შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ გაზაფხული დაიგვიანებს


30-04-2016, 12:33
ავტორი guram
ნანახია 2 120

თოვს... სახურავებზე ისვენებენ თეთრი ფიფქები. შიშველი ხეები თოვლით ითბობენ ტოტებს. ელექტროსადენებზე სხედნან ბეარურები. ბუხრებიდან სველი კვამლი მიიკლაკნება ცისკენ. ყინვისგან გაფითრებული ციდან ფიფქები ეშვებიან და ისევ სახურავებზე ისვენებენ.
სიჩუმეა... მხოლოდ ძაღლების ყეფა მოისმის ხანდახან. აქაიქ ქარი ატრიალებს ფიფქებს ჰაერში: ერთბაშად გაიტაცებს სადღაც შორს და შემდეგ უხმოდ მიახეთქებს კედელზე. ელექტროსადენებზე სემომსხდარი ბეღურები ამინდზე საუბრობენ. “გამოდარებას არ აპირებსო” _ იუწყება ერთი.
ისევ თოვს... ისევ ცივა...
ვისთვის რომანტიკაა და ვისთვის _ უბრალო სიცივე.
არ მიყვარს თოვლი. არ მინდა მსგავსი რომანტიკა. არ მინდა რომანტიკა, როცა გარეთ ბეღურები იყინებიან. ვინ იცის კიდევ რამდენ მიუსაფარს ცივა ახლა.
ვერ ვიტან თოვლს. სიკვდილს წააგავს იგი რაღაცით. მართლაც, ბუნების სიკვდილია ზამთარი. ირგვლივ სამარისებური სიჩუმე დგას. მხოლოდ ძაღლები ყეფენ ხანგამოშვებით. ბეღურები აღარ ჭიკჭიკებენ. ბეღურები სხედნან ელექტროსადენებზე და ამინდებზე საუბრობენ. “არ აპირებსო გამოდარებას” _ იფიცება ერთერთი.
მე თბილ ბუხართან ვზივარ და ხელებს ვიტბობ. არ მცივა, მაგრამ ბეღურების მშვენივრად მესმის. მე ვიცი, რა არის სიცივე. ხშირად გამომიცდია იგი, ზაფხულის თბილ ღამეებშიც კი. მეტიც, ზაფხულში უფრო ძლიერ ცივა ადამიანს ვიდრე ძამთარში, რადგან საშინელებაა იყო სითბოში და გციოდეს.
ახლაც, როცა ბუხრის წინ ვზივარ, ბეღურების დანახვაზე კანკალი ამიტანს. არ მიყვარს ზამთარი. სიკვდილზე მეტად ვერ ვიტან. არ მინდა რომანტიკა, როცა გარეტ ბეღურები იყინებიან.
მაგრამ, რაც არ უნდა ცივი იყოს ზამთარი, მაინც მოვა გაზაფხული. გაზაფხული კი იმდენად მიყვარს, რამდენადაც ზამთარი მძულს. გაზაფხული _ ეს ხილული სასწაულია, ძველისგან ახლის დაბადება, სიკვდილისგან სიცოცხლის წარმოშობა, ეს მკვდრეთით აღდგომაა ბუნებისა, ეს გაზაფხულია. და როდესაც ზამთრის სუსხიან ღამეებში საკუთარ საწოლში ოთხად მოკეცილი ვცახცახებ, გაზაფხულზე ვფიქრობ, გაზაფხულის მეიმედება. ასე გადის ზამთარი _ გაზაფხულის მოლოდინსი. მაგრამ ყოველ ზამთარში დგება პერიოდი, როცა თვით ბეღურებსაც აღარ სჯერატ გაზაფხულის დადგომის.
და ახლა, ცემი ეზოს თავზე გაბმულ ელექტროსადენზე ბეღურები სხედნან და ერთერთი მათგანი იცით რას ამბობს?! _“გამოდარებას არ აპირებსო”.
ჩვენი ცხოვრებაც ზამთრის სუსხიან ღამეებში გაზაფხულის ლოდინია. ჩვენც, ბეღურებივით ვსხედვართ ელექტროსადენებზე და გაზაფხულს ველით. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ზოგისთვის გაზაფხული ადრე დგება, ზოგისთვის გვიან, ზოგისთვის კი საერთოდ......
იცით, წუხელ მთელი ღამე თოვდა. დილით აივანზე გაყინული ბეღურა ვიპოვნე და შუადღემდე ვტიროდი. მიწაც ვერსად ვნახე, რომ დამემარხა და ჩემი აგავას ქოთანში დავმარხე. ეშმაკსაც წაუღია მიწა! მეტჩრობაა და მეტი არაფერი! რა შვება უნდა მოგვაროს ზამთრის ღამეში გაყინულ ბეღურას, პატარა ორმომ. მაინც სახსოვარიაიგი მოკვდავთათვის, გაზაფხულის მოლოდინში გაყინული ბეღურების სახსოვარი.
მე თუ მკითხავთ, ყველანი ბეღურები ვართ, ოღონდ ყველას საკუთარი ამინდი გვაქვს. ზოგთან მუდამ მზე ანათებს, ზოგთან კი სულ ზამტარია. ბეღურებს იმიტომ შევადარე ჩვენი თავი, რომ ეღურები ზამტარს არ გაურბიან, სხვა ჩიტებისგან განსხვავებით. ისინი ჩვენსავით ბედის ანაბარ არიან დარჩენილნი, სხედნან ელექტროსადენებზე და ამინდებზე საუბრობენ.
მეც ერთი ბეღურა ვარ, მეც ვზივარ საკუთარ ელექტროსადენზე და ვფიქრობ: რა მოხდება თუ გაზაფხული დაიგვიანებს?!
ადამიანი იმედით ცოცხლობსო _ მართალი ყოფილა _ ახლა მივხვდი. უფრო სწორედ დილით, მაშინ როცა ჩემს აივანზე გაყინული ბეღურა ვიპოვნე. ახლა დანამდვილებით ვიცი, ის ბეღურა უიმედობით გაიყინა.
და მეც არ მინდა გულში უიმედობა შევახედო, მაგრამ, როცა გადაუღებლად თოვს, როცა შენს გვერდით მჯდომი ბეღურა ირწმუნება _ “არ აპირებსო გამოდარებას”, როგორ გინდა დაიჯერო გაზაფხულის არსებობა?!
რა მოხდება, თუ გაზაფხული დაიგვიანებს და თუ მეც მომბეზრდება მოცდა?! თუ უიმედობამ გულის კარი შემომინგრია, თუ ზამტრის სუსხიან ღამესი ჩემს გვერდიტ მდომმა ბეღურამ გაზაფხულის არ არსებობაში დამარწმუნა?! წარმოდგენაც კი მზარავს...
მაინც მგონია, ნერვებზე თამაშია ზამთარი, თამასი გაგიჟებამდე, თამაში გაყინვამდე და ვიღაც მაზოხისტებს მოსწონთ იგი. ეს თამაში გაძლებაზე, მეტალზე მაგარი უნდა იყო, რომ ამ ზამთრის სუსხიან ღამეს არ გაიყინო, უფრო სწორედ, გაზაფხულის გეიმედებოდეს ბოლო წამამდე. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცხოვრება მარტო ზამთარი არაა.
ზოგი ამბობს: “ არ არსებობსო გაზაფხული” _ არ ვიცი. იქნებ ზოგისთვის მართლაც არ არსებობს იგი. ჩრდილოეთ პოლუსზე ხომ მუდამ ზამთარია, მაგრამ იქაც დგება ფორმალური გაზაფხული, მართალია, იქ გაზაფხულზეც ისევე ცივა, როგორც ზამთარში, მაგრამ ის მაინც არსებობს. გაზაფხული რომ არ არსებობდეს ჩვენ თვითონ უნდა მოვიგონოთ იგი, რათა ზამთრის სუსხიან ღამეებში მასზე ვიფიქროთ და გული თუნდაც ცრუ იმედებით ავავსოთ, რომ უიმედობის ადგილი აღარ დარჩეს. მხოლოდ ასე თუ გადავრჩებით, მაგრამ განა ასე ადვილია?!
ელექტროსადენებზე ვსხედვართ შვიდნი და ერთერთი გვეუბნევა _ “გამოდარებას არ აპირებსო”. ვსხედვართ შვიდნი, შვიდივე მარტონი ჩვენს ზამთართან ბრძოლაში. ყეფს ძაღლი ხანგამოშვებით. ბუხრებიდან სველიკვამლი ამოდის და სადღაც იკარგება. გაფითრებული ციდან ფიფქები ესვებიან სახურავებზე.
ისევ თოვს...
იგვიანებს გაზაფხული...
მაინც მჯერა მისი არსებობობა, მეტიც, ასე გამიგია, ცივი და სუსხიანი ზამთრის შემდეგ დგება ყველაზე თბილი გაზაფხული. ისღა დამრჩენია დაველოდო.
მეც ველოდები...
ვზივარ ელექტროსადენზე და მეზობელი მეუბნევა “ გამოდარებას არ აპირებსო”. ის ბეღურა მახსენდება, ქოთანში რომ დავმარხე. ერთი სული მაქვს, იმ ქოთანს როდის გავიტან აივანზე და მოვრწყავ. ასე მგონია, გაზფხულზე ის ბეღურა მკვდრეთით აღსდგება, რადგან პაწაწინა გულში იმედი გაუჩნდება. ის იმედი, რომელიც ახლა ჩემს და საერთოდ ყველას გულს ახმაურებს.
მჯერა, გაქრება იმედი და გაქრება ადამიანი.
მე ისევ ვზივარ ელექტროსადენზე და ჩემი მეზობელი ისევ მარწმუნებს: ”გამოდარებას არ აპირებსო”
ისევ ყეფს სადღაც ძაღლი ხანგამოშვებით.
ისევ ველოდები გაზაფხულს, რომელიც იგვიანებს...
ისევ თოვს...



№1  offline წევრი kakulia

ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent