შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

...გამაღვიძე მე სხვა პლანეტაზე


6-05-2016, 19:17
ავტორი beqaloxishvili
ნანახია 2 195

და მე ვარ ვინმე გამოგონილი კაცი, ვით მგლოვიარე პერსონაჟი და მიგონებს ღმერთი, რამეთუ აღთქმა აღსრულდეს, მე კი ისევ განვაგრძობ ტანჯვას, რომელიც გაურკვეველი მიზეზით მიპყრობს და ამ ესეოდენ მშვენიერებას, სიმახინჯედ წარმომიდგენს. უზენაესმა სახელიც კი არ შემარქვა და ამიტომ ვარ გზააბნეული, ვით დანტე უსიერ ტევრში. ჩემი წამალი სიკვდილი მგონია, მაგრამ ისევ დაუღალავად დამჩხავიან ყორნებივით ეს ანგელოზები, ჯერ ადრეაო. ჯერ უნდა ეწამოო. და ისინი, ზეციური არსებები, აღარც ემბიენტს მიქმნიან და აღარც ჩრდილოეთის ნათებას. ასე მოისურვა ღმერთმა: მარტოდმარტო უნდა ავაშენო სახლი რეალობასა და არარეალობის შორის გავლებულ ზღვარზე. უნდა ავფოფხდე სიგიჟის მწვერვალზე და გავსხივოსნდე, მანამდე კი არაფერი გამაჩნია მუსიკისა და პროზის გარდა, რომ არაფერი ვთქვა მარტოობაზე, რომელიც უხსოვარ დროს დაქორწინდა ჩემზე. მე და მარტოობა, ყოველ ღამე დავსეირნობთ ერთ ვიწრო ქუჩაზე, სადაც კვლავ ვლანდავ ფერიებსა და წვიმის წვეთებს. მე და ჩემს უსახელო სატრფოს, აღარ გვაწვიმს, მხოლოდ სიცივე იმარჯვებს ჩვენზე როგორი თბილი ამინდიც არ უნდა იყოს და ამ ბურუსის ფონზე, კიდევ და კიდევ, კვლავინდებურად ვიკარგები ისე, რომ მერე ჩემს ბინასაც ვეღარ ვაგნებ. არადა როგორ მინდა მარტოობასთან ერთად შევხვდე ღამეს, სადმე უზარმაზარი შენობის სახურავზე, რომ კიდევ ერთხელ ვიხილო ირმის ნახტომი და მრავალი ამოუცნობი მფრინავი ობიექტი. ასე მინდა, მხოლოდ მე და ჩემი სატრფო, – მარტოობა. მერე კი, ერთ საუკუნიანი ღამის შემდეგ, აღელვებული შევხედავდი მზეს და ვიგრძნობდი, რომ მე ცოცხალი ვარ, რომ მე ყველასნაირი ვარ. მზის დისკო მოეფერებოდა მღელვარე ტალღებს, როგორც მე, – სიმარტოვეს. გავცურავდი ზღვაში და იქამდე დავედევნებოდი ჰორიზონტს, სანამ ბერმუდი კუნძულების ცენტრში არ აღმოვჩნდებოდი, მერე კი მორევს დამშვიდებული გავყვებოდი სადმე ქვესკნელში, ან მაღლა, უსასრულობაში და ვიხილავდი ყველა იმ თვითმკვლელს, რომლებმაც უკანასკნელად აბობოქრებული ტალღების წინაშე ამოისუნთქეს. მაგრამ ახლა სხვა დროა... ახლა ჩემს სახლში ვარ და თავს მახვევიან დემონები, რომლებიც მიყვარს თუ არა, – ვერ გამიგია.
ერთი დემონი კი უეჭველად მიყვარს, რომელიც მივლის და თავისი უამრავი საშინელი ქმედებით მასწავლის, რომ მე კარგი ადამიანი უნდა ვიყო. ო, როგორ მიყვარს და თან როგორ მძულს. მის გამო ყველაფერს დიდი სიამოვნებით დავთმობდი, რამეთუ ის ჩემს გამო ათასიდან ათასს მომაკვდინებელ ცოდვას ჩუქნის. ის ძალიან მაგონებს ანგელოზისა და დემონის ნაჯვარს. მასაც ვუყვარვარ, ვითარცა უზენაისს, – ქრისტე.
სხვა დემონებიც არსებობენ, რომლებიც ჩემით სარგებლობენ და იდიოტად მთვლიან. გიჟი ვარ, აბა რა, მე ხომ ისინიც ძალიან მიყვარს... თუმცა სიყვარულს ხშირად ანაცვლებს ეს გულისამრევი სიძულვილი. მათ არ ვუყვარვარ, ფრთიანებს და მახინჯებს, ვინაიდან, არაერთხელ მიხსენებია იდიოტი ვარ იდიოტებს შორის–მეთქი.
თვით ბინა კი, ჯოჯოხეთში მაქვს, სადაც გამუდმებით კლასიკური მუსიკა ისმის და მეც მინდა, რომ როიალზე გამაგიჟებელი მუსიკა დავუკრა. აქაც კი მოიძებნება კარგი ადგილები, სადაც უჩვეულო სიჩუმე მშვიდად განისვენებს. მაგრამ, ხედი არ მაქვს, მიწისქვეშეთში ვარ და ფანჯრებიდან არაფერი მოჩანს, გარდა ავის მომასწავლებელი სიბნელისა. ო, მართლაცდა როგორი სიბნელეა ჩემს გარშემო... ეს არის სიბნელე თვალით უხილავი და ენით აუღწერელი.
და მე ანგელოზიც მსტუმრობს, ოღონდ არა ხშირად. თავისი სამოთხიდან იპარება ხოლმე და მე მსტუმრობს, სადმე ქვესკნელში, ბოროტებისა და უწესრიგობის სამფლობელოში. და მხოლოდ ის არის, ვისაც არ ვექცევი შესაბამისად. დემონები შემყვარებია და თვით ანგელოზი, – ვერა. ის არის სხივი, რომელიც ნებისმიერ სურვილს დაუყოვნებლივ შემისრულებს. თითქოსდა ის არის ჩემი მშველელი, მაგრამ მე, უსიყვარულო გარდაცვლილი ლეში მას ვერ მივყვები, ვით თვით სიყვარულს, – იესო ქრისტეს და კერპთაყვანისმცემელივით გულში ისევ დეისტების ღმერთს დავატარებ, რომელიც არასოდეს ერევა მოვლენების განვითარებაში. და ეს ანგელოზი, რომლის თვალებში ყველაზე ლამაზი გალაქტიკა ჩანს, უკანასკნელად მეწვევა მაშინ, როცა ჯოჯოხეთის ცენტრში ვესვენები.
და როცა ჩემი გული ვეღარ გაუძლებს ტანჯვას, მე აღმომხდება სული და დავარღვევ აღთქმას, მანამდე კი სახრჩობელაში გავიხლართები და უკანასკნელ წერილსაც დავუტოვებ ჩემს დემონებს. ვეღარ გავუძელი–მეთქი ვეტყვი მათ, და დავამატებ: მე უკვე იქ ვარ.
ხელებს გავშლი და უდაბნოს ცენტრში ქვიშაში გავწვები, ვით სიცოცხლეში ზამთრის სუსხიან ღამეს, სადმე გორაკზე, თოვლში. ღამით, უდაბნოდან გარკვევით დავინახავ ირმის ნახტომს და რაღაც სასწაულის მეშვეობით, უზენაისი გამომიგზავნის ჩრდილოეთის ნათებას. ჩემი სული აღარ დაიღლვება უდაბნოს ყურებით და დავრჩებით მხოლოდ ჩვენ ორნი, კვლავინდებურად უსიყვარულოდ, – მე და მარტოობა. ვერ გავაანალიზებ, რომ მე მან სხვა პლანეტაზე გამაღვიძა და შესაბამისად დამავიწყდება უზენაესისთვის გადასახადი მადლობა.
მანამდე კი სახრჩობელაში უნდა გავიხლართო, რამეთუ სიკვდილი არის კარი, რის მიღმაც მოსვენება სულმოუთქმელად მელის.



№1  offline წევრი მოლურჯო

განსხვავებული და საინტერესო იყო...
--------------------
მარიამი

 


№2  offline წევრი Educated

ჩემს გარშემო-უმართებელია, მართებულია-ჩემ გარშემო.
ენით აუღწერელი-უმართებელია, მართებულია-ენით აღუწერელი.
ეჰ, დანტე.. დანტე.. იქნებ, გრამატიკის წიგნი მაინც გადაგეშალა, სანამ აქ შენს "გენიოსურ შემოქმედებას" წარმოადგენდე? -მგონი, მართალი ვარ, ჰო?
wink lol

 


№3  offline წევრი beqaloxishvili

დედა გაგინო? – ეს მართებულია თუ უმართებელი?
--------------------
არა სიცოცხლე...
არა სიკვდილი...
არამედ რაღაც სხვა.

 


№4  offline მოდერი Amalthea

საინტერესო იყო, თან ძალიან love
--------------------
I want to sleep with you. Doesn't mean to have sex. I mean sleep together under my blankets in my bed. With my hand on your chest. And your arm around me. No talking. Just sleep, blissfully happy, silence.

 


№5  offline წევრი Educated

beqaloxishvili
დედა გაგინო? – ეს მართებულია თუ უმართებელი?

კარგი, კარგი.. ძალიან თუ გაინტერესებს, გიპასუხებ ამ თავაზიან შეკითხვაზე:
შენნაირი ზნე და გონება დაცემულისგან, ეს აბსოლუტურად მართებული იქნება.
შენ მხოლოდ გინება და ლანძღვა შეგიძლია, არა? -კი, რა თქმა უნდა. ასეა.
ამით კიდევ უფრო კარგად დაამტკიცე, რომ ერთი საცოდავი, დებილი ხარ, რომელსაც გინების გარდა, არაფერი შეუძლია. შენ სქესიც არ გაქვს.
მაგინე. მე მაინც მ კ ი დ ი ხ ა რ , ამიტომ არაფრად აღვიქვამ ამას.

 


№6  offline წევრი beqaloxishvili

მე, ერთი საცოდავი, ზნე და გონება დაცემული "უსქესო" პირი ვარ, რომელსაც ძალიან აღიზიანებს მეორე უზნეო პირის ირონია. მესმის რო ჩემგან განსხვავებით გრამატიკა იცი, მაგრამ მე რო ეს ? და საერთოდ ყველას კიდია შენი მართებულიან უმართებულიანად რა როგორ არის. მივესალმები და პატივს ვცემ იმ ადამიანს, ვინც ცივილურად ამიხსნის რა შეცდომა დავუშვი. მე, არაფრის მცოდნე წერას განვაგრძობ არა იმიტომ, რომ მაკრიტიკონ, არამედ იმიტომ, რომ ერთი-ორი კაცს მაინც გავუზიარო რას ვგრძნობ, და რა როგორ არის. და შენ განაგრძე წერა, რა არის მართებული, და რა არა. და ხო, გრამატიკის წიგნი მართლაც რო არ მაქვს გადაშლილი და მართლაც რო არაფრის მცოდნე ვარ, მაგრამ ეს სირცხვილი არ არის. ყველა შენაირი მცოდნე ხომ ვერ იქნება, არა? ყველა შენაირად ხო ვერ იქნება გარკვეული ქართულ ენაში )) ახლა კი, ძალიან ძალიან დამავალებ თუ საპასუხო წერილს არ გამომიგზავნი. სიმართლე გითხრა ტყუილად შეწუხდები, მე არაფრის წაკითხვას ვაპირებ. მე განვაგრძობ წერას, შენ განაგრძე კრიტიკა, სადაც ამოვიკითხავ სიტყვებს: საცოდავო, გესწავლა სანამ დაწერდი, წიგნი გადაშალე. (ჯანდაბა მე ხომ ფილოსოფიურ ნაშრომებს არ ვქმნი. მე ვწერ საყოველთაოდ უმნიშვნელო თემაზე.) და ამასთან მთავარი სულ სხვა რაღაცაა. რა მნიშვნელობა აქვს სად ერთი ასო მოგაკლდა და სად ხუთი? სხვა კუთხიდან შეხედე ნაშრომებს და პატივი ეცი სხვის შემოქმედებას. ვორდის ფაილში ისინი არიან ღმერთები და სრული უფლება აქვთ დაიკიდონ ეგ შენი მართებულ, უმართებელი ;) წარმატებები
--------------------
არა სიცოცხლე...
არა სიკვდილი...
არამედ რაღაც სხვა.

 


№7  offline წევრი Educated

beqaloxishvili
მე, ერთი საცოდავი, ზნე და გონება დაცემული "უსქესო" პირი ვარ, რომელსაც ძალიან აღიზიანებს მეორე უზნეო პირის ირონია. მესმის რო ჩემგან განსხვავებით გრამატიკა იცი, მაგრამ მე რო ეს ? და საერთოდ ყველას კიდია შენი მართებულიან უმართებულიანად რა როგორ არის. მივესალმები და პატივს ვცემ იმ ადამიანს, ვინც ცივილურად ამიხსნის რა შეცდომა დავუშვი. მე, არაფრის მცოდნე წერას განვაგრძობ არა იმიტომ, რომ მაკრიტიკონ, არამედ იმიტომ, რომ ერთი-ორი კაცს მაინც გავუზიარო რას ვგრძნობ, და რა როგორ არის. და შენ განაგრძე წერა, რა არის მართებული, და რა არა. და ხო, გრამატიკის წიგნი მართლაც რო არ მაქვს გადაშლილი და მართლაც რო არაფრის მცოდნე ვარ, მაგრამ ეს სირცხვილი არ არის. ყველა შენაირი მცოდნე ხომ ვერ იქნება, არა? ყველა შენაირად ხო ვერ იქნება გარკვეული ქართულ ენაში )) ახლა კი, ძალიან ძალიან დამავალებ თუ საპასუხო წერილს არ გამომიგზავნი. სიმართლე გითხრა ტყუილად შეწუხდები, მე არაფრის წაკითხვას ვაპირებ. მე განვაგრძობ წერას, შენ განაგრძე კრიტიკა, სადაც ამოვიკითხავ სიტყვებს: საცოდავო, გესწავლა სანამ დაწერდი, წიგნი გადაშალე. (ჯანდაბა მე ხომ ფილოსოფიურ ნაშრომებს არ ვქმნი. მე ვწერ საყოველთაოდ უმნიშვნელო თემაზე.) და ამასთან მთავარი სულ სხვა რაღაცაა. რა მნიშვნელობა აქვს სად ერთი ასო მოგაკლდა და სად ხუთი? სხვა კუთხიდან შეხედე ნაშრომებს და პატივი ეცი სხვის შემოქმედებას. ვორდის ფაილში ისინი არიან ღმერთები და სრული უფლება აქვთ დაიკიდონ ეგ შენი მართებულ, უმართებელი ;) წარმატებები

იცი, საერთოდ არ მაინტერესებს წაიკითხავ თუ არა, მე მაინც გიპასუხებ, რადგან ასე მინდა და შენ ამას ვერ ამიკრძალავ!
ძალიან გინდა ჰო, რომ რამეს მიაღწიო?? -ვერ ეღირსები! ყოველ შემთხვევაში, იქამდე მაინც, სანამ გრამატიკის წიგნს არ გადაშლი და ასევე ფსიქიკას, სულ ცოტა მაინც არ გაიმყარებ.
იმაში კი მართალი ხარ, რომ შენი ვორდის დოკუმენტში, შენი ნაშრომები ღმერთები არიან,
რადგან იმ ვორდის დოკუმენტს, შენი "შემოქმედება" ვერასოდეს გასცდება!
აი, ახლა კი, მე არ მინდა ზედმეტი პასუხები! fellow
პ.ს. წარმატებებისთვის, გმადლობ. სამწუხაროა, რომ მე არ გისურვე. ;)

 


№8 სტუმარი Bla

Dzalian cudad var tore grdzel komentars ar davishurebdi titqmis yvela sityas davakvirdi da mxolod imas vityvi ro kaia..

 


№9 სტუმარი რჰგდბზფლკჯხ

ყველაზე ნიჭიერი ხარ. შენ ღმერთი ხარ <3

 


№10 სტუმარი Bla

რჰგდბზფლკჯხ
ყველაზე ნიჭიერი ხარ. შენ ღმერთი ხარ <3

mgoni gicani..

 


№11 სტუმარი critic

dzalian didi bodishi magram gramatikuli goneba xandaxan ver evdeba sulis sigrmeebs.. mgoni aq sxva rames unda apasebdet vidre sintaqss da punqtuacias.. kargia dzalian momewona

critic
dzalian didi bodishi magram gramatikuli goneba xandaxan ver evdeba sulis sigrmeebs.. mgoni aq sxva rames unda apasebdet vidre sintaqss da punqtuacias.. kargia dzalian momewona
- "გადაჭარბებული ცოდნა ქმნის დაბნეულობას, გონებრივ ქაოსს და საბოლოო ჯამში სიცარიელეს. ხშირად უკეთესია არ ცოდნა, ვიდრე ცოდნა. უმჯობესია ისწავლო აღქმა და გააზრება, ვიდრე აგროვო ცოდნა. უნდა იცოდე აუცილებელი მინიმუმი, აღქმა კი უნდა შეგეძლოს მაქსიმალურად ბევრის. ცოდნა პასიურია. აღქმა აქტიურია. ცოდნა- ეს არის ის, რაც სხვებმა მოიპოვეს. აღქმა - ეს არის ის, რასაც შენ პოულობ. ცოდნა მფლობელობაა, აღქმა - ეს შექმნაა. აღქმა არის საჭიროების შემთხვევაში ცოდნის მიღების და მათი გამოყენების შემდეგ მათგან თავის გათავისუფლების უნარი."

ალფრედ როზენბერგი

 


№12 სტუმარი Bla

Loxishvilo midi ra rame axali atvirte sheni chanaxatebi chemi sakvebia..

 


№13  offline წევრი kakulia

ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent