შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძვირფასო,გაწვიმდა.


25-04-2016, 08:13
ნანახია 1 429

ჩემი ხომ გესმის?კარგად მომისნიმე.ამ წამს ზეცაც კი გრძნობს შენი სხეულის წყვდიადს.ვიცი რომ გტკივა.ამას გახშირებული გულისცემით ვგრძნობ.ტკივილი შველის მეგობარო,ტკივილი ყოველთვის შველის.ამქვეყნიურობის შეგრძნებას არ გაკარგვინებს და დედამიწის ფსკერზე მწარედ განარცხებს.ვიცი რომ წვიმა გიყვარს.შენში დატრიალებულ ქარბორბალას განსაკუთრებით უხდება. მე რომ მხატვარი ვიყო, შენს მოსაწყენ გარეგობას კი არა, შინაგან სამყაროს დავხატავდი.
წვიმა ხომ გიყვარს? ყოველთვის ამას ამბობენ სხვები.ამბობენ წვიმა მზისგან გადახურებულ ყვავილებს შველისო,ცოტახნით გარემოს აგრილებს და სხვა ელფერს აფრქვევსო.არ მესმის მათი.ამბობენ წვიმა გვიყვარსო და რომ გაწვიმდება ქოლგებს შლიან,გარბიან,იმალებიან,რა ამინდიაო გიჟდებიან.მე ეს მახარებს.წვიმის წვეთებს სხვა ხიბლი აქვს ძვირფასო.სწორედ ამიტომ ვფიქრობ რომ ჩემი ადგილი არ არის აქ.არა იქ,სადაც მზეს ყველაზე დიდი ადგილი უჭირავს.არა იქ,სადაც სახლებში იკეტებიან.არა იქ, სადაც ლოცულობენ ნეტავ გამოიდაროსო.სწორედ იქ სადაც ქუჩებში გამოდიან,იღიმებიან და ატალახებულ გუბეებში, წვიმისგან კი არა წვიმასთან გარბიან.
ჩემი ფანჯრებიდან შავი ღრუბელი ჩანს.რაღაც ძველმოდურ მოგონებებს ვგრძნობ და მინდა ყველანაირი ტექნიკა შუქთან ერთად ცოტახნით გადაიკარგოს.მინდა იქ დამაბრუნა,საუკუნის დასაწყისში ზამთარში ფეჩით რომ ვთბებოდით სანთლის შუქზე და მთელი იჯახი ერთ ოთახში რომ ვიკრიბებოდით.რა კარგი იყო.მე ბედნიერებისაგან უხმოობით შეწუხებული მაინც ავმღერდებოდი,იქიდან ბებიაჩემი ამყვებოდა,აქეთ დედაჩემი გადმომხედავდა ყელმოღერებული, აქაოდა ჩემი შვილიაო, გარეთ ზეცა ბანს მომცემდა და ერთი-ორს გემრიელად დაიქუხებდა.სწორედ ეს მიმაჩნია ბედნიერებად დღეს.და ისე როგორც არასდროს ცოტა ხნით მინდა წვიმა გაგრძელდეს,ტექნიკა შუქითურთ გაქრეს და იქ დავბრუნდე,ხალხის მთავარი საზრუნავი შეშა რომ იყო.



№1  offline წევრი kakulia

ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

 


kakulia
ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent