შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვერონიკა როთის "გასხვავებული" ნაწ.1


28-06-2015, 20:22
ავტორი Melani meli
ნანახია 1 962

შინ მხოლოდ ერთი სარკე გვაქვს.მეორე სართულზე,დერეფანში კიდია და გადასაწევი კარები ფარავს.ჩვენი ფრაქციის წესდების თანახმად, სარკეში ჩახედვის უფლება ყოველი მესამე თვის მეორე დღეს მაქვს. დღეს სწორედ ეს დღეა და დედა თმას მჭრის.
პატარა, მრგვალ სკამზე ვზივარ, დედა მაკრატლით ხელში ზურგს უკან მიდგას და თმას მჭრის.იატაკზე დაყრილი ქერა თმა ჩემს ირგვლივ რკალად იყრება.მერე დედა ჭრას ამთავრებს, უკან მივარცხნის,მიგრაგნის და კეფაზე მიკრავს.მის მშვიდ სახეს ვუყურებ, თვალს ვადევნებ როგორი გულმოდგინებით აკეთებს ამას.გამოწრთობილი, თავის უარყოფის ხელოვნებაში გაწაფული ასკეტია,რის თქმაც ჩემს თავზე გამიჭირდება.
სარკეში საკუთარ გამოსახულებას ვაკვირდები. პატივმოყვარეობა ან თავმომწონეობა აქ არაფერ შუშია.ცნობისმოყვარეობა მძლევს.სამ თვეში ადამიანი შეიძლება ძალიან შეიცვალოს.სარკეში პატარა სახეს, განზე ჩამჯდარ დიდრონ თვალებს,თხელ და გრძელ ცხვირს ვხედავ.რამდენიმე თვის წინ თექვსმეტი წელი შემისრულდა , თუმცა მაინც პატარა გოგოს ვგავარ.ჩვენგან განსხვავებით, სხვა ფრაქციები დაბადების დღეს წვეულებით აღნიშნავენ.ჩვენების აზრით ამნაირი გართობა ზედმეტობაა.
----აი ასე--ამბობს და დაგრაგნილ თმაში სარწს მიყრის.სარკეში ჩვენი მზერა ერთმანეთს ხვდება,თვალების დახრა დამიგვიანდა თუმცა დედა დატუქსვის ნაცვლად მიღიმის.რატომ არ მსაყვედურობს, მე ხომ სარკეში ვიყურებოდი?შუბლი ოდნავ შემეჭმუხნა.
---დღევანდელი დღეც დადგა--ამბობს ის.
---ჰო--ვპასუხობ
--ღელავ?
წამით საკუთარ გამოსახულებას თვალს თვალში ვუყრი.დღეს მიდრეკილების გამოსავლენი ტესტირება მაქვს გასავლელიან გამოცდებით გაირკვევა თუ რომელ ფრაქციას ვეკუთვნი.ხვალ კი არჩევის ცერემონიაზე გადავწყვეტ რომელი ფრაქციაა საჩემო.ჩემს ხვალინდელ არჩევანზე იქნება დამოკიდებული დარჩენილ ცხოვრებას შინ ოჯახთან ერტად გავატარებ თუ მათ სამუდამოდ მივატოვებ.
--არა -- ვპასუხობ.ჩვენს არჩევანზე ტესტირებამ გავლენა არ უნდა იქონიოს.
---სწორია--მეუბნება და მიღიმის.--წამო, ვისაუზმოთ
--გმადლობ თმა რომ შემჭერი.
ორივე ლოყაზე მკოცნის და სარკეს გასაწევ კარს აფარებს.ასე მგონია, დედაჩემი რომ სხვა სამყაროში დაბადებულიყო ულამაზესი იქნებოდა.თხელ ტანს სადა ნაცრისფერი სამოსი უფარავს.მაღალი ყვრიმალები აქვს და გრძელი წამწამები.გაიშლის თუ არა თმას საღამოობით მხრებზე ეფინება ხოლმე.ასკეტების ფრაქციაში კი თავისი სილამაზის დამალვა მოეთხოვება.სამზარეულოში ერთად შევდივართ.დრეს ერთ-ერთი ისეთი დილაა როცა საუზმეს ჩემი ძმა გვიმზადებს.მამაჩემი შეჭრილ თმაზე ხელს მისვამს და გაზეთის კითხვას აგრძელებს , დედა კი მაგიდას ღიღინით აწყობს.ერთ-ერთი ისეთი დილაა როცა სინდისი მქენჯნის რომ ასეთი ოჯახის მიტოვების სურვილს ვატარებ გულში.



№1  offline წევრი Ignifex

როგორ მიყვარს ♡

 


№2  offline წევრი Melani meli

უბრალოდ დავდე, გაგრძელებას არ ვაპირებდი თუმცა გავაგრძელებ

 


№3 სტუმარი Nino barbaqadze

Wigni iyideba sadme? Ramdeni nawilisgan shedgeba?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent