შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Street of Yasmin..


11-05-2016, 19:14
ავტორი -ნინაკა
ნანახია 1 543

შენ, ყოველთვის ჩემს ქუჩაზე დადიოდი. დადიოდი და ათბობდი.. ჩემ ქუჩას იასმინიც კი დავარქვი. ჰო, შენი სახელი, რომ მეკითხობოდნენ სად ცხოვრობო ვპასუხობდი იასმინის ქუჩაა.. სადაც სიწყნარე, მყუდროება და სინაზე სუფევს არ გეცოდინება-მეთქი შენ. უცნაურობა შენთან ასოცირდებოდა. ვერ ვიგებდი, ახლაც ვერ ვიგებ როგორ შეგეძლო ყოფილიყავი წყნარი და ამავდროულად ქაოსური. ყოველთვის აგვიანებდი და თითქმის გზაში წესრიგდებოდი. გიყურებდი როგორ გეჭირა საბუთები კბილებით და იწესრიგებდი შენს წითელ თმას.. მიუხედავად იმისა რომ ყოველ დილით გაცილებდი სამსახურში ჩემი სახლის წინ მდგარი არასდროს მესალმებოდი, უცნაური იყავი. არც გვერდით იყურებოდი, მაგრამ როგორც კი გაივლიდი ტუჩის კუთხეს კბილებით აწვებოდი. მაგიტომ გქონდა, ალბათ, ყოველთვის წითლად შეფერილი კვალი კბილებისა. გულში მლანძღავდი, დარწმუნებული ვარ თვალმოუშორებლად რომ გიყურებდი ქუჩის ბოლომდე, მაგრამ ბილწი არაფერი მიფიქრია, უბრალოდ მომწონდა შენი ქალური, საქმიანი მანერა. შენს გრძელ ყელზე შემოხვეული გამჭვირვალე, ვარდისფერი შარფი, მუდამ ზურგზე რომ გადაქონდა ქარს მისი ბოლო. ისე, რამდენჯერმე ვიფიქრე შენთან მოსვლა, მაგრამ მივხვდი რომ არ ღირდა. გავართულებდი ყველაფერს. ვიცი, შენზე დამოკიდებული გავხდებოდი. ყოველდღე დამჭირდებოდი და ალბათ.. არ ვიცი რა იქნებოდა მერე, მაგრამ არ იქნებოდა ის რაც ახლაა. იცი?! ყვავილები გიყიდე. მინდვრის ყვავილები. პატარები და ნაზები, მაგრამ არ მომიცია შენთვის. ახლაც საყვავილეშია. არ ვიცი სადამდე გასძლებს, მაგრამ გული დამწყდება ჭკნობას რომ დაიწყებს. გაქრება ამ ყვავილების სუნი ჩემს სახლში. ისე, ერთ დღეს შენი სუნიც გაქრება ამ ქუჩაზე. უფრო სწორად მე გავქრები. ჰო, იასმინ მივდივარ. წერილს გიტოვ ჩემს კართან. ვიცი, უჩვეულოდ მოგეჩვენება ჩემი არ ყოფნა სწორედ ამიტომ თავს ვალდებულად ვთვლი იასმინ, და გემშვიდობები, მაგრამ დროებით თუ სამუდამოდ არ ვიცი. და მაინც.. დროებით იასმინ!



№1  offline წევრი მოლურჯო

რომ ვუწოდო
კარგი...
ამისთვის ძალიან ბევრი მუშაობა გჭირდება
რომ ვიგრძნო
რას წერ
რა მიზნით
რა გტკივა
რა გიხარია
ახლა კი ვერ ვგრძნობ
--------------------
მარიამი

 


№2  offline წევრი mimimimo

ჩემ ქუჩას - არა, ჩემს ქუჩას. (მეორე წინადადებაში.)

იყო კიდევ რამდენიმე ხარვეზი.

აკლდა გრძნობა...

თითქოს მოგაფიქრდა უცებ და დაწერე...(გრძნობის გარეშე.)

ველი შენს შემდეგ ჩანახატს... feel

 


№3  offline წევრი kakulia

ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent