21-04-2016, 21:13
ავტორი gochi
ნანახია 3 696

არ ვიცი რატომ,მაგრამ ყოველთვის მეგონა,რომ ძლიერი ვიყავი და ცხოვრებაში ყველაფერს გავუძლებდი,მაგრამ ასე არ აღმოჩნდა.საკმარისი გახდა,რომ რაღაც შეცვლილიყო ჩემს ცხოვრებაში,რამაც ყველაფერი გაანადგურა და მეც ასე დავსუსტდი.დავკარგე ბრძოლის და ყველაფრის სურვილი,ვერ გავუმკლავდი ტკივილს,რომელსაც შენი სახელი ქვია მარიამ.ვერ შევძელი,შენმა წასვლამ ყველანაირად გამანადგურა ეს ტკივილი კი დღითიდღე მატულობს და შიგნიდან მანგრევს.გული ვერ უძლებს იმ წუთების და წამების გახსენებას,რაც ერთად გავიარეთ და იმ ავბედით დღის გახსენებას,როვა უკანასკნელად გნახე ჩემო პატარავ.რატომღაც მეგონა,რომ იმ წუთას ტკივილისგან გონებას დავკარგავდი,ვიკივლებდი,ვიწივლებდი,მაგრამ ამის მაგივრად გაშეშებული ვუყურებდი თუ როგორ მიდიოდა შენი პატარა,ციცქნა სხეული მიწაში.იმ წუთას გავქვავდი,ალბათ გულიც აღარ ძგერდა.ტკივილი იმდენად მწარე იყო,რომ ვეღარაფერს ვგრძნობდი,თუ რა ხდებოდა ჩემს ირგვლივ და ვიდექი მშვიდად,თუმცა ვინ იცის იმ დროს ჩემს შიგნით რა ტრიალებდა.ვიცი,რომ ამ ყველაფრის საყურებლად ძალა შენ მომეცი...იცი საშინლად მომენატრე,ტკივილამდე,კივილამდე მომენატრე.ვერ გთხოვ დაბრუნდითქო ეს ხომ შეუძლებელია,ეს ცხოვრება ხომ ამის საშუალებას არასოდეს მოგვცემს.შენ იქ ხარ,მე კი აქ შენს მონატრებას ვებრძვი,რომელიც ძალას მაცლის და ხანდახან სუნთქვის საშუალებასაც კი არ მაძლევს.ხალხს,რომ ვუთხრა,რომ ვგრძნობ შენს შეხებას,ვგრძნობ როგორ მეხმარები როცა ძალიან მჭირდები ვიცი,ვიცი რომ დამცინებენ ეს ხომ წარმოუდგენელი რამაა,მაგრამ არა ჩემთვის.მე ვიცი,რომ ეს შენ ხარ იმიტომ,რომ იცი როგორც მიჭირს უშენოდ ყოფნა და სწორედ ამიტომ ხარ მუდამ ჩემს გვერდით.გოჭო,შენ ხომ სწორედ ასე მეძახდი.ვერც კი წარმოიდგენ როგორ მინდა ისევ გავიგონო შენგან ეს სიტყვები,როგორ მინდა ჩაგეხუტო და აღარ გაგიშვა,მაგრამ შენ უკვე წახვედი,დამტოვე და ამას ვეღარაფერი შეცვლის.მარიამ,შენ მუდამ იქნები შემს გულში ყველაზე ტკბილ მოგონებად,შენ ხომ ჩემი პირადი,პატარა ანგელოზი ხარ.მენატრები,მიყვარხარ,მაკლიხარ და მუდამ მემახსოვრები სანამ აქ ამ სასტიკ სამყაროში მიწევს ყოფნა.



№1  offline წევრი kakulia

ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent