შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემო ალექს!


23-04-2016, 13:59
ავტორი -ნინაკა
ნანახია 1 619

ალექს.
ჩემო ალექს.
მიყვარხარ.
შენი ყოველი უჯრედიანად, ყოველი თმის ღერიანად.. და მე გგრძნობ ყველაფრით. როცა მოსწავლე ვიყავი და დაფასთან გავდიოდი, მუცელში რაღაც ამოუცნობი შეგრძნებები მიმდინარეობდა. სიკვდილი იყო. იმ დროს ეს, მაგრამ ახლა შენს უბრალო შემოხედვაზეც, მაგრამ შენ როდი შეგიძლია უბრალო შემოხედვა?! მოკლედ, ჩემ შიგნით ორგანიზმი ჯუნგლებად იქცევა და მაიმუნები თხემიდან ტერფამდე ყველა ნერვის გავლით ელვის სისწრაფით დახტუნავენ. შენ მზერაში ვკითხულობ ალექს, რომ გაინტერესებს ესეც სიკვდილია ჩემთვის თუ არა.. მართალი ვარ, ჰომ?! ჰო. ვიცი ალექს, მე ყოველთვის ვიცი რას გრძნობ, რა გინდა და რას ფიქრობ. ახლა კი გეტყვი რომ ეს.. ეს ყველაფერი დაუსახლებელ პლანეტაზე სიცოცხლის დაბადებას ჰგავს ალექს.. და ამის შემდეგ როგორ უნდა შემეძლოს რომ უბრალოდ არ გიგრძნო.. შენ ისეთი ხარ.. აი ისეთი იდეალს რომ შერცხვება შენს გვერდით დგომა.. შენ, შენ ისეთი ხარ ყველა რომ გგრძნობს, მაგრამ მე განსაკუთრებით. მე შენში
ვკითხულობ ყველაფერს რაც იკითხება და არ იკითხება.. ძვალ-რბილში, სულში, ყველაფერში შენ ხარ გამჯდარი.. გადაჭარბებული დოზით ხარ ჩემში..
ყოველ მომდევნო დღეს ადამიანი უკეთესს ელის, მე კი ყოველი დღე საუკეთესო მაქვს..
ალექს, შენ ხარ საუკეთესო წარსული, აწმყო და მომავალი. ყოველთვის მისმენ და ჩუმად ხარ.. ვლაპარაკობ მე, ყოველთვის მხოლოდ მე, მაგრამ როცა საჭიროა.. განა იმიტომ რომ არ შეგიძლია, არა ალექს, შენ იმაზე მეტის თქმა შეგიძლია ვიდრე მე ან ნებისმიერ სულიერს.. შენ თვითონ ხარ სათქმელი ალექს, მაგრამ ჩვენ სიტყვების გარეშე გვესმის ერთმანეთის.. აი ახლაც გიყურებ თვალებში.. რატომღაც ყოველთვის წყლიან, მაგრამ ბედნიერ თვალებში.
ჰო.
მოწყენილობასაც ვხედავ, იშვიათად რომ ჩაგიდგება თვალებში და მთლიანად რომ მოგიცავს ხოლმე..
შენ არ შეგიძლია იყო მოჩვენებითად ლაღი, ისევე როგორც მე..
მე..
ბრბოსგან ცალკე მდგომი ალექსი ვიპოვე და ჩემში შევუშვი.
ჩემად იქეცი.
მე შენად..
წინა წელის ამ დროს ერთად არ ვყოფილვართ.. თითქოს არც არსებობს შენს გაცნობამდე წამები,
წუთები,
საათეები,
დღეები,
კვირები,
თვეები,
წლები..
არც ის მომენტები როცა მეგონა ბედნიერი ვიყავი..
თურმე არც ვიცოდი რა იყო ბედნიერება.
ახლა ვიცი!
შენ ხარ ალექს.. ბედნიერების მწვერვალი თუ არსებობს მე ვარ იმ მწვარვალზე შენთან ერთად და არა მარტო.. მეცხრე დღეა სათქმელს ვინახავ დღევანდელი დღისთვის 14 თებერვლისთვის.. და მეც შენი ჟესტებით ვაკეთებ მოძრაობას. ხელების მოქმედებით განიშნებ. ალექს, შენ ხვდები თითქოს დასაწყისშიც იცოდი სათქმელი, მაგრამ დარწმუნება გინდოდა.. უფრო ახლოს მოდიხარ, მაისურის შიგნით მიყოფ ბედნიერებისგან დასველებულ ხელებს შენ როგორც გიყვარს ისე და მთელი ძალით მეხუტები.. თითქოს ერთნი ვართ.
უკვე მე, შენ ალექს და..



№1  offline წევრი kakulia

ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent