შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თმა...


27-04-2016, 00:16
ავტორი ჩოჩიევა
ნანახია 1 595

ყოველთვის რაღაც განსაკუთრებული გრძნობით დავაბიჯებდი ამ სამყაროში. შეიძლება ჩემში სიამაყე იყო და არის და არა თავდაფასებული გოგოს ლანდი. მახსოვს როგორ ჩამიწნავდა ხოლმე თმას დედა. ჩამომიჯდებოდა სასთუმალთან და თავისი თბილი ხელებით მისწორებდა ერთმანეთში ჩახვეულ კულულებს. შუბლზე გადამიწევდა თმას, მე კი ყოველთვის ერთი კითხვა მიჩნდებოდა:
-დედი, ძვირფასო. რატომ მეფერები ყოველთვის სახეზე, თვალებზე... თითქოს ჩემს არსებობას გრძნობ.
ის კი ამ სულელური კითხვის ყოველ გაგონებაზე გულიანად გადაიხითხითებდა ხოლმე და შუბლზე მაკოცებდა ისე როგორც უკანასკნელად. დედა ჩემს ყველაზე ტკბილ და სანატრელ მოგონებებში იქნება. ბოლო ერთი წელიც მის გვერდით პალატაში გავატარე ცრემლებ მორეულმა. იქნებ გრძნობდა კიდეც ჩემს სიახლოვეს. იქნებ ეს ერთი წელიც ასე უსულდგმულოდ თუმცა სულის ჩამდგმელად გასტანა.
ახლა როცა სველ თმას ვეხები, მისი სურნელი და მეამიტი სახეწარმომიდგება ხოლმე თვალწინ. თუმცა მზრუნველი დედა მალევე ქრება.
ბოლო დღეც ასე გავატარეთ ერთად. მასთან საავადმყოფოში თავდახრილმა, მისი ნატიფი ხელების ზელვით. სულელს მეგონა რომ სციოდა და თუ გავათბობდი აუცილებლად მოვიდოდა გონს. თუმცა ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრულიც. ბოლო დილაც დაგვათენდა 24-ე პალატაში. ჩემთვის ეს რიცხვი დედას დაბადებისდღესთან ასოცირდებოდა, დღეს კი მისი ბოლო ოთახის, სამყოფელის დიდ გამუქებულ აბრად იქცა, რომელიც პალატის კარზე დიდად მიმანიშნებდა რომ დედა ნელნელა მტოვებდა.
დილა. წყნარი. მაგრამ გოდების ტოლფასი. სიმშვიდის მომტანი. გოგონა დედის ხელზედ ჩაძინებული. მეორე ხელი კი ამ ახალგაზრდა კულულებზე შემხმარი. და ბოლოს ექთანის ძახილი:
-მოაშორეთ ბავშვი ცხედარს...



№1  offline წევრი Educated

ნამდვილი ადამიანი, აუცილებლად განიცდიდა და შეიგრძნობდა იმ ემოციებს, რაც ამ ჩანახატში დევს.. სიყვარული და ტკივილი..
ჩემთვის საშინლად ამაღელვებელი იყო..

 


№2  offline წევრი ჩოჩიევა

Educated
ნამდვილი ადამიანი, აუცილებლად განიცდიდა და შეიგრძნობდა იმ ემოციებს, რაც ამ ჩანახატში დევს.. სიყვარული და ტკივილი..
ჩემთვის საშინლად ამაღელვებელი იყო..

<3 <3 <3 გენაცვალეთ <3

 


№3  offline წევრი kakulia

ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent